აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (1967)
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1967 წლის არჩევნები — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რიგით მეშვიდე არჩევნები, რომელიც გაიმართა 1967 წლის 19 მარტს. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის მეშვიდე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია შედგა 1967 წლის 6 აპრილს ქალაქ სოხუმში.
ისტორია
რედაქტირება1967 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 1967 წლის 19 მარტს.
26 იანვარს „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 36 და 37 მუხლების საფუძველზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: დამტკიცებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშრომელთა საზოგადოებების შემდეგი შემადგენლობით:
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — ;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე — ;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი — ;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები: .
საარჩევნო უბანი | დეპუტატობის კანდიდატები |
---|---|
ქ. სოხუმი — თბილისის ოლქი №1 | ივანე ალექსის ძე გიორგბერიძე |
ქ. სოხუმი — კომკავშირის ოლქი №2 | ივანე კონსტანტინეს ძე თარბა |
ქ. სოხუმი — ჩელუსკინელთა ოლქი №3 | სერგო ნოეს ძე ცინცაბაძე |
ქ. სოხუმი — მთისძირის ოლქი №4 | მარინა ეფრემის ასული ეშბა |
ქ. სოხუმი — კალინინის ოლქი №5 | ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია |
ქ. სოხუმი — ბარათაშვილის ოლქი №6 | ირაკლი გრიგოლის ძე გვერდწითელი |
ქ. სოხუმი — ლაკობას ოლქი №7 | ელენე დავითის ასული ბენიძე |
ქ. სოხუმი — პუშკინის ოლქი №8 | პავლე ივანეს ძე ზალიოტოვი |
ქ. სოხუმი — ფრუნზეს ოლქი №9 | ბორის ბიქტორის ძე ადლეიბა |
ქ. სოხუმი — ლესელიძის ოლქი №10 | შალვა დენისის ძე ინალ-იფა |
ქ. სოხუმი — ოქტომბრის ოლქი №11 | აზიზ რაშიდის ძე აგრბა |
ქ. სოხუმი — ვაგზლისპირა ოლქი №12 | ბორის არკადის ძე ლაპინი |
ქ. სოხუმი — ორჯონიკიძის ოლქი №13 | ნელი მიხეილის ასული ტრაპში |
ქ. სოხუმი — კიროვის ოლქი №14 | ბაგრატ ვასილის ძე შინკუბა |
ქ. სოხუმი — ჭავჭავაძის ოლქი №15 | მიხეილ გერასიმეს ძე ჩიქოვანი |
ქ. სოხუმი — წითელფლოტის ოლქი №16 | როლანდ ვარლამის ძე თოდუა |
ქ. სოხუმი — კუიბიშევის ოლქი №17 | მერი ხაფიზის ასული ავიძბა |
ქ. სოხუმი — ბზიფის ოლქი №18 | გიორგი ნესტორის ძე ემუხვარი |
ქ. სოხუმი — მაიაკოვსკის ოლქი №19 | სვეტლანა კეისოს ასული გუნბა |
ქ. სოხუმი — რკინიგზის ოლქი №20 | ვალერიან ოსმანის ძე კობახია |
ქ. სოხუმი — ლეჩქოფის ოლქი №21 | ივანე გიორგის ძე პაპასქირი |
ქ. სოხუმი — ინდუსტრიული ოლქი №22 | ომიანა მიხეილის ასული ჩიქობავა |
ქ. ტყვარჩელი — რკინიგზის ოლქი №23 | გიორგი სიმონის ძე სემიონოვი |
ქ. ტყვარჩელი — ენერგეტიკის ოლქი №24 | ვალერიან თევდორეს ძე ღვინჯილია |
ქ. ტყვარჩელი — სანაპიროს ოლქი №25 | ივერი ვარლამის ძე ლეკვეიშვილი |
ქ. ტყვარჩელი — ლაკობას ოლქი №26 | გობრონ ანდრონიკის ძე ჯოხთაბერიძე |
ქ. ტყვარჩელი — ოქტომბრის ოლქი №27 | პოლინა ტარასის ასული ემუხვარი |
ქ. ტყვარჩელი — ახიბლარის ოლქი №28 | იური სამსონის ძე ჭანბა |
ქ. ტყვარჩელი — ლენინის ოლქი №29 | ლეონტი შახანის ძე ქვარანძია |
ქ. ტყვარჩელი — მეშახტეთა ოლქი №30 | ალა გრიგოლის ასული დოროშენკო |
ქ. ტყვარჩელი — კომკავშირის ოლქი №31 | ალექსანდრე ვლადიმერის ძე ლიპკო |
ქ. ტყვარჩელი — მაღაროელთა ოლქი №32 | მარგო ილიკოს ასული ჯალაღონია |
გაგრის რაიონი — ლესელიძის ოლქი №33 | დავით ლევანის ძე ერქვანია |
გაგრის რაიონი — ხაშუფსეს ოლქი №34 | ლუსიკ კარაპეტის ასული პეტიკიანი |
გაგრის რაიონი — განთიადის ოლქი №35 | ივანე მიტროფანეს ძე გილია |
გაგრის რაიონი — ხეივნის ოლქი №36 | გალინა გრიგოლის ასული ხომასურიძე |
გაგრის რაიონი — ცივწყაროს ოლქი №37 | გიორგი გიორგის ძე ალანი |
გაგრის რაიონი — გაგრის პირველი ოლქი №38 | ალექსანდრე ესტატეს ძე ჭითანავა |
გაგრის რაიონი — გაგრის მეორე ოლქი №39 | ვარლამ ომარის ძე მარღანია |
გაგრის რაიონი — გაგრის მესამე ოლქი №40 | თევდორე სერგის ძე პილიუგინი |
გაგრის რაიონი — გაგრის მეოთხე ოლქი №41 | გიორგი ივანეს ძე ბერულავა |
გაგრის რაიონი — გაგრის მეხუთე ოლქი №42 | გრიგოლ პეტრეს ძე პაპასქუა |
გაგრის რაიონი — კოლხიდის ოლქი №43 | ლუბა კონსტანტინეს ასული ნაზაძე |
გაგრის რაიონი — ალახაძის ოლქი №44 | თეკლე ტიმოთეს ასული დიდენკო |
გაგრის რაიონი — ლიძავის ოლქი №45 | ეთერ კონსტანტინეს ასული ველი-ოღლი |
გაგრის რაიონი — ბიჭვინთის ოლქი №46 | ანა გრიგოლის ასული მელიხოვა |
გაგრის რაიონი — იფნარის ოლქი №47 | ევლინა ელმარის ასული როოზენი |
გაგრის რაიონი — ბზიფის ოლქი №48 | ასლან თამშუგის ძე ოტირბა |
გუდაუთის რაიონი — კალდახვარის ოლქი №49 | აიგუშ სააკის ასული კესიანი |
გუდაუთის რაიონი — ოთხარის ოლქი №50 | ბაბუსია ხუსინოს ასული მუკბა |
გუდაუთის რაიონი — ახალსოფლის ოლქი №51 | დავით გიორგის ძე გოგობერიშვილი |
გუდაუთის რაიონი — მუგუძირხვის ოლქი №52 | ემა მსურატის ასული ბარციცი |
გუდაუთის რაიონი — ჯირხვის ოლქი №53 | თამარ ესნატოს ასული კოკოსქერია |
გუდაუთის რაიონი — დურიფშის ოლქი №54 | დიმიტრი კონსტანტინეს ძე ხუპორია |
გუდაუთის რაიონი — ლიხნის ოლქი №55 | ხაკიბეი კაჟოს ძე აიბა |
გუდაუთის რაიონი — ბომბორის ოლქი №56 | არდა ბასიატოს ასული კონჯარია |
გუდაუთის რაიონი — გუდაუთის პირველი ოლქი №57 | სოკრატ ნიკოლოზის ძე ალანია |
გუდაუთის რაიონი — გუდაუთის მეორე ოლქი №58 | შამილ ნიკოლოზის ძე ლაკობა |
გუდაუთის რაიონი — გუდაუთის მესამე ოლქი №59 | დიმიტრი ანდრიას ძე ხვარცკია |
გუდაუთის რაიონი — გუდაუთის მეოთხე ოლქი №60 | სინატ მუსოს ძე ჯენია |
გუდაუთის რაიონი — ყულანურხვის ოლქი №61 | ლუდმილა მიხეილის ასული ხონძია |
გუდაუთის რაიონი — აჭანდარის ოლქი №62 | კაკაშა ხაბახოს ასული კვარჭელია |
გუდაუთის რაიონი — სანაპიროს ოლქი №63 | მარიამ აკოფის ასული პაშიანი |
გუდაუთის რაიონი — ანუხვის ოლქი №64 | ვლადიმერ დიმიტრის ძე ტანია |
გუდაუთის რაიონი — ახალი ათონის ოლქი №65 | ოლეგ პავლეს ძე ორანსკი |
გუდაუთის რაიონი — ფსირცხის ოლქი №66 | ვლადიმერ ჯგონატის ძე კვარჭელია |
სოხუმის რაიონი — ზემო ეშერის ოლქი №67 | ციცინო ჩაჩოს ასული კვაძბა |
სოხუმის რაიონი — შიცკვარის ოლქი №68 | ანა ეგორის ასული კრუგლოვა |
სოხუმის რაიონი — ეშერის ოლქი №69 | რაჟდენ ქსისოს ძე ხიკუბა |
სოხუმის რაიონი — გუმისთის ოლქი №70 | იმასტუი სააკის ასული მიქაელიანი |
სოხუმის რაიონი — აჩადარის ოლქი №71 | მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა |
სოხუმის რაიონი — თავისუფლების ოლქი №72 | ივანე ვლადიმერის ძე ზაიკინი |
სოხუმის რაიონი — შრომის ოლქი №73 | ნიკოლოზ მიხეილის ძე ცხომარია |
სოხუმის რაიონი — ოდიშის ოლქი №74 | მახი ქრისტეფორეს ასული პანტელიდი |
სოხუმის რაიონი — კელასურის ოლქი №75 | ვიანორ მიხეილის ძე კოკაია |
სოხუმის რაიონი — ბირცხის ოლქი №76 | ნიკოლოზ გუძას ძე გოგია |
სოხუმის რაიონი — ბესლეთის ოლქი №77 | ვალერი მიხეილის ძე ხინტბა |
გულრიფშის რაიონი — აჟარის ოლქი №78 | გიორგი ბიქტორის ძე დავითაია |
გულრიფშის რაიონი — ამტყელის ოლქი №79 | ხუტა ნიკოლოზის ძე ჯიქია |
გულრიფშის რაიონი — წებელდის ოლქი №80 | ძოვინარ სურენის ასული კალაიჯიანი |
გულრიფშის რაიონი — მერხეულის ოლქი №81 | შოთა დორიმენდოს ძე გოგოხია |
გულრიფშის რაიონი — ბაღმარანის ოლქი №82 | ვლადიმერ ნესტორის ძე ღვინჯილია |
გულრიფშის რაიონი — მაჭარის ოლქი №83 | კონსტანტინე ნესტორის ძე გერია |
გულრიფშის რაიონი — აგუძერის ოლქი №84 | ანუშ ალექსანდრეს ასული ტოფჩიანი |
გულრიფშის რაიონი — გულრიფშის ოლქი №85 | ოთარ ბიქტორის ძე დავითაია |
გულრიფშის რაიონი — დრანდის ოლქი №86 | გიორგი ვლადიმერის ძე მისაბიშვილი |
გულრიფშის რაიონი — ფშაფის ოლქი №87 | ასტიკო კონსტანტინეს ძე გვარამია |
გულრიფშის რაიონი — ბაბუშარის ოლქი №88 | გივი დარისმანის ძე ჭაჭია |
გულრიფშის რაიონი — ვარჩეს ოლქი №89 | შალვა ილიას ძე ჩაგელიშვილი |
გულრიფშის რაიონი — ვლადიმიროვკის ოლქი №90 | ნიკოლოზ ბასიატის ძე კიუტი |
გულრიფშის რაიონი — განახლების ოლქი №91 | ლილი ნესტორის ასული სალია |
ოჩამჩირის რაიონი — აძუბჟის ოლქი №92 | პლატონ გამჟალოს ძე არშბა |
ოჩამჩირის რაიონი — ათარის ოლქი №93 | ეფრემ ამბარცუმის ძე ჩეპნიანი |
ოჩამჩირის რაიონი — ჯგერდის ოლქი №94 | მარია კოწიას ასული ადლეიბა |
ოჩამჩირის რაიონი — ჭლოუს ოლქი №95 | რაისა მახაიდოს ასული ჭოლოკუა |
ოჩამჩირის რაიონი — კოჩარის ოლქი №96 | ცაცა ანტონის ასული ქარდავა |
ოჩამჩირის რაიონი — ტამიშის ოლქი №97 | ზოია ხუტას ასული კვარაცხელია |
ოჩამჩირის რაიონი — კვიტოულის ოლქი №98 | ვენერა ტარასის ასული გერგია |
ოჩამჩირის რაიონი — მოქვის ოლქი №99 | ეთერ გუჯოს ასული მოწაფია |
ოჩამჩირის რაიონი — არადუს ოლქი №100 | აკაკი ნესტორის ძე ღვინჯილია |
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩრის პირველი ოლქი №101 | მიხეილ იაკობის ძე პარხომენკო |
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის მეორე ოლქი №102 | ვარლამ ალექსის ძე გაბლია |
ოჩამჩირის რაიონი — რკინიგზის ოლქი №103 | ბორის შალვას ძე ბოჭორიშვილი |
ოჩამჩირის რაიონი — ოქტომბრის ოლქი №104 | ბაბუცა სიკოს ასული კვეკვესქირი |
ოჩამჩირის რაიონი — რუსთაველის ოლქი №105 | ილარიონ კადირის ძე კაკალია |
ოჩამჩირის რაიონი — არასაძიხის ოლქი №106 | ოდიკ აქვსენტის ძე ურიდია |
ოჩამჩირის რაიონი — გუფის ოლქი №107 | ალექსი ნესტორის ძე ჯონუა |
ოჩამჩირის რაიონი — ფოქვეშის ოლქი №108 | თემურ მახმედის ძე ქეცბა |
ოჩამჩირის რაიონი — ილორის ოლქი №109 | ალექსანდრე ვლადიმერის ძე შონია |
ოჩამჩირის რაიონი — აგუბედიის ოლქი №110 | ნური რეჯიბის ძე აკაბა |
გალის რაიონი — გალის პირველი ოლქი №111 | მეჯით მუსტაფას ძე არგუნი |
გალის რაიონი — გალის მეორე ოლქი №112 | შორენა ტარასის ასული კახიანი |
გალის რაიონი — გალის მესამე ოლქი №113 | მარიამ ვასილის ასული სარუა |
გალის რაიონი — წარჩეს ოლქი №114 | რაჟდენ თანასის ძე ქვარანძია |
გალის რაიონი — აჩიგვარის პირველი ოლქი №115 | გალინა ერასტოს ასული ჭოლარაია |
გალის რაიონი — აჩიგვარის მეორე ოლქი №116 | გრიგოლ დუტუს ძე ჩაჩიბაია |
გალის რაიონი — ოქუმის ოლქი №117 | ეფრემ კონსტანტინეს ძე გეთია |
გალის რაიონი — მუხურის ოლქი №118 | ციალა გიორგის ასული გვალია |
გალის რაიონი — პირველი გალის ოლქი №119 | სულიკო ვლადიმერის ასული ზუხბაია |
გალის რაიონი — მზიურის ოლქი №120 | მეჯით შექირის ძე ხვარწკია |
გალის რაიონი — სიდის ოლქი №121 | ამირან გრიგოლის ძე ქავთარაძე |
გალის რაიონი — ნაბაკევის ოლქი №122 | დავით მიხეილის ძე ჯიჭონაია |
გალის რაიონი — ოტობაიის ოლქი №123 | ლუდვიგ აქვსენტის ძე ღურწკაია |
გალის რაიონი — ფიჩორის ოლქი №124 | ნიკოლოზ ივანეს ძე კობახია |
გალის რაიონი — ბარღების ოლქი №125 | ირადიონ დიანოზის ძე ჭაავა |
გალის რაიონი — რეფი-შეშელეთის ოლქი №126 | ხუტა ვასილის ძე ახალაია |
გალის რაიონი — დიხაზურგის ოლქი №127 | შალვა ჩოპოს ძე გამსახურდია |
გალის რაიონი — საბერიოს ოლქი №128 | ეთერ დურუს ასული ცაავა |
გალის რაიონი — რეჩხო-ცხირის ოლქი №129 | ლეონიდ ტარასის ძე რიგვავა |
გალის რაიონი — ჭუბურხინჯის ოლქი №130 | აკაკი ამბროსის ძე ძაძუა |
1967 წლის 19 მარტს გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. კენჭისყრა დაიწყო დილის 6 საათიდან და დამთავრდა ღამის 10 საათზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიისაგან მიიღო სრული ცნობები აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ.
საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა საერთო რიცხვმა შეადგენდა 267.059 კაცს, რომელთაგანაც აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭს დეპუტატების არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 267.052 კაცმა, ესეიგი ამომრჩეველთა 99,99%-მა.
კომუნისტებისა და უპარტიოების ბლოკის კანდიდატებს ყველა საარჩევნო ოლქში ხმა მისცა 266.966 ამომრჩეველმა, რაც შეადგენდა კენჭისყრით მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 99,96%-ს. დეპუტატობის წინააღმდეგ ხმა მისცა 74-მა კაცმა, ანუ კენჭისყრით მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0,03%-მა. „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 79 მუხლის საფუძველზე გაუქმებულად ჩაითვალა 12 ბიულეტინი.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, განიხილა რა მასალები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 38 მუხლის საფუძელზე რეგისტრაციაში გაატარა ყველა საარჩევნო ოლქში არჩეული აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ყველა 130 საარჩევნო ოლქის მიხედვით[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (8216), 24 მარტი, 1967