აჰმად ზია მასუდი
აჰმად ზია მასუდი ( დარი. احمد ضیاء مسعود ; დ. 1 მაისი, 1956) — ავღანელი პოლიტიკოსი, ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის ადმინისტრაციის დროს 2004 წლის 7 დეკემბრიდან 2009 წლის 19 ნოემბრამდე; [1] ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრისა და თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი აჰმად შაჰ მასუდის უმცროსი ძმა. 2011 წლის ბოლოს აჰმად ზია მასუდი შეუერთდა ავღანეთის ეროვნული ფრონტის მთავარ ლიდერებს, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ეროვნული ფრონტი განიხილება, როგორც გაერთიანებული ფრონტის (ჩრდილოეთის ალიანსი) რეფორმა, რომელმაც აშშ-ს საჰაერო ძალების მხარდაჭერით 2001 წლის ბოლოს თალიბანი ჩამოაშორა ხელისუფლებას.
აჰმად ზია მასუდი დარი. احمد ضیاء مسعود | |
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 დეკემბერი 2004 – 19 ნოემბერი 2009 | |
ვიცე-პრეზიდენტი | მოჰამად ფაჰიმი |
პრეზიდენტი | ჰამიდ ქარზაი |
წინამორბედი | თანამდებობა დამტკიცებულია |
მემკვიდრე | მოჰამად ფაჰიმი |
დაბადებული | 1956 (67 წლის) ღაზნი, ავღანეთის სამეფო |
პოლიტიკური პარტია | ავღანეთის ისლამური საზოგადოება |
რელიგია | ისლამი სუნიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააჰმად ზია მასუდი დაიბადა 1956 წლის 1 მაისს მუკურში, ავღანეთის პროვინცია ღაზნიში. სწავლობდა ქაბულის ისთიკლალის ლიცეუმში 1976 წელს ჩაირიცხა ქაბულის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა სამი წელი. კომუნისტური საურის რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით აღელვებულმა, დატოვა უნივერსიტეტი და შეუერთდა მოჯაჰედებს, რომლებიც მისი ძმის აჰმად შაჰ მასუდის ხელმძღვანელობით ქაბულის ჩრდილოეთით ფანჯშირის ხეობაში იმყოფებოდნენ.
1978 წლიდან 1981 წლამდე აჰმად ზია ხელმძღვანელობდა პარიანის წინააღმდეგობის ძალებს ზემო ფანჯშირში. 1981 წლიდან 1992 წლის აპრილამდე იგი დაინიშნა მისი მეთაურის და ძმის აჰმედ შაჰ მასუდის მიერ ავღანეთის ისლამური საზოგადოების —„ ჯამიათ ისლამის“ სპეციალურ წარმომადგენლად ფეშავარში, პაკისტანში, სადაც ავღანეთის წინააღმდეგობის შვიდი ძირითადი მხარე შეხვდა ერთმანეთს. ამ პერიოდში მან შეინარჩუნა და გააფართოვა კონტაქტები ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობის პოლიტიკურ ლიდერებთან, მათ შორის დიპლომატიურ წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ის ასევე გაემგზავრა საზღვარგარეთ მუჯაჰედების დასაცავად.
საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, ბურჰანუდინ რაბანმა, მისმა სიმამრმა, ავღანეთის ისლამური სახელმწიფოს მრჩევლად და სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. თალიბებმა საბოლოოდ აიღეს ძალაუფლება ქაბულში და დააარსეს ავღანეთის ისლამური საამირო .აჰმად ზია მასუდი შეუერთდა გაერთიანებულ ისლამურ ფრონტს თალიბების წინააღმდეგ, რომელსაც მისი ძმა აჰმად შაჰ მასუდი ხელმძღვანელობდა. 1990-იანი წლების ბოლოს აჰმად ზია მასუდმა განაგრძო თავისი პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობა, ცდილობდა ავღანეთის საერთაშორისო პროფილის ამაღლებას და ყურადღების მიქცევას თალიბანის მიერ ჩადენილ საშინელებებზე.
2001 წლის დეკემბერში, თალიბანის რეჟიმის დაცემის შემდეგ, პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ ის დანიშნა რუსეთის ფედერაციაში ელჩად. 2004 წლის თებერვალში აჰმად ზიას ფუნქციები გაფართოვდა, შემდეგ კი, იმავე წლის ივლისში, ბელორუსიასა და მოლდოვაში . ის 2014 წლის ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ზალმაი რასულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2004 წლის 26 ივლისს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ განაცხადა, რომ 2004 წლის 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელა აჰმად ზია მასუდი თავდაცვის მინისტრის მოჰამად ქასიმ ფაჰიმის მაგივრად. [2] [3] 2004 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ბომბი აფეთქდა მასუდის პოლიტიკურ მიტინგზე ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ ფაიზაბადში. ორი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მასუდი უვნებელი დარჩა. [4]
აჰმად ზია მასუდსა და ჰამიდ ქარზაის შორის რამდენიმე პოლიტიკური უთანხმოების შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქარზაიმ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მუჰამედ ქასიმ ფაჰიმთან ერთად. 2009 წლის დეკემბერში აჰმად ზია მასუდის ბომბი აფეთქდა. ის უვნებელი დარჩა, 8 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა. [5]
ავღანეთის ეროვნული ფრონტი
რედაქტირება2011 წლის ბოლოს აჰმად ზია მასუდმა გააერთიანა ავღანეთის ეროვნულ ფრონტში მთავარი ანტი-თალიბანის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნებას. ეროვნული ფრონტი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო პოტენციალს.[6]
ამერიკელმა კონგრესმენმა ლუი გომერტმა დაწერა:
2012 წლის იანვარში აჰმად ზია მასუდი, აბდულ რაშიდ დოსტუმი, უზბეკური ორგანიზაციის Junbish-e Milli ლიდერი, მოჰამად ჰაჯი მოჰაკიკი, ავღანეთის ისლამური ერთიანობის პარტია „ჰეზბ-ე ვაჰდათის“ ერთ-ერთი ლიდერი და ამრულა სალეჰი, ავღანეთის დაზვერვის სამსახურის (NDS) ყოფილი დირექტორი და Basij-e Milli-ის ლიდერი შეხვდნენ ამერიკელ კონგრესმენებს ბერლინში და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას[7]:
Asia Times-ი წერდა:
2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
რედაქტირება2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჰმად ზია მასუდი ავღანეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ დოქტორ ზალმაი რასულთან ერთად იყრიდა კენჭს. [8] არჩევნების მეორე ტურში მან მხარი დაუჭირა კანდიდატ დოქტორ აშრაფ ღანი აჰმადზაის. საჯაროდ, მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ აჰმად ზია მასუდი იმუშავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე აშრაფ ღანის ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა, არჩევნების მეორე ტურში არსებული სირთულეების გამო, პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, დოქტორ აშრაფ ღანი აჰმადზაის და დოქტორ აბდულა აბდულას შორის, აჰმად ზია მასუდი განზე გადგა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დოქტორ აბდულა აბდულს დაუთმო. აჰმად ზია მასუდი 2021 წლის აგვისტომდე მუშაობდა ავღანეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რეფორმებისა და მმართველობის საკითხებში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებააჰმად ზია მასუდი დაქორწინებულია ბურჰანუდდინ რაბანის ქალიშვილზე. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
აშშ-ს დიპლომატიური დოკუმენტის თანახმად, მასუდი ერთხელ დუბაიში 52 მილიონი დოლარით გაფრინდა. [9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Defence chief backs Karzai rival. BBC News.
- ↑ Afghan Leader, in a Surprise, Picks a New Running Mate.
- ↑ Blast hits rally of Karzai ally. BBC News.
- ↑ Bomb explodes near former Afghan VP's home (December 15, 2009). ციტირების თარიღი: 2021-08-18
- ↑ Afghan Northern Alliance Allies Betrayed by Obama Administration; Meet with U.S. Congressmen in Berlin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2023-11-27.
- ↑ There is more to peace than Taliban. Asia Times (January 12, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 27, 2023.
- ↑ Ahmed, Azam (30 March 2014). „In Afghan Presidential campaign, North is All-Important“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-29. ციტირების თარიღი: 31 March 2014.
- ↑ „Why Afghan officials have washed up in the United Arab Emirates“. The Economist. 28 August 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-29. ციტირების თარიღი: 2021-10-06.