მოჰამად ფაჰიმი
მოჰამად ფაჰიმი
მოჰამად ფაჰიმი 2014 წელს
ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 დეკემბერი 2001 – 19 ივნისი 2002

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დროებითი ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივნისი 2002 – 7 დეკემბერი 2004

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ნოემბერი 2009 – 9 მარტი 2014
პრეზიდენტიჰამიდ კარზაი
წინამორბედიაჰმად ზია მასუდი
მემკვიდრემოჰამად იუნუს კანუნი

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 სექტემბერი 2001 – 23 დეკემბერი 2004
პრეზიდენტიჰამიდ კარზაი
წინამორბედიობაიდულა ახუნდი
მემკვიდრეაბდულ რაჰიმ ვარდაქი

ავღანეთის ისლამური სახელმწიფოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აპრილი 1992 – დეკემბერი 2004
პრეზიდენტიბურჰანუდინ რაბანი,
ჰამიდ კარზაი
წინამორბედიოსმან სულთანი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული1957
ფანჯშირის პროვინცია, ავღანეთის სამეფო
გარდაცვლილი9 მარტი 2014
ქაბული, ავღანეთი
ეროვნებატაჯიკი
პოლიტიკური პარტიაავღანეთის ისლამური საზოგადოება
წოდებამარშალი

მოჰამად ქასიმ ფაჰიმი ( დარი. محمد فهیم , ცნობილი როგორც „მარშალი ფაჰიმი,“ დ. 1957, ომარზი – გ. 9 მარტი, 2014, ქაბული, ავღანეთი) — ავღანელი პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური, ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი 2002 წლის ივნისიდან 2004 წლის დეკემბრამდე და 2009 წლის ნოემბრიდან გარდაცვალებამდე. [1] ძლიერი და გავლენიანი ფიგურა ქარზაის ადმინისტრაციაში.

2001 წლის შემოდგომაზე, როგორც ჩრდილოეთ ალიანსის სამხედრო მეთაურმა, ფაჰიმმა აიღო ავღანეთის დედაქალაქი ქაბული და თალიბანის მთავრობა განდევნა. 2001 წლის დეკემბრიდან 2004 წლის დეკემბრამდე მსახურობდა თავდაცვის მინისტრად ავღანეთის გარდამავალ ადმინისტრაციაში . 2004 წელს პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ ფაჰიმს მარშალის საპატიო წოდება მიანიჭა. ერთი წლის შემდეგ იგი გახდა უხუცესთა პალატის წევრი. მოგვიანებით მიიღო აჰმად შაჰ ბაბას მედალი. ფაჰიმი გარდაიცვალა 2014 წელს; პრეზიდენტმა მის პატივსაცემად სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. [2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეთნიკურად ტაჯიკი მოჰამად ქასიმ ფაჰიმი დაიბადა ავღანეთის პატარა სოფელ ომარზში, (ფანჯშირის პროვინცია) მამა, ქალა დარი, ფანჯშირის ხეობიდან იყო . [3] დაამთავრა დაწყებითი და საშუალო სკოლა, სწავლობდა ქაბულის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტზე ისლამური შარიათის სამართალს.

გადმოცემით, 70-იანი წლების ბოლოდან ებრძოდა კომუნისტ მმართველებს. [4] [5] [6] ავღანეთის სატელევიზიო არხTOLOnews- ზე გასულ ვიდეოში, რომელიც ასახავს მის ცხოვრებას, ნაჩვენებია რომ ფაჰიმი შეუერთდა ავღანეთის მუსლიმ ახალგაზრდულ მოძრაობას, როდესაც ის ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობდა. [7] [8] 1977 წლიდან ემიგრაციაში წავიდა პეშავარში, პაკისტანში. 1978 წელს დაბრუნდა ავღანეთში და შეუერთდა ოპოზიციას. ავღანეთის ომში იბრძოდა აჰმად შაჰ მასუდის რაზმებში.[9] [10]

1992 წელს ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად სიბგატულა მოჯადედის გარდამავალ მთავრობაში. 1994 წლიდან იკავებდა უშიშროების მინისტრის პოსტს ბურჰანუდინ რაბანის მთავრობაში. თალიბების მიერ ქაბულის აღების შემდეგ, მან დატოვა ქალაქი რაბანთან ერთად, თავის ოპონენტ, ექს-პრეზიდენტ მოჰამედ ნაჯიბულასპირადად შესთავაზა ევაკუირება, თუმცა ნაჯიბულამ უარი განაცხადა და თალიბების მიერ იქნა მოკლული. ფაჰიმი მაშინ ჩრდილოეთ ავღანეთში იყო, თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური მონაწილე. რამდენჯერმე გადაურჩა მკვლელობის მცდელობას.

აჰმად შაჰ მასუდის გარდაცვალების შემდეგ მოჰამად ფაჰიმი სათავეში ჩაუდგა ჩრდილოეთ ალიანსს და გახდა მისი თავდაცვის მინისტრი. ფაქტობრივად, ის ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთის ალიანსის ბრძოლას 2001 წელს, რომელიც თალიბების ქაბულიდან განდევნით დასრულდა. 2001 წლის 13 სექტემბერს ფაჰიმი ოფიციალურად წარუდგინეს დუშანბეში ირანის, რუსეთის, ინდოეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც სასწრაფოდ შეიკრიბნენ შხვედრაზე ავღანეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. ფაჰიმმა შეინარჩუნა თავდაცვის მინისტრის პოსტი ჰამიდ ქარზაის მთავრობაში. ქარზაის ხელახალი არჩევის შემდეგ ვერ შეძლო ახალ კაბინეტში შესვლა და თავდაცვის მინისტრის პოსტი 2004 წლის დეკემბერში დატოვა.

2004 წლიდან იყო პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის მრჩეველი. 2009 წლის ნოემბრიდან — ავღანეთის პირველი ვიცე პრეზიდენტი. არაოფიციალურად იგი ითვლებოდა ავღანეთში ეთნიკური ტაჯიკების ერთ-ერთ ლიდერად.

ფაჰიმს სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რამაც მისი გერმანიაში ჰოსპიტალიზაცია მოითხოვა. გარდაიცვალა გულის შეტევით 2014 წლის 9 მარტს. [11]

  1. Karzai registers for re-election, BBC News (4 May 2009)
  2. „Afghanistan's powerful Vice President Fahim dies“. Reuters (ინგლისური). 2014-03-09. ციტირების თარიღი: 2023-02-05.
  3. „Mohammed Fahim - obituary“. Telegraph. 10 Mar 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 March 2014. ციტირების თარიღი: 22 June 2014.
  4. ToloNEWS. ციტირების თარიღი: 14 November 2019
  5. Bakhtar News Agency. ციტირების თარიღი: 14 November 2019
  6. Tolo NEWS. ციტირების თარიღი: 14 November 2019
  7. ToloNEWS Video. ციტირების თარიღი: 14 November 2019
  8. Marshal Fahim Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 14 November 2014
  9. Afghanistan Online. ციტირების თარიღი: 4 June 2012
  10. Global Security. ციტირების თარიღი: 9 April 2012
  11. „Mohammed Fahim - obituary“. Telegraph. 2014-03-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-21. ციტირების თარიღი: 2021-07-22.