აჰმად მასუდი
დარი. احمد مسعود
აჰმად მასუდი დარი. احمد مسعود
ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი
თანამმართველები ამრულა სალეჰი, ბისმილა ხან მუჰამადი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 აგვისტო 2021
პრეზიდენტი  ამრულა სალეჰი

მასუდის ფონდის გენერალური დირექტორი
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია

პოლიტიკური პარტიაავღანეთის წინააღმდეგობის ეროვნული ფრონტი
მამააჰმად შაჰ მასუდი
განათლება1) სამეფო სამხედრო აკადემია (სანჰჰერსტი)
2) King's College London
3) ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხისაერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
წოდებასაველე მეთაური
პროფესიასამხედრო, დიპლომატი
რელიგიაისლამი
საიტიhttps://ahmadmassoud.net/

აჰმად მასუდი (დარი. احمد مسعود, დ. 1989 წლის 10 ივლისს, ფანჯშირის პროვინცია, ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა) — ეთნიკურად ტაჯიკი ავღანელი პოლიტიკოსი, ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის დამფუძნებელი და ლიდერი. ანტისაბჭოთა სამხედრო ლიდერის აჰმად შაჰ მასუდის უფროსი ვაჟი. 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა Massoud Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორად [1] 2019 წლის 5 სექტემბერს იგი გამოცხადდა მამის მემკვიდრედ მის მავზოლეუმში ფანჯშირის ხეობაში . [2] ამიტომაც მას ხანდახან მოიხსენიებდნენ, როგორც „ფანჯშირის ახალგაზრდა ლომს“ მას შემდეგ, რაც თალიბებმა 2021 წლის 6 სექტემბერს ფანჯშირის ხეობა დაიკავეს, მასუდი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰთან ერთად ტაჯიკეთში გაიქცა და ამჟამად იქ ცხოვრობს. [3]

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

აჰმად მასუდი დაიბადა 1989 წელს. [4] აჰმად შაჰ მასუდის ექვსი შვილიდან უფროსი და ერთადერთი ვაჟია. [5]

საშუალო განათლება ირანში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთი წელი გაატარა სამხედრო კურსებზე Sandhurst.-ის სამეფო სამხედრო აკადემიაში 2012 წლიდან 2015 წლამდე სწავლობდა ლონდონის კინგსის კოლეჯის სამხედრო კვლევების ფაკულტეტზე. 2016 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო პოლიტიკაში ლონდონის უნივერსიტეტიდან (City, University of London)

2016 წელს მასუდი დაბრუნდა ავღანეთში და დაინიშნა Massoud Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორად. 2019 წლის მარტიდან უკვე ოფიციალურად ჩაერთო პოლიტიკაში.[5] [6]

აჰმად მასუდმა მხარი დაუჭირა მამის იდეას ავღანეთში შიდა ძალაუფლების ურთიერთობის შვეიცარიული მოდელის შესახებ და განაცხადა, რომ მთავრობის დეცენტრალიზაცია და ძალაუფლების დეკონცენტრაცია ქაბულიდან მისცემს რესურსებისა და უფლებამოსილების უფრო ეფექტური განაწილების საშუალებას ქვეყნის პროვინციებზე, რაც მთლიანობაში ქვეყანას კეთილდღეობას და სტაბილურობა მოუტანს. [7][8] [9]

მასუდმა გააპროტესტა ავღანეთის სამშვიდობო პროცესის მიმართულება 2019 წელს, რომელიც, მისი აზრით, არ წარმოადგენდა ყველა ავღანელის ინტერესებს. იმავე წლის სექტემბერში მან გამოაცხადა მოჯაჰედების ლიდერთა ახალი კოალიციის შექმნა ჩრდილოეთ ალიანსის მიხედვით, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა თალიბანს 1990-იან წლებში. [10] კოალიცია, რომელიც ცნობილია ავღანეთის მეორე წინააღმდეგობის ან ნაციონალური წინააღმდეგობის ფრონტის სახელით, გახდა ერთ-ერთი დამოუკიდებელი სამხედრო ძალა, რომელიც შეიქმნა შეერთებული შტატების ჯარების ავღანეთიდან გაყვანის წინ. [11] [12] მას შემდეგ, რაც 2021 წლის შეტევის დროს ქვეყნის უმეტესი ნაწილი თალიბანს ჩაბარდა, მასუდი და პირველი ვიცე პრეზიდენტი ამრულა სალეჰი ფანჯშირში შეხვდნენ და უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვეს თალიბანის მმართველობის წინააღმდეგ. მან ამერიკულ პრესას მიმართა სამხედრო და ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის. სხვა მიზეზებთან ერთად მან ჩამოთვალა ქალთა უფლებების დაცვის, საჯარო სიკვდილით დასჯის აღკვეთის აუცილებლობა და ავღანეთში საერთაშორისო ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის დაბრუნების თავიდან აცილება. [13]

2021 წლის 22 აგვისტოს მან გაფრთხილება გააკეთა პოტენციური სამოქალაქო ომის სასიშროების შესახებ, თუ არ იქნებოდა ძალაუფლების გაზიარების შეთანხმება და განაცხადა, რომ ომი „გარდაუვალია“ ამ პირობებში "ჩვენ დავამარცხეთ საბჭოთა კავშირი, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ თალიბანი". [14] მან დააარსა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი (NRF), რომელის ათასობით მებრძოლს აერთიანებს. მასუდმა მოთხოვნით მიმართა აშშ-ს, საფრანგეთს და სხვებს ევროპასა და არაბულ სამყაროში, მხარი დაუჭირონ NRF-ს. [15] მან ასევე განაცხადა, რომ სურს მოლაპარაკება თალიბანთან, მაგრამ თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ის მზად არის სამხედრო დაპირისპირებისთვის. [16]

6 სექტემბერს, როდესაც თალიბებმა ფანჯშირის ხეობა აიღეს, მასუდი გაურკვეველ ადგილას გადავიდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდებოდა. [17] [18] 9 სექტემბერს მასუდის სპიკერმა ალი მაისამ ნაზარიმ განაცხადა, რომ მასუდიც და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი ამრულა სალეჰი „ უსაფრთხოდ“ იყვნენ და ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფებოდნენ. [19] ნაზარიმ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თალიბებს სრული კონტროლი ჰქონდათ პროვინციაზე და აცხადებდა, რომ 60% კვლავ ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის კონტროლის ქვეშ იყო და NRF ძალებმა „ ტაქტიკური გაყვანა“ განახორციელეს ზოგიერთი ტერიტორიიდან. [20] 8 სექტემბერს ფრანგმა ინტელექტუალმა ბერნარ-ჰენრი ლევიმ გააზიარა ფოტო, სადაც მასუდს ესაუბრებოდა 2020 წელს პანჯშირში, თავის Twitter-ის გვერდზე. ის ასევე ეჭვქვეშ აყენებს ცნობებს თალიბების მიერ პროვინციის სრული კონტროლის შესახებ. 

Იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. گفت و گو با فرزند احمدشاه مسعود؛ "عملیات ما برای ادبیات‌مان است" (February 24, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 31, 2018. ციტირების თარიღი: ნოემბერი 25, 2023.
  2. Ahmad Massoud Declared As His Father's Successor.
  3. Afghan Resistance Leaders, Long Backed By CIA, Have Fled Following Taliban Takeover (22 September 2021).
  4. He was mentioned as 27 years old in Ahmad Massoud, l'héritier du lion fr (September 9, 2016). ციტირების თარიღი: 23 August 2021
  5. 5.0 5.1 'My father was the first to negotiate with the Taliban' (June 3, 2019). ციტირების თარიღი: 13 April 2020
  6. Malejacq, Romain (January 15, 2020). Warlord Survival: The Delusion of State Building in Afghanistan. Cornell University Press. ISBN 9781501746437. 
  7. „Son of slain Afghan commander Massoud warns of 'civil war' if US troops leave hastily“. www.france24.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 August 2021. ციტირების თარიღი: 29 March 2021.
  8. Biloslavo, Fausto. „The Return of the Lion of Panjshir“. InsideOver. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 August 2021. ციტირების თარიღი: 20 August 2021.
  9. „Heir to Lion of Panjshir returns to reunite his father's followers“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 September 2021. ციტირების თარიღი: 13 April 2020 – წარმოდგენილია www.thetimes.co.uk-ის მიერ.
  10. Glasse, Jennifer (September 11, 2019). „Son of famed Afghan resistance fighter launches new political movement“. CBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 August 2021. ციტირების თარიღი: 2021-08-18.
  11. Zucchino, David; Fazi, Fatima (June 24, 2021). „Attacked and Vulnerable, Some Afghans Are Forming Their Own Armies“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 September 2021. ციტირების თარიღი: 2021-08-17.
  12. Afghanistan's Anti-Taliban Stronghold Gears Up For New Fight Against Militants (2021-08-12).
  13. Opinion: The mujahideen resistance to the Taliban begins now. But we need help. (August 18, 2021).
  14. Beaumont, Peter (22 August 2021). „Afghan civil war 'unavoidable' if Taliban refuse talks, says opposition leader“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2021. ციტირების თარიღი: 22 August 2021.
  15. Duncan, Conrad (26 August 2021). „Who is Ahmad Massoud, the man building an anti-Taliban resistance in Afghanistan?“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-26. ციტირების თარიღი: 27 August 2021.
  16. Anti-Taliban leader Massoud wants to talk but ready to fight en (2021-08-22). ციტირების თარიღი: 2021-08-22
  17. Pannett, Rachel (6 September 2021). „Panjshir Valley, last resistance holdout in Afghanistan, falls to the Taliban“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2021. ციტირების თარიღი: 6 September 2021.
  18. Afghanistan: Ahmad Massoud says he is alive and resistance will continue | Indiablooms - First Portal on Digital News Management. ციტირების თარიღი: 6 September 2021
  19. Mohan, Geeta (9 September 2021). „Ahmad Massoud, Saleh safe, Panjshir hasn't fallen: NRF says Taliban will suffer consequences:Exclusive“. India Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 September 2021. ციტირების თარიღი: 9 September 2021.
  20. „NRF says 60 percent of Afghanistan's Panjshir still under control, Ahmad Massoud and Amrullah Saleh alive“. First Post. 9 September 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 September 2021. ციტირების თარიღი: 9 September 2021.