მუჰამედ ნაჯიბულა

(გადამისამართდა გვერდიდან ნაჯიბულა)

მუჰამედ ნაჯიბულა (პუშტუ محمد نجيب الله; დ. 6 აგვისტო, 1947, გარდეზი — გ. 27 სექტემბერი, 1996, ქაბული) — ავღანეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი (1980–1986), სახალხო დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი (1986–1992), რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე (1986—1987) და პრეზიდენტი (1987–1992). როგორც პრეზიდენტი ატარებდა ეროვნული შერიგების პოლიტიკას, რამაც გამოიწვია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ტრანსფორმაცია. ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლიდან 3 წლის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულმა ოპოზიციამ დაამხო ნაჯიბულას ხელისუფლება. მომდევნო წლები ცხოვრობდა ქაბულში გაეროს მისიის ტერიტორიაზე, 1996 წელს სიკვდილით დასაჯეს თალიბებმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება