ავღანეთის კონფლიქტი (1978–დღემდე)
ავღანეთის კონფლიქტი | |
---|---|
ცივი ომის და ტერორზე ომის ნაწილი | |
ავღანეთის კონფლიქტის განვითარება 1992 წლის პეშვარის შეთანხმებასა და 2001 წლის დეკემბრის ტორა ბორას ბრძოლას შორის. | |
თარიღი | 1978 წლის 17 აპრილი – დღემდე (46 წელი, 6 თვე, 2 კვირა და 5 დღე |
მდებარეობა | ავღანეთი |
ავღანეთის კონფლიქტი ვიკისაწყობში |
ავღანეთის კონფლიქტი (სპარს. جنگ های افغانستان; პუშტუ د افغانستان جنګونه) — ომების სერია, რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს 1978 წლიდან. საურის რევოლუციის სამხედრო გადატრიალებით დაწყებული, შეიარაღებული კონფლიქტების თითქმის უწყვეტი სერია ტანჯავს ავღანეთს.
კონფლიქტი მოიცავს:
- ავღანეთის ომი (1979–1989), რომელიც 1979 წელს დაიწყო და 1989 წელს დასრულდა. საბჭოთა არმია ავღანეთშ შეიჭრა ქვეყანაში მმართველი ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის (PDPA) მხარდასაჭერად მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების დიდი ტალღების შემდეგ. საბჭოთა ჯარები ავღანეთის მოკავშირეთა არმიასთან ერთად იბრძოდნენ აჯანყებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც ძირითადად ავღანელი მოჯაჰედების სახელით იყვნენ ცნობილი, რომელთა ძირითადი მხარდამჭერები იყვნენ საბჭოთა კავშირის ცივი ომის მტრები აშშ, გაერთიანებული სამეფო და პაკისტანი. საბჭოთა კავშირმა საბოლოოდ დათმო და ჯარები ავღანეთიდან 1989 წელს გაიყვანა.
- ავღანეთის სამოქალაქო ომი (1989–1992), რომელიც იყო ომი მთავრობასა და აჯანყებულებს შორის, მაგრამ საბჭოთა ჯარების მონაწილეობის გარეშე. საბჭოთა კავშირმა გააგრძელა ფინანსური დახმარება ავღანეთის მთავრობისთვის ბრძოლაში, და ასევე აჯანყებულმა ჯგუფებმა განაგრძეს მხარდაჭერის მიღება შეერთებული შტატებისა და პაკისტანისგან. საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ავღანეთის მთავრობა გადარჩა 1992 წლის ქაბულის დაცემამდე.
- ავღანეთის სამოქალაქო ომი (1992–1996) დაიწყო, როდესაც მოჯაჰედ აჯანყებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ქაბულის აღების და ავღანეთის ისლამური სახელმწიფოს დამყარების შემდეგ, გადაიზარდა კიდევ ერთ სრულმასშტაბიან კონფლიქტში. ქაბულში სხვადასხვა საოკუპაციო დაჯგუფებებს შორის გაიმართა სასტიკი ბრძოლები და მათგან ქალაქი მძიმე დაბომბვას განიცდიდა. თითოეულ მათგანს მხარს უჭერდა საგარეო ძალა, როგორიცაა პაკისტანი, ირანი ან საუდის არაბეთი, რომლებიც ეძებდნენ გავლენას ავღანეთში. ეს კონფლიქტი 1996 წელს დასრულდა მას შემდეგ, რაც თალიბებმა, შედარებით ახალმა დაჯგუფებამ, რომელსაც პაკისტანი მხარს უჭერს და ალ-კაიდას რამდენიმე ათასი მებრძოლი ახორციელებს არაბული ქვეყნებიდან, ქაბული აიღო.
- ავღანეთის სამოქალაქო ომი (1996–2001) დაიწყო თალიბების მიერ ქაბულის აღებისთანავე, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალი სამხედრო – პოლიტიკური წინააღმდეგობის ძალები, სახელწოდებით ჩრდილოეთის ალიანსი, რომლებიც იბრძვიან თალიბანის და მათი ნაწილობრივ აღიარებული საამიროს წინააღმდეგ . ამ პერიოდის განმავლობაში თალიბები აკონტროლებდნენ თითქმის მთელ ქვეყანას, რადგან ჩრდილოეთის ალიანსი უმეტეს დროს იბრძოდა თავდაცვაზე. ალიანსის ლიდერი ალ-კაიდას წევრებმა მოკლეს 2001 წლის 9 სექტემბერს.
- აშშ-ის ავღანეთში შეჭრა 2001 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა თალიბანის ხელისუფლების მოხსნა მოითხოვა, რადგან ისინი ალ-ქაიდას მებრძოლებს მასპინძლობდნენ, რომლებიც 11 სექტემბრის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილები იყვნენ და უარი თქვეს მათი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ექსტრადიციაზე წინასწარ მტკიცებულებების გარეშე. შეერთებული შტატები საჰაერო ძალები ებრძოდა თალიბებს და დახმარებას უწევდა ჩრდილოეთ ალიანსის სახმელეთო ჯარებს, რომლებმაც 2001 წლის დეკემბრისთვის წარმატებით გაათავისუფლეს ქვეყნის უმეტეს ნაწილი თალიბანებისაგან. შემოჭრით ასევე დაიწყო შეერთებული შტატების ტერორიზმის წინააღმდეგ ომი.
- ავღანეთის ომი (2001–დღემდე) არის უწყვეტი მოქმედი ომი ავღანეთში, სადაც ძირითადი კონფლიქტი შედგება ავღანეთის არმიის ჯარებისგან, რომელსაც შეერთებული შტატების დამატებითი ჯარები უჭერენ მხარს,და რომლებიც იბრძვიან თალიბანის მეამბოხეების წინააღმდეგ[1] ნატოც მონაწილეობდა ამ ომში.
დადგენილია, რომ კონფლიქტმა, დაწყებიდან დღემდე, 1 405 111 - 2 084 468 ადამიანი შეიწირა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Collins, Joseph J. (2011). Understanding War in Afghanistan. Washington, D.C.: National Defense University Press. ISBN 978-1-78039-924-9.
- George Friedman. (June 29, 2010) The 30-Year War in Afghanistan. Stratfor.
- Chiovenda, Andrea, and Melissa Chiovenda. "The specter of the “arrivant”: hauntology of an interethnic conflict in Afghanistan." Asian Anthropology 17.3 (2018): 165-184.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Backgrounder on Afghanistan: History of the War October 2001
- Ending Afghanistan’s Civil by James Dobbins, The RAND Corporation, Testimony presented before the House Armed Services Committee on January 30, 2007
- Fueling Afghanistan's War-Press Backgrounder
- More information on Post-Conflict Reconstruction from the Center for Strategic and International Studies დაარქივებული 2009-06-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Apart from Taliban, since 2001 war has also involved other groups including al-Qaeda, Haqqani network, Hezb-e Islami Gulbuddin and ISIS-K