ყუნდუზის პროვინცია
ყუნდუზი (დარი کندوز Konduz, პუშტუ کندوز) — პროვინცია ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. დასავლეთით მას ესაზღვრება ბალხის პროვინცია, აღმოსავლეთით თახარის პროვინცია, სამხრეთით ბაღლანის პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთით სამანგანის პროვინცია. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ყუნდუზი.
ვილაიეთი | |
---|---|
ყუნდუზის პროვინცია کندوز | |
ქვეყანა | ავღანეთი |
ადმ. ცენტრი | ყუნდუზი |
შიდა დაყოფა | Ali Abad, Archi, Char Dara, Imam Sahib, Khan Abad, Kunduz District და Qalay-I-Zal |
კოორდინატები | 36°48′00″ ჩ. გ. 68°48′00″ ა. გ. / 36.80000° ჩ. გ. 68.80000° ა. გ. |
დაარსდა | 1964 |
ფართობი | 8 040 კმ² |
ოფიციალური ენა | დარი და პუშტუ |
სალაპარაკო ენები | პუშტუ, დარი, უზბეკური ენა |
მოსახლეობა | 953 800 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 121,67 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
ისტორია
რედაქტირება- ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს ეპოქაში პროვინციის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ბერძნულ-ბაქტრიული ქალაქი აი-ხანუმი
- 1918—1938 წ.წ. პროვინცია წარმოადგენდა ბასმაჩი ”ყურბაშების” მრავალრიცხოვანი რაზმების ფორპოსტსა და დასაყრდენ პუნქტს.
- 1990-ანი წლების დასაწყისში აქ განლაგდა რადიკალური ტაჯიკური ოპოზიციის რეზერვები და საცავი ბაზები.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაყუნდუზის პროვინცია იყოფა 7 ოლქად.
№ | სახელწოდება | მოსახლეობის რაოდენობა | ეროვნული შემადგენლობა |
---|---|---|---|
1 | ალი აბადი | 45,851 | 47% პუშტუნები, 33% ტაჯიკები, 12% ჰაზარები, 8% უზბეკები |
2 | დაშტი-არჩი | 99,000 | 40% პუშტუნები, 35% უზბეკები, 15% ტაჯიკები, 10% თურქმენები |
3 | იმამ-საჰიბი | 250,000 | 45% უზბეკები, 25% პუშტუნები, 25% ტაჯიკები, 5% თურქმენები |
4 | ხანაბადი | 110,000 | 40% პუშტუნები, 25% ტაჯიკები, 20% ჰაზარები, 10% უზბეკები, 5% პაშაები |
5 | ყუნდუზი | 259,497 | პუშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარები, უზბეკები, თურქმენები |
6 | ქალაილ-ზალი | 120,000 | 90% თურქმენები, 10% პუშტუნები |
7 | ჩაჰარ დარა | 69251 | 55% პუშტუნები, 25% ტაჯიკები, 12% უზბეკები, 8% თურქმენები |
მოსახლეობა
რედაქტირებაეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, პროვინცია საკმაოდ ჭრელია. მის ძირითად მოსახლეობას შეადგენს პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები, ჰაზარები, თურქმენები, ფარსულენოვანი ეთნიკური არაბები და სხვა ხალხები.
დასახლებული პუნქტები
რედაქტირებაყუნდუზის როლი ცენტრალური აზიის უსაფრთხოებაში
რედაქტირება- ავღანეთში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მიმდინარე კრიზისმა რეგიონში შექმნა მთელი რიგი პოლიტიკური ფენომენები. ერთ-ერთი მათგანი გახდა ავღანეთის პოლიტიკურ სისტემასა და უსაფრთხოების რეგიონულ სტრუქტურაში ყუნდუზის პროვინციის განსაკუთრებულ სტატუსთან დაკავშირებული ე.წ. „ყუნდუზის ფაქტორი“.
- 7 ოლქის გამაერთიანებელი ყუნდუზის ვილაიეთი განლაგებულია ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ავღანეთის სხვა ვილაიეთებისაგან განსხვავებით ყუნდუზის პროვინციაში პრაქტიკულად თანაბარი პროპორციული რაოდენობით ცხოვრობენ პუშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარები, უზბეკები და ეთნიკური არაბები. პროვინციის გარე საზღვარი ფაქტობრივად წარმოადგენს სამხრეთიდან ცენტრალურ აზიაში შემავალ ჭიშკარს.
- ყუნდუზის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ რეგიონული უსაფრთხოების სფეროში ჩამოაყალიბა მისი განსაკუთრებული სტატუსიც. პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყუნდუზის პლაცდარმი იყო ან პოლიტიკური არასტაბილურობის წყარო ან ან მისი სტაბილურობის გარანტი.
- ХХ ს 30-ან წლებში სწორედ ყუნდუზის პროვინციაში განლაგდა ბასმაჩური მოძრაობის შტაბი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირის შუა აზიის რესპუბლიკებს და პრაქტიკულად მათ დესტაბილიზებას ახდენდა.
- ავღანეთის ომის პერიოდში 1979—1989 წ.წ. თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მიზეზით პროვინცია იქცა აქტიური საომარი მოქმედებების ზონად. სამხრეთით ქალაქ ყუნდუზში საბჭოთა სამხედრო ნაწილების მე-40 არმია. მასში შედიოდა 201-ე გატჩინოს ორჯერ წითელდროშოვანი მოტომსროლელი დივიზია, მათ შორის, 149-ე გვარდიული მოტომსროლელი პოლკი და 783-ე დაზვერვის ბატალიონი. ყუნდუზის სეროდრომზე კი დისლოცირებული იყო 181-ე ცალკე ვერტმფრენთა პოლკი და 254-ე ცალკე ვერტმფრენთა ესკადრილია.
- პროვინციაში მოქმედებდა ავღანელი მოჯაჰედების ორი გავლენიანი პარტია - ავღანეთის ისლამური პარტია და ავღანეთის ისლამური საზოგადოება.
- 90-ან წლებში ყუნდუზის პლაცდარმი გადაიქცა პოლიტიკურ ცენტრად და ტაჯიკეთის შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფების ბაზირების ადგილად. ისისნი არა მხოლოდ ემუქრებოდნენ ოფიციალურ დუშანბეს, არამედ აღიქმებოდა პოსტსაბჭოთა ელიტის ავანგარდად, მთელი შუა აზიის მომცველი ”ახალი ჯიჰადის” მოწინავე ნაწილებად.
- 1990-ან წლებშივე ყუნდუზმა ავღანეთის პოლიტიკურ პროცესებში სტრატეგიული წერტილის სტატუსი მიიღო. აქ მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მთელი ჩრდილო ავღანეთის პერსპექტივები. სწორედ ყუნდუზი დაიპყრეს თალიბებმა 1997 წელს, რომელიც გადაიქცა ფართომასშტაბიანი შეტევითი ომის წარმოების პლაცდარმად.