აბდულ რაჰიმ ვარდაქი
აბდულ რაჰიმ ვარდაქი | |
---|---|
პუშტუ عبدالرحیم وردگ | |
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 დეკემბერი 2004 |
მმართ. დასასრული: | 7 აგვისტო 2012 |
წინამორბედი: | ფაჰიმ მოჰამადი |
მემკვიდრე: | ბისმილა მოჰამად ხანი |
პარტია: | ავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1940 |
დაბ. ადგილი: | მაიდან-ვარდაკის პროვინცია ავღანეთის სამეფო |
რელიგია: | ისლამი |
გენერალი აბდულ რაჰიმ ვარდაქი ( პუშტუ عبدالرحيم وردگ ვარდაკი, 1945) — ავღანელი სამხედრო და პოლიტიკოსი, ავღანეთის ომის აქტიური მონაწილე. ავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი, სეკულარული პროდასავლური მიმართულების წარმომადგენელი მოჯაჰედების მოძრაობაში . ანტიკომუნისტ აჯანყებულთა საერთაშორისო კავშირის თანადამფუძნებელი 1980-იან წლებში. 2004-2012 წლებში — ავღანეთის თავდაცვის მინისტრი. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა მონაწილეობაზე უარი თქვა. აბდულ რაჰიმ ვარდაქი ეთნიკურად პუშტუნია მაიდან-ვარდაკის პროვინციიდან . მისმა დიპლომატიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეთნიკური შერიგების ხელშეწყობაში.
თალიბების დამხობის შემდეგ გენერალი ვარდაქი მსახურობდა თავდაცვის სამინისტროში, ავითარებდა პროექტებს სამხედრო რეფორმისთვის. ამავე დროს, ის მხარს უჭერდა თალიბანის ზომიერი ელემენტების ინტეგრაციას ავღანურ საზოგადოებაში და თუნდაც სახელმწიფო აპარატში.[1] [2] [3] [4]
მან ხელი მოაწერა შეთანხმებას ნატოს მეთაურებთან უკეთესი თანამშრომლობისა და კოორდინაციის შესახებ კონტრტერორისტულ ოპერაციებში. [5] 2012 წლის აგვისტოში ვარდაქი გადადგა ავღანეთის პარლამენტის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ. [6] [7]
ვარდაქის გადადგომის შემდეგ აღინიშნა მისი როლი ავღანეთის არმიის რეკონსტრუქციაში, რომელიც პრაქტიკულად განადგურდა კომუნისტური და თალიბანის რეჟიმების დამხობის შემდეგ. [8]
აბდულ რაჰიმ ვარდაქი დაქორწინებულია. ჰყავს სამი შვილი.
თავისუფლად ფლობს პუშტუს, დარის (სპარსული) და ინგლისურ ენებს.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებავარდაქი დაიბადა ავღანეთის ვარდაქის პროვინციაში. [9] დაამთავრა ქაბულის ჰაბიბიას საშუალო სკოლა და ავღანეთის ეროვნული სამხედრო აკადემია. მან განაგრძო სამხედრო მომზადება აშშ-სა და ეგვიპტეში. მსახურობდა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანაშემწედ და კითხულობდა ლექციებს ეროვნულ სამხედრო აკადემიაში. 1970-იანი წლების ბოლოს მას პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.
აბდულ რაჰიმ ვარდაქი გამოირჩეოდა პროდასავლური ანტიკომუნისტური შეხედულებებით. ის უარყოფითად გამოეხმაურა მარქსისტული სახალხო-დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას. საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლის შემდეგ შეუერთდა ავღანეთის ეროვნულ ისლამურ ფრონტს (NIFA), რომელსაც საიდ აჰმად გეილანი ხელმძღვანელობდა. ვარდაქი სათავეში ჩაუდგა ავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტის სამხედრო სტრუქტურას. Peshawar Seven-ის ალიანსში ავღანეთის ნაციონალური ისლამურ ფრონტი განიხილებოდა, როგორც ყველაზე სეკულარული ორგანიზაცია — განსხვავებით ისლამურ-ფუნდამენტალისტური ორგანიზაციებისგან — ორიენტირებული იყო პუშტუნების ნაციონალიზმზე და აღიარებდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პროდასავლურ რიტორიკას. ამავდროულად, ავღანეთის ისლამურმა ფრონტმა მხარი დაუჭირა ყოფილი მეფის ზაჰირ შაჰის დაბრუნების იდეას და ასევე აღიარებდა ლიდერის გეილანის ტრადიციონალისტურ შეხედულებებს.[10]
მან რამდენჯერმე მისცა ჩვენება აშშ-ს კონგრესის წინაშე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დროს. პოლკოვნიკმა ვარდაქმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოჯაჰედების სამხედრო ოპერაციებში. ის მეთაურობდა ავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტის რაზმებს აღმოსავლეთ პაქტიის პროვინციაში, პირადად მონაწილეობდა ბრძოლებში. 1989 წელს ვარდაქი დაიჭრა საბჭოთა რაკეტის ფრაგმენტით და მკურნალობდა შეერთებულ შტატებში. ვარდაქი ასევე იყო მოჯაჰედების მოძრაობის გამოჩენილი პოლიტიკოსი და დიპლომატი. მან მოახერხა აღმოსავლეთ ავღანეთის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობაში პუშტუნი ტომების კონსოლიდაცია. 1985 წელს წარმოადგენდა მუჯაჰედებს ანტიკომუნისტური ჯამბორის მეამბოხეების საერთაშორისო კონფერენციაზე. [11]
უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. მინისტრის პოსტი
რედაქტირება1992 წელს სახალხო-დემოკრაიული პარტიის რეჟიმის დაცემის შემდეგ, აბდულ რაჰიმ ვარდაქი გახდა ქაბულის უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, შემდეგ ავღანეთის არმიის შტაბის უფროსი ბურჰანუდინ რაბანის მთავრობის ქვეშ. თალიბანის მმართველობის დროს ის კვლავ ოპოზიციაში წავიდა, დაუახლოვდა ზაჰირ შაჰს. მონაწილეობდა 2001 წელს ბონის კონფერენციაში, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა ავღანეთის თანამედროვე პოლიტიკური სისტემა. [12] [13]
რიგ საჯარო გამოსვლებში, მათ შორის უცხოელი სამხედრო აუდიტორიის წინაშე, აბდულ რაჰიმ ვარდაქმა წარმოაჩინა საკუთარი ხედვა ავღანეთის, როგორც
ამასთან, მან აღნიშნა, რომ
„ამ კეთილშობილური ზრახვების განსახორციელებლად ავღანეთს ჯერ კიდევ სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების დახმარება.“
|
2004 წელს გენერალი ვარდაქი დაინიშნა ავღანეთის თავდაცვის მინისტრად პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობაში. ხსენებულ პოსტზე მან ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან და ნარკოტრეფიკთან ბრძოლაზე, [14] ასევე ავღანეთის არმიის რესტრუქტურიზაციაზე დასავლური, პირველ რიგში ამერიკული სტანდარტების მიხედვით. ის აქტიურად თანამშრომლობდა პენტაგონთან და აშშ-ის გაერთიანებულ შტაბებთან, მიიღო ადმირალი მაიკლ მულენი ქაბულში.
2012 წელს, საპარლამენტო ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, გენერალმა ვარდაქმა დატოვა თავდაცვის მინისტრის პოსტი. დეპუტატებმა მისი პოზიცია პაკისტანის მოსაზღვრე რაიონებში მიმდინარე აჯანყებითა და არეულობით ახსნეს.
ვარდაქის გადადგომის შემდეგ აღინიშნა მისი როლი ავღანეთის არმიის რეკონსტრუქციაში, რომელიც პრაქტიკულად განადგურდა კომუნისტური და თალიბანის რეჟიმების დაცემის შემდეგ. თავის მხრივ, ისაუბრეს თავდაცვის სამინისტროს აპარატში კორუფციისა და ფავორიტიზმის ფაქტებზე, თალიბანის ტერორიზმის სრულად დასრულების შეუძლებლობაზე. [15]
დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აბდულ რაჰიმ ვარდაქი პრეზიდენტ კარზაის სამხედრო მრჩევლად რჩებოდა. მან ეს თანამდებობა 2013 წელს დატოვა, როდესაც 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. თუმცა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე აბდულ რაჰიმ ვარდაქმა ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნა კანდიდატურა. [16]
მკვლელობის მცდელობა
რედაქტირება2005 წლის 10 სექტემბერს ქაბულის აეროპორტში განხორციელდა მკვლელობის მცდელობა გენერალ ვარდაქზე. როდესაც ვარდაქის ავტომანქანა უახლოვდებოდა ვერტმფრენს ფანჯშირში გასაფრენად აჰმად შაჰ მასუდის გარდაცვალების მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალზე, მისი მანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. [17] [18]
როგორც ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა:
„4 შეიარაღებული პირი დააკავეს მინისტრის კოლონაზე თავდასხმის შემდეგ. აშკარაა, რომ ეს იყო თავდაცვის მინისტრის მკვლელობის მცდელობა.“
|
ოჯახი
რედაქტირებააბდულ რაჰიმ ვარდაქის ვაჟი, ჰამედ ვარდაქი, 3 წლის იყო, როცა აშშ-ში ჩაიყვანეს. ხელმძღვანელობდა ფირმას NCL Holdings . [19] [20] [21] [22] [20] 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი დააკავეს „ არაერთხელ“ ნიუ-იორკელი მოდელის, სარა გოლდენის „არალეგალური და დაუნდობელი დევნისთვის.“ [23] [24]
2021 წელს უმცროსმა ვაჟმა, დაუდ ვარდაქმა, (დაბ. 1977) იყიდა 20,9 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე ბევერლი ჰილზში მანამდე ის ფლობდა 5.2 მილიონი დოლარის ღირებულების ბინას კურორტ სენტ რეგის ბალ ჰარბორში, ფლორიდაში. [25]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Afghan story. ციტირების თარიღი: 2020-10-28
- ↑ RTT News, Feb 18, 2009 NATO defense ministers to discuss operations in Afghanistan and Kosovo. ციტირების თარიღი: 2009-02-21
- ↑ BBC News Feb 4, 2009 http://news.bbc.co.uk/2/hi/south_asia/7869521.stm
- ↑ Afghanistan's defense minister warns against U.S. pullback. ციტირების თარიღი: 28 April 2016
- ↑ The Washington Independent Feb 12, 2009 The Washington Independent » an Afghan Face on Everything. ციტირების თარიღი: 2009-02-21
- ↑ Afghan Defense Minister Announces Resignation. ციტირების თარიღი: 28 April 2016
- ↑ "Afghan Defense Minister Quits, Hands Karzai a Security Headache"
- ↑ Afghan Defense Minister Announces Resignation
- ↑ General Abdul Raheem Wardak, at the Embassy of Afghanistan in Washington, DC.
- ↑ Bodansky, Yossef. Afghanistan: The Great Game Revisited. Edited by Rosanne Klass. New York: Freedom House, 1987, p. 261-262.
- ↑ Юбилей антисоветского интернационала. ციტირების თარიღი: 2015-06-08
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ 5 April 2005, "His Excellency General Abdul Rahim Wardak," The International Institute for Strategic Studies.
- ↑ Iraq militants 'in Afghan switch'. ციტირების თარიღი: 2015-06-08
- ↑ Afghan Defense Minister Announces Resignation
- ↑ Генерал Абдул Рахим Вардак отказался от участия в президентских выборах. ციტირების თარიღი: 2015-06-08
- ↑ Afghan minister survives attack. ციტირების თარიღი: 2015-06-08
- ↑ „BBC NEWS - South Asia - Afghan minister survives attack“. 10 September 2005. ციტირების თარიღი: 28 April 2016.
- ↑ Afghan Defense Scion Buys $20.9 Million Beverly Hills Mansion, Ian Spiegelman -October 9, 2021 Los Angeles (magazine)
- ↑ 20.0 20.1 Afghan Lobby Scam, Aram Roston, Dec 22, 2009, The Nation
- ↑ Hamed Wardak, War Profiteer And Accused Taliban-Connected Businessman Throws Swanky Party At The W Hotel
- ↑ Afghan corruption: How to follow the money?, Karen DeYoung, March 29, 2010, The Washington Post
- ↑ Sarah Goolden vs Hamed Wardak, 2019
- ↑ Goolden vs Wardak, 2020
- ↑ Son of Afghanistan’s Former Defense Minister Buys $20.9 Million Beverly Hills Mansion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-14. ციტირების თარიღი: 2023-11-23.