ამრულა სალეჰი ( დარი. და პუშტუ امرالله صالح დ.15 ოქტომბერი, 1972, ფანჯშირის პროვინცია, ავღანეთის სამეფო ) — ავღანელი პოლიტიკოსი, ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2020-2021), ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი (2018-2019), უშიშროების ეროვნული დირექტორატის ხელმძღვანელი (2004-2010 წწ.).

ამრულა სალეჰი
დარი. და პუშტუ امرالله صالح
ამრულა სალეჰი დარი. და პუშტუ امرالله صالح
2011 წელი
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 აგვისტო 2021
(სადავოა თალიბანთან)
წინამორბედიაშრაფ ღანი

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მე-5 პირველი ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი 2020 – 15 აგვისტო 2021
პრეზიდენტიაშრაფ ღანი
წინამორბედიაბდულ რაშიდ დუსთუმი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 დეკემბერი 2018 – 19 იანვარი2019
პრეზიდენტიაშრაფ ღანი
წინამორბედივაის აჰმად ბარმაკი
მემკვიდრემასუდ ანდარაბი

დაბადებული15 ოქტომბერი 1972 (51 წლის)
ფანჯშირის პროვინცია, ავღანეთის სამეფო
მოქალაქეობააშშ-ის დროშა აშშ
ეროვნებატაჯიკი
პოლიტიკური პარტიაავღანეთის ეროვნული მოძრაობა

მას შემდეგ, რაც 2021 წლის 17 აგვისტოს, რაც ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყანიდან გაიქცა, ამრულა სალეჰმა თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და თალიბანის ბოევიკებს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა. [1] აჰმად მასუდთან (საველე მეთაურის აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, რომელიც ცნობილია თავისი წარმატებული ბრძოლით ჯერ საბჭოთა ჯარებთან, შემდეგ კი თალიბებთან) ერთად მან ორგანიზება გაუწია ფანჯშირის მოძრაობას, მაგრამ მალევე გაიქცა ტაჯიკეთში .

ბიოგრაფია რედაქტირება

ამრულა სალეჰი დაიბადა 1972 წლის 15 ოქტომბერს ფანჯშირის პროვინციაში. ეროვნებით ტაჯიკი. პოლიტიკოსის ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.

1980-იან წლებში ცხოვრობდა და სწავლობდა პაკისტანში . 1990 წელს იგი შეუერთდა ავღანეთის ოპოზიციურ ძალებს, გაიარა სამხედრო წვრთნა პაკისტანში და მონაწილეობა მიიღო ომებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუჯაჰედინი მეომარი აჰმად შაჰ მასუდი . როგორც ჩრდილოეთ ალიანსის წევრი, ამრულა სალეჰი გახდა მისი ლიდერობის კანდიდატი.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში სალეჰი ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ავღანურ დიასპორასთან ერთად თანამშრომლობდა ყოველკვირეულ გაზეთ Haft Ruz-თან, რომელიც გამოდიოდა რუსეთში.

1997 წელს აჰმად შაჰ მასუდმა სალეჰი დანიშნა ჩრდილოეთის ალიანსის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ავღანეთის საელჩოში დუშანბეში ( ტაჯიკეთი ). იქ მუშაობდა არასამთავრობო (ჰუმანიტარული) ორგანიზაციების კოორდინატორად და პარტნიორად საგარეო დაზვერვის სამსახურებთან ურთიერთობაში. ჩრდილოეთ ალიანსის ლიდერსა და უცხოეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დროს ასრულებდა მისი პირადი თარჯიმნის ფუნქციას.

1999 წელს სალეჰი სვიდა მიჩიგანის კლერის უნივერსიტეტში ( მიჩიგანი, აშშ ). ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთის ალიანსის სადაზვერვო ოპერაციაში, რომელიც მიმართული იყო თალიბანის ტერორისტული მოძრაობის წინააღმდეგ.

2001-2002 წლებში მუშაობდა თარჯიმანად პაკისტანის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ინდოეთ-პაკისტანური კონფლიქტის დროს.

2004 წელს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის უფროსად დანიშნა. ამ პოსტზე ყოფნისას ამრულა სალეჰმა არაერთი სტრუქტურული რეფორმა განახორციელა და აღადგინა ავღანეთის დაზვერვა. დასავლური სამყარო მას მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ წარმომადგენელად მიიჩნევდა. 2010 წლის ივნისში იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2010 წლის ბოლოს მან შექმნა პროდემოკრატიული და ანტი-თალიბანური „ ნაციონალური მოძრაობა “.

2017 წლის მარტში ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ამრულა სალეჰი უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მინისტრად დანიშნა, მაგრამ მან თანამდებობა დატოვა 3 თვის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების გაუარესების მდგომარეობისგან გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის გამო.

დაქორწინებულია, ჰყავს ხუთი შვილი. თავისუფლად ფლობს დარის, პუშტუს და ინგლისურ ენებს. არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.

2018 წლის დეკემბერში ამრულა სალეჰი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ 2019 წლის იანვარში მან გადადგომა მოითხოვა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების მიზეზით აშრაფ ღანის პირველი მოადგილის რანგში.

2020 წლის აპრილიდან ის ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

2021 წლის ივლისში, ავღანეთში ამერიკული ჯარების გაყვანის ფონზე, სამთავრობო ძალებსა და ბოევიკებს შორის დაპირისპირება განახლდა. თალიბებმა ქვეყნის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს. 2021 წლის 15 აგვისტოს ისინი შევიდნენ ქაბულში და აიღეს პრეზიდენტის სასახლეზე კონტროლი დაამყარეს.

მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცა, 2021 წლის 13 აგვისტოს, სალეჰის ოფისმა უარყო ჭორები, რომ იგი იმალებოდა ტაჯიკეთში თალიბების შეტევის დროს. გავრცელებული ინფორმაციით, 15 აგვისტოს სალეჰი იყო მათ შორის, ვინც ქვეყნიდან თვითმფრინავით გაიქცა პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად. [2] იმავე დღეს, სალეჰმა თავის Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ ის „თალიბანთან ერთად არასდროს იქნება ერთ ჭერქვეშ“. მან პაკისტანი დაადანაშაულა ამ ჯგუფის მხარდაჭერაში [3] .

2021 წლის 17 აგვისტოს სალეჰმა თავი გამოაცხადა ავღანეთის დროებით პრეზიდენტად ავღანეთის კონსტიტუციის 60-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს არყოფნის, გადადგომის, გაქცევის ან პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში. [4] მანამდე მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატო და ტვიტერზე განაცხადა: [5] [6]

 
„ახლა ავღანეთში @POTUS-თან კამათს აზრი არ აქვს. მიეცით მას ამის მონელება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი ვიეტნამი არ არის და არც თალიბანი ჰგავს ვიეტკონგს . აშშ/ ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ სულს არ ვკარგავთ და წინ დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. უსარგებლო გაფრთხილებები უნდა დასრულდეს. შეუერთდით წინააღმდეგობას!“

სალეჰი თალიბების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოწინააღმდეგედ ითვლება. მასზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმის მცდელობა სიცოცხლის მოსპობის მიზნით. მათგან ბოლო 2020 წლის 9 სექტემბერს მოხდა.

2021 წლის სექტემბერში ფანჯშირის ხეობაში თალიბების წარმატებული ოპერაციის შემდეგ, სადაც მათ მოახერხეს პროვინციის უმეტესი ნაწილის კონტროლი, ამრულა სალეჰი გაიქცა ტაჯიკეთში [7] ; შემდეგ მისი სახლი გაჩხრიკეს, რომლის დროსაც, თალიბანის წარმომადგენლების თქმით, აღმოაჩინეს ექვსნახევარი მილიონი დოლარი ნაღდი ფული და ოქრო ეს ინფორმაცია უარყო სალეჰის წარმომადგენელმა, რომლის მიხედვითაც თალიბებმა მხოლოდ 100 000 დოლარი ამოიღეს.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

დაქორწინებულია, ჰყავს ხუთი შვილი.

2021 წლის სექტემბერში თალიბებმა მოკლეს მისი ძმა რუჰოლა აზიზი [8] .

სქოლიო რედაქტირება

  1. Вице-президент счел себя главой Афганистана и призвал к войне с талибами. ციტირების თარიღი: 2021-08-17
  2. Farmer, Ben (2021-08-15). „Ashraf Ghani flees Afghanistan, leaving Taliban poised to create a government“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-15. ციტირების თარიღი: 2021-08-18.
  3. "I will never, ever bow to Taliban': Afghanistan's first Vice President Amrullah Saleh“. The Economic Times. 16 August 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-17. ციტირების თარიღი: 2021-08-18.
  4. Вице-президент Афганистана объявил себя временным главой государства ru (20210817T1717).
  5. Afghanistan's first VP Amrullah Saleh declares himself caretaker president en (2021-08-17).
  6. Ex-Afghan VP calls it 'futile' to argue with US Prez Biden; 'won't lose spirit like NATO' (2021-08-17).
  7. O'Donnell, Lynne (29 September 2022). „Afghan Resistance Leaders See 'No Option' but War“. Foreign Policy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-23. ციტირების თარიღი: 30 December 2022.
  8. СМИ: боевики «Талибана» убили брата бывшего вице-президента Афганистана Салеха.