აბდულ-რაშიდ დუსტუმი
აბდულ-რაშიდ დუსტუმი (უზბეკ. Абдул Рашид Дўстум, Abdul Rashid Do‘stum, თურქმ. Abdül Räşyd Döstum, დარი. عبدالرشید دوستم) (დ. 1954) — ავღანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე; გენერალი, ორგზის ავღანეთის გმირი (1986 და 1988). გენერალ შაჰნავაზ ტანაის ამბოხების ჩახშობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში იბრძოდა ნაჯიბულას მთავრობის მხარეს მოჯაჰედების წინააღმდეგ, მოგვიანებით კი გადავიდა მათ მხარეს.
დაიბადა უზბეკი[1] მამისა და თურქმენი[2] დედის ღარიბ ოჯახში, ჯუზჯანის პროვინციაში. 1980 წელს სასწავლებლად გაიგზავნა სსრკ-ში. დაბრუნების შემდეგ მსახურობდა პროსაბჭოური ავღანური მთავრობის სახელმწიფო უშიშროების ორგანოში. ავღანეთის ომის დროს ხელმძღვანელობდა უზბეკებისაგან შემდგარ 53-ე სამთავრობო დივიზიას. 1992 წელს, პროსაბჭოური ხელისუფლების დამხობის შემდეგ ავღანეთის ჩრდილო-ცენტრალურ ტერიტორიაზე, ბალხის, ჯუზჯანის, ფარიაბის და ყუნდუზის პროვინციების ტერიტორიაზე გამოაცხადა უზბეკებით დასახლებული დამოუკიდებელი სახელმწიფო დუსტუმისტანის დაარსება, დედაქალაქით მაზარ-ი-შარიფი. ახალგამოცხადებულ სახელმწიფოს ჰქონდა თავისი ფული, ჰყავდა საკუთარი მთავრობა და შეიარაღებული ძალები (მათ შორის საბჭოთა წარმოების ტანკები და თვითმფრინავები) 65 ათ. ადამიანის შემადგენლობით[3]. 1996 წელს დუსტუმისტანი შევიდა ჩრდილოეთის ალიანსში.
1997 წლის 25 მაისს, დუსტუმისტანში მეორე პირის, მალიქის, ღალატის გამო დაკარგა რამდენიმე პროვინცია და ემიგრაციაში წავიდა თურქეთში. ხოლო დუსტუმისტანი წყვეტს არსებობას და გადადის თალიბების ხელში[4]. 1997 წლის სექტემბერში მალიქის კვლავ ჩრდილოეთის ალიანსის მხარეზე გადასვლის შემდეგ[5][6] დაბრუნდა ავღანეთში[7]. 1998 წლის აგვისტოში თალიბებმა მეორედ ჩაიგდეს ხელში დუსტუმისტანი, გენერალი დუსტუმი ამჯერად უზბეკეთში გაიქცა[5][7]. 2001 წელს თალიბების დამხობის შემდეგ დაბრუნდა ავღანეთში და შევიდა ახალი მთავრობის შემადგენლობაში.
2004 წელს კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ აიღო ხმების 10 % და დაიკავა მეოთხე ადგილი. 2005-2008 წლებში იყო ავღანეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი[8]. 2008-2009 წლებში კვალვ ემიგრაციაშია. 2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება აქტიურ პოლიტიკაში[9][10][11].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გენერალ აბდულ-რაშიდ დუსტუმის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-01-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Официальный сайт Генерала Дустума. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-10. ციტირების თარიღი: 2013-08-22.
- ↑ Centrasia.ru Кто есть кто. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2013-08-22.
- ↑ გენერალი აბდულ-რაშიდ დუსტუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-13. ციტირების თარიღი: 2013-08-22.
- ↑ Афганский ящик Пандоры. Глава 48. Западня. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-07. ციტირების თარიღი: 2013-08-22.
- ↑ 5.0 5.1 Сергей Жаров. Русские вернулись. Краткая история Талибана
- ↑ Библиотека Континента. Двойной мятеж узбекского генерала Малика в мае 1997 года и перспективы стабильности Северного антиталибского альянса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-08-22.
- ↑ 7.0 7.1 Библиотека Континетна. Наступление талибов в августе-сентябре 1998 года и перспективы системы безопасности Центральной Азии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-21. ციტირების თარიღი: 2013-08-22.
- ↑ Грани.ру. Генерал Дустум покинул Афганистан и отправился в ссылку
- ↑ Аfghanistan.ru. Новая игра генерала Абдула Рашида Дустума
- ↑ Deutsche Welle. Генерал Дустум вернулся в Афганистан[მკვდარი ბმული]
- ↑ США осудили возвращение в Афганистан генерала Дустума. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-08-22.