ჯუზჯანის პროვინცია
ჯუზჯანის პროვინცია(დარი جوزجان Jowzjān, პუშტუ جوزجان, უზბ. Joʻzjon viloyati) — ავღანეთის 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ჩრდილოეთ ავღანეთში თურქმენეთის საზღვართან. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ბალხის პროვინცია, სამხრეთით — სარიპულის პროვინცია, ხოლო დასავლეთით — ფარიაბის პროვინცია.
ვილაიეთი | |
---|---|
ჯუზჯანის პროვინცია جوزجان | |
ქვეყანა | ავღანეთი |
ადმ. ცენტრი | შიბარღანი |
შიდა დაყოფა | Aqcha, Darzab, Fayzabad District, Jowzjan, Khamyab, Khaniqa, Khwaja Du Koh District, Mardyan District, Mingajik District, Qarqin, Qush Tepa და Shibirghan |
კოორდინატები | 36.75°00′00″ ჩ. გ. 66°00′00″ ა. გ. / 36.75000° ჩ. გ. 66.00000° ა. გ. |
ფართობი | 11 798 კმ² |
ოფიციალური ენა | დარი, უზბეკური ენა და თურქმენული ენა |
სალაპარაკო ენები | უზბეკური ენა, თურქმენული ენა, პუშტუ, დარი |
მოსახლეობა | 512 100 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 43 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | უზბეკები 65%; ტაჯიკები 25%; |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
ოფიციალური საიტი | http://ju.edu.af/ |
ისტორია
რედაქტირებაX საუკუნეში აქ არსებობდა სამთავრო, რომელსაც მართავდა ფერიგუნიდების დინასტია. იგი იმყოფებოდა სამანიდების დინასტიასთან ვასალურ დამოკიდებულებაში. ეს არის გენერალ დუსტუმის სამშობლო. პროვინციის ძირითადი მოსახლეობაა უზბეკები და ტაჯიკები. 1998 წლის 2-4 აგვისტოდან ის დაპყრობილია თალიბანის რეჟიმის მიერ. პროვინციაში განვითარებულია გაზის მრეწველობა.
არქეოლოგია
რედაქტირებაჯაუზჯანის პროვინცია წარმოადგენს უძველეს რეგიონს. არქეოლოგიურად იგი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. მის ერთ-ერთ ღირსშეანიშნაობას წარმოადგენს ემში–თეფე — ანტიკური ხანის ქალაქის ნანგრევები თანამედროვე შიბერგანთან, ჯაუზჯანის პროვინციის დედაქალაქთან ახლოს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაჯუზჯანის პროვინცია იყოფა 11 რაიონად.
ქალაქები და დასახლებული პუნქტები
რედაქტირება2006 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მსხვილი ქალაქებია