მოჰამად იუნუს კანუნი
მოჰამად იუნუს კანუნი ( დარი. محمد یونس قانونی ; დ. 10 მაისი, 1957, ფანჯშირის ხეობა, ფარვანის პროვინცია, ავღანეთი) — ავღანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, დეპუტატი. ბოლო 17 წლის განმავლობაში მუჰამედ იუნუს კანუნი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ავღანეთში. 2014 წელს იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას.[1]
იუნუს კანუნი | |
დარი. یونس قانونی | |
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მე-3 ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 მარტი – 29 სექტემბერი 2014 | |
პრეზიდენტი | ჰამიდ კარზაი |
წინამორბედი | მოჰამად ფაჰიმი |
მემკვიდრე | აბდულ რაშიდ დუსთუმი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 დეკემბერი 2005 – 6 დეკემბერი 2010 | |
პრეზიდენტი | ჰამიდ კარზაი |
წინამორბედი | ხალილ აბავი |
მემკვიდრე | აბდულ რაუფ იბრაგიმი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ივნისი 2002 – 31 აგვისტო 2004 | |
პრეზიდენტი | ჰამიდ კარზაი |
წინამორბედი | რასულ ამინი |
მემკვიდრე | მოჰამედ აჰმადი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 დეკემბერი 2001 – 19 ივნისი 2002 | |
პრეზიდენტი | ჰამიდ კარზაი |
წინამორბედი | აბდურ რაზაქი |
მემკვიდრე | ტაჯ მოჰამედ ვარდაქი |
დაბადებული | 10 მაისი 1957 (66 წლის) ფანჯშერი ავღანეთის სამეფო |
მოქალაქეობა | ავღანეთი |
ეროვნება | ტაჯიკი |
პოლიტიკური პარტია | ახალი ავღანეთი |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაეთნიკურად ტაჯიკი მოჰამად იუნუს კანუნი დაიბადა 1957 წელს ავღანეთის ფარვანის პროვინციის ფანჯშირის ხეობაში ინტელექტუალურ ოჯახში. 1968 წელს შევიდა ქაბულის საშუალო სკოლაში, 1977 წელს დაამთავრა აბუ ჰანიფას ლიცეუმი და ჩაირიცხა ქაბულის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტზე.
1981 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კანუნმა დაიწყო თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა და იმავე წელს შეუერთდა ფანჯშირის ფრონტს აჰმად შაჰ მასუდის მეთაურობით. დაინიშნა ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა ფრონტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი. სადაც თავი გამოავლინა, როგორც კარგმა პედაგოგმა და ორგანიზატორმა. 1982 წელს ფრონტის მეთაური აჰმად შაჰ მასუდი დაინიშნა ფანჯშირის ფრონტის წარმომადგენელად ფეშავარში, სადაც მუშაობდა 6 წლის განმავლობაში.
იუნუს კანუნი „შურა ე-ნიზარის“ (სამეთვალყურეო საბჭოს) შექმნის ერთ-ერთი იდეოლოგია. საბჭოს შექმნის შემდეგ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა საბჭოს კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების უფროსის მოადგილედ. ამ პერიოდში მისი წარმატებული მოღვაწეობის შედეგი იყო: საბჭოს ბიულეტენის გამოცემა; ფრონტის შესახებ წიგნებისა და ფირების მომზადება და მოსახლეობაში მათი გავრცელების ქსელების და რადიოსადგურების შექმნა. სარდალთა საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ კანუნი ამ საბჭოს პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. ნაჯიბულას რეჟიმის დაცემის შემდეგ, 1992 წელს, აჰმად შაჰ მასუდი გახდა ახლადშექმნილი ავღანეთის ისლამური სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო კანუნმა არმიის პოლიტიკური ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა.
თალიბების მიერ ქაბულის დაპყრობის შემდეგ, 1996 წელს, კანუნი ორჯერ ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელიც წარმოადგენდა ბურჰანუდინ რაბანის მთავრობას რომში გამართულ შეხვედრებზე ავღანეთის ყოფილ მეფესთან, ზაჰირ შაჰთან. ასევე, ამავე დროს იგი არაერთხელ გაემგზავრა გერმანიაში „ერთიანი ფრონტის“ შექმნის მიზნით, სადაც შეხვდა ცნობილ თანამემამულეებს. შემდეგ, ანტითალიბანური წინააღმდეგობის პერიოდში, „შურა-ე-ნაზარის“ გადაწყვეტილებით, კანუნი სათავეში ჩაუდგა რეგიონების კომიტეტს და ამავე დროს საბჭოში — შიდა პოლიტიკის კომიტეტს. ამ რანგში ის ხელმძღვანელობდა ავღანეთის დელეგაციას აშხაბადისა და დუშანბეს მოლაპარაკებებზე.
2001 წელს, ტაჯიკების (ჩრდილოეთის ალიანსი) მიერ ქაბულის აღების შემდეგ, იუნუს კანუნი წარმოადგენდა ბურჰანუდინ რაბანის მთავრობას გერმანიაში ბონის კონფერენციაზე სადაც გადაწყდა დროებითი მთავრობის შექმნა ავღანეთში. [2]
ჰამიდ კარზაის ხელმძღვანელობით ქაბულში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, იუნუს კანუნი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ რანგში იგი მოსკოვს ეწვია 2002 წელს. თუმცა სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს — ლოია ჯირგას მოწვევამდე მოულოდნელად გადადგა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან. ლოია ჯირგას მოწვევის შემდეგ ჩამოყალიბებულ ავღანეთის გარდამავალ მთავრობაში კანუნმა დაიკავა განათლებისა და განმანათლებლობის მინისტრის პოსტი.
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანუნი იყო კანდიდატი და მიიღო ხმების 16,3 %. არჩევნებში გაიმარჯვა ჰამიდ ქარზაიმ, რომელმაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 55,3 % მიიღო. შემდეგ კანუნმა თქვა, რომ ის აღიარებდა ქარზაის გამარჯვებას, მიუხედავად კენჭისყრის დროს ჩადენილი მრავალი დარღვევისა. „ჩვენ ვეთანხმებით არჩევნების შედეგებს, რადგან არ გვინდა ქვეყანა კრიზისში ჩავარდეს,“ — განაცხადა მან.
2004 წლის დეკემბერში კანუნმა განაცხადი გააკეთა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ახალი ავღანეთის“ შექმნის თაობაზე. იმავე წლის მარტში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ კოალიციას „ავღანეთის ეროვნული გაგების ფრონტი“, რომელიც აერთიანებდა თორმეტ ოპოზიციურ პარტიას. მისი მოადგილეები იყვნენ მოჰამად მოჰაკიკი და აჰმად შაჰ აჰმადზაი, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატები. კოალიციაში ასევე შედიოდნენ მოჰამად აქბარი, ავღანეთის ეროვნული ისლამური გაერთიანების პარტიის ლიდერი, აბდულ ჰაფიზ მასური, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, თაჯ მოჰამად ვარდაქი, ავღანეთის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი და სხვები.
მოსალოდნელი იყო, რომ შექმნილი კოალიცია სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერებს 2005 წლის სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია საკუთარ თავს რეფორმისტულს უწოდებდა და თავის მთავარ ამოცანებს შორის აცხადებდა: საპრეზიდენტო ძალაუფლების შეზღუდვას, ქვეყნის აღდგენისკენ მიმართული საგარეო დახმარების სამართლიან განაწილებას და ადგილობრივი სამხედრო მეთაურების დემილიტარიზებული რაზმების დახმარებას.
კანუნიმ ჟურნალისტებს კოალიციის შექმნის შემდეგ განუცხადა:
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ექსტრემისტები, რომლებიც მთავრობის კრახისკენ მიისწრაფიან, ჩვენ ვართ რეფორმატორები, რომლებიც მოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში, ავღანელი ხალხის ეროვნული ინტერესების სახელით“
|
2005 წლის ბოლოს, პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ, იუნუს კანუნი აირჩიეს ავღანეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის თავმჯდომარედ.[3]
2021 წლის აგვისტოში, შევიდა ავღანეთის დელეგაციის შემადგენლობაში პაკისტანში, მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქვეყანა დაიბრუნეს.[4]
უკვე 17 წელია, მოჰამედ იუნუს კანუნი ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Profile: Yunus Qanuni; BBC; 9/10/2004 {ინგლ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Afghanistan’s Yunus Qanuni Says Is in Constant Contact with Ahmad Massoud Asharq AL-awsat. Retrieved 2021-08-23.
- ↑ „Profile: Yunus Qanuni“. 2004-09-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-16. ციტირების თარიღი: 2023-01-28.
- ↑ FM Qureshi to meet Afghan delegation today The Nation. 2021-08-16. Retrieved 2021-08-2
- ↑ FM Qureshi to meet Afghan delegation today (2021-08-16). ციტირების თარიღი: 2023-01-28