მარგერიტა გონძაგა (1564-1618)
მარგერიტა გონძაგა (იტალ. Margherita Gonzaga; დ. 27 მაისი, 1564, მანტუა, იტალია — გ. 6 იანვარი, 1618, მანტუა, იტალია) — გონძაგას დინასტიის წარმომადგენელი. მანტუის ჰერცოგ გულიელმო გონძაგასა და ერცჰერცოგინია ელეონორა ავსტრიელის ქალიშვილი. ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1579-1597 წლებში როგორც ალფონსო II-ის მესამე ცოლი.
მარგერიტა გონძაგა | |
---|---|
ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 24 თებერვალი, 1579 |
მმართ. დასასრული: | 27 ოქტომბერი, 1597 |
წინამორბედი: | ბარბარა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | ვირჯინია მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 მაისი, 1564 |
დაბ. ადგილი: | მანტუა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 6 იანვარი, 1618, (53 წლის) |
გარდ. ადგილი: | მანტუა, იტალია |
მეუღლე: |
ალფონსო II, ფერარისა და მოდენის ჰერცოგი (ქ. 1579 - გარდ. 1597) |
დინასტია: | გონძაგები |
მამა: | გულიელმო, მანტუის ჰერცოგი |
დედა: | ელეონორა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებამარგერიტა გონძაგა დაიბადა 1564 წლის 27 მაისს მანტუაში. იგი იყო მანტუის ჰერცოგ გულიელმო გონძაგასა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია ელეონორა ავსტრიელის ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ჰერცოგი ფედერიკო II და მარკიზა მარგერიტა პალეოლოგინა იყვნენ, დედის მხრიდან კი საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ I და დედოფალი ანა უნგრელი. მას სახელი სწორედ ბებიის, მარგერიტა პალეოლოგინას პატივსაცემად დაარქვეს.
მანტუის კარზე იგი თავის უფროს ძმასთან, ვინჩენცოსთან და უმცროს დასთან, ანა კატერინასთან ერთად იზრდებოდა. როგორც იტალიელი პრინცესა, იგი მკაცრი კათოლიკური წესებით იზრდებოდა. იგი ასევე შეისწავლიდა ლიტერატურასა და ლათინურ ენას. მოგვიანებით ამ ენაზე თავადაც დაწერა წიგნი. მუსიკის მოყვარული მამის გავლენით, რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, სიმღერა და ცეკვა მარგერიტამ თავადაც შეისწავლა.
ქორწინება
რედაქტირება1578 წლიდან გულიელმო გონძაგამ დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები 14 წლის მარგერიტასა და ფერარის 31 წლის ჰერცოგ ალფონსო II-ს შორის. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა გონძაგებსა და ესტეებს შორის ალიანსის შექმნით სავოიასა და პარმელ ფარნეზეებთან ერთად კოალიციის შექმნას ტოსკანელი მედიჩების წინააღმდეგ, რომელთაც იმპერატორმა დიდი ჰერცოგის წოდება მისცა.
ალფონსო II უკვე ორჯერ დაქვრივებული და ჯერაც უშვილო კაცი იყო. მისი პირველი ცოლი, ლუკრეცია მედიჩი ქორწილიდან მალევე დაიღუპა, მეორე ცოლი, ბარბარა ავსტრიელი (იგი მარგერიტას ღვიძლი დეიდა იყო) კი ტუბერკულოზმა იმსხვერპლა. ვინაიდან 1567 წელს გამოცემული პაპის ბულით ალფონსოს უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემთხვევაში მის სამფლობელოებს პაპის ოლქთან მიერთება ელოდა, ჰერცოგმა მესამე ქორწინება განიზრახა.
1579 წლის 24 თებერვალს მანტუაში შედგა მათი მარიონეტული ქორწინება, რასაც იმავე წლის 27 მაისს მოჰყვა ნამდვილი ჯვრისწერაც ფერარაში. მარგერიტა ფერარამდე მისმა ძმამ ჩააცილა. ცნობილია ისიც, რომ ჰერცოგმა ახალ მეუღლეს „სამუდამო სიყვარულის“ აღთქმაც დაუდო.
ფერარისა და მოდენის ჰერცოგინია
რედაქტირებაქვრივობა და გარდაცვალება
რედაქტირებაწინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Gladen, Cynthia (2005). Suor Lucrina Fetti: pittrice in una corte monastica seicentesca — I monasteri femminili come centri di cultura fra rinascimento e barocco (in Italian). Roma: Edizioni di Storia e Letteratura. p. 406. ISBN 9788863723380. ISBN 886-372-338-9 ISBN 978-8-86-372338-0
- Newcomb, Anthony (1980). The Madrigal at Ferrara, 1579-1597. Princeton, New Jersey: Princeton University Press. ISBN 0-691-09125-0.
- Nutter, David (September 1985). "Il sesto libro de' madrigali a sei voci (1595)". Notes: Quarterly Journal of the Music Library Association. 42 (1): 149–151. doi:10.2307/898263. ISSN 1534-150X. JSTOR 898263.
- Pendle, Karin; Boyd, Melinda (2012). Women in Music: A Research and Information Guide. Abingdon-on-Thames: Routledge. p. 868. ISBN 9781135848132. ISBN 113-584-813-0 ISBN 978-1-13-584813-2