აფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭო
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის VII მოწვევის უმაღლესი საბჭო — აფხაზეთის ასსრ-ის მეშვიდე მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1967-1971 წლებში.
ისტორია
რედაქტირება1967-1971 წლების განმავლობაში სულ ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს რვა სესია.
მმართველი რგოლი
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ირაკლი გრიგოლის ძე გვერდწითელი;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ალა გრიგოლის ასული დოროშენკო.
აფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — ბაგრატ ვასილის ძე შინკუბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ვლადიმერ დიმიტრის ძე ტანია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — აკაკი ამბროსის ძე ძაძუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — შამილ ნიკოლოზის ძე ლაკობა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ვალერიან ოსმანის ძე კობახია, გობრონ ანდრონიკეს ძე ჯოხთაბერიძე, ბორის ბიქტორის ძე ადლეიბა, ივანე ალექსის ძე გიორგბერიძე, ვალერი მიხეილის ძე ხინტბა, ოდიკ ავქსენტის ძე ურიდია, მარინა ეფრემის ასული ეშბა, პავლე ივანეს ძე ზალეტოვი დ ანუშ ალექსანდრეს ასული თოფჩიანი[1].
სესიები
რედაქტირებაI სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1967 წლის 6 აპრილს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.
პირველი (6 აპრილს დილის) სხდომა გაიმართა 11 საათზე. დეპუტატ გ. ჯოხთაბერიძის წინადადებით სხდომა გახსნა უხუცესმა დეპუტატმა ი. პაპასქირმა.
დეპუტატ ი. პაპასქირის სიტყვის შემდეგ უმაღლესი საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნებს. დეპუტატ ა. ძაძუას წინადადებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დეპუტატი მ. ლ. ხაშბა, თავმჯდომარის მოადგილეებად — დეპუტატები ი. გ. გვერდწითელი და ა. გ. დოროშენკო.
დეპუტატ ვ. კოკაიას წინდადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ში ბუნების დაცვის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების შესამოწმებლად აირჩა სამანდატო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- სამანდატო კომისიის თავმჯდომარე — გ. დ. ჭაჭია;
- სამანდატო კომისიის წევრები: ს. კ. გუნბა, ი. ვ. ზაიკინი, ვ. ხ. ავიძბა, ა. გ. ქავთარაძე, ე. მ. ბარციცი და ვ. ა. გაბლია.
შემდეგ, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა მუდმივი კომისიების არჩევის საკითხის განხილვაზე.
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ აირჩია საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია 7 კაცის ოდენობით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ აირჩია საგეგმო-საბიუჯეტო კომისია 7 კაცის შემადგენლობით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სოფლის მეურნეობის კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს განათლებისა და კულტურის კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის, ფიზკულტურისა და სოციალური უზრუნველყოფის კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბინაო მშენებლობის, კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით.
შემდეგ სესია გადავიდა დღის წესრიგის მესამე საკითხის განხილვაზე: „აფხაზეთის ასსრ-ში ბუნების დაცვის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“. ამ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეპუტატი გ. ბერულავა. მოხსენების შემდეგ კამათში გამოვიდნენ: დეპუტატი გ. ალანი, აფხაზეთის ასსრ-ის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ზ. ტ. აბგაჯი, დეპუტატი რ. ქ. ხიკუბა, თევზისდაცვის სოხუმის ინსპექციის რაიონული ინსპექტორი ს. გ. ბარამია.
შემდეგ მოხსენებით გამოვიდა სამანდატო კომისიის თავმჯდომარე გ. დ. ჭაჭია. უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა, რომ აღიარებულ იქნას ყველა დეპუტატის რწმუნებანი, ხოლო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა დასრულებულად გამოცხადდა.
თავმჯდომარემ წაიკითხა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დეპუტატ მ. გ. ჩიქოვანის განცხადება რესპუბლიკის მთავრობის მიერ უმაღლესი საბჭოს წინაშე რწმუნებების მოხსნის შესახებ.
დეპუტატ ვ. კობახიას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელშიც ღებულობს ამ განცხადებას, მოიწონა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს საქმიანობას და ანდობს მ. ჩიქოვანს წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს წინადადებანი აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემადგენლობის შესახებ. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიანდო მინისტრთა საბჭოს წინანდელ შემადგენლობას განაგრძოს თავისი საქმიანობა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.
შესვენების შემდეგ განახლდა კამათი „აფხაზეთის ასსრ-ში ბუნების დაცვის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ მოხსენების გამო. კამათში გამოვიდნენ: დეპუტატი ო. ორანსკი და აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მ. აშუბა. კამათის დასასრულს განხილული საკითხის გამო სესიამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.
შემდეგ სესიამ დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დეპუტატ ვ. კობახიას შემოაქვს წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემდეგი შემადგენლობის შესახებ: თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე, მდივანი და პრეზიდიუმის 9 წევრი.
ამის შემდეგ უმაღლესი საბჭო გადავიდა მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნის შესახებ საკითხის განხილვაზე. დეპუტატ მ. ჩიქოვანის მიერ წარმოდგენილი იქნა მინისტრთა კაბინეთის ახალი შემადგენლობა რომელიც მოწონებულ იქნა და შემდეგ ერთხმად იქნა სესიაზე დამტკიცებული.
ამით დაამთავრა მუშაობა აფხაზეთის ასსრ-ის მეშვიდე მოწვევის პირველმა სესიამ[2].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1967 წლის
17 მაისს:
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან განთავისუფლებულ იქნა მიხეილ გერასიმეს ძე ჩიქოვანი — მისი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პავლე გიორგის ძე გილაშვილი.
31 ივლისს:
24 ოქტომბერს:
- 1967 წლის 20 ნოემბრისთვის დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეორე სესია[3].
10 ნოემბერს:
17 ნოემბერს:
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობიდან განთავისუფლებულ იქნა ოლეგ პავლეს ძე ორანსკი — მისი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნური რეჯაბის ძე აკაბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრობის მოვალეობიდან განთავისუფლებულ იქნა ნური რეჯაბის ძე აკაბა — მისი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო;
- აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად არჩეულ იქნა თემურ მაჰმედის ძე ქეცბა[4].
II სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1967 წლის 20 ნოემბერს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.
პირველი (20 ნოემბრის დილის) სხდომა გაიმართა 11 საათზე. სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მ. ხაშბამ.
დამტკიცდა სამუშაო დღის წესრიგი და რეგლამენტი. სესიის დღის წესრიგში შეტანილ იქნა შემდეგი საკითხები:
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1968 წლის სახელმწიფო გეგმისა და აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1969 და 1970 წლების გეგმების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის 1968 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის 1966 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევის შესახებ.
მოხსენაბაზე „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1968 წლის სახელმწიფო გეგმისა და აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1969 და 1970 წლების გეგმების შესახებ“ სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატ ლ. ნაზაძეს.
მოხსენებაზე „აფხაზეთის ასსრ-ის 1968 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის 1966 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი დეპუტატი დ. ჯიჭონაია.
შემდეგ ზემოაღნიშნულ მოხსენებებთან დაკავშირებით თანამოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დეპუტატი თ. ქეცბა.
შესვენების შემდეგ მოხსენებისა და თანამოხსენებების გარშემო დაიწყო კამათი. კამათში მონაწილეობდნენ სოხუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ი. ტ. კვიწინია, დეპუტატები:ლ. ქვარანძია, ო. ურიდია, ხ. აიბა და გ. ჩაჩიბაია.
ამით დამთავრდა სესიის დილის სხდომა.
მეორე (20 ნოემბრის საღამოს) სხდომა გაიმართა 8 საათზე.
სხდომაზე გაგრძელდა კამათი აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1968 წლის სახელმწიფო გეგმისა და აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1969 და 1970 წლების გეგმებისა და აფხაზეთის ასსრ-ის 1968 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის 1966 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მოხსენებისა და თანამოხსენებების შესახებ. კამათსი მონაწილეობდნენ დეპუტატები: გ. ალანი, რ. ხიკუბა, გ. პაპასქუა, კ. გერია და ა. ჯონუა.
კამათის დასასრულს საბოლოო სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატ ლ. ნაზაძე და აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი დეპუტატი დ. ჯიჭონაია.
სესიამ ერთსულოვნად მიიღო კანონი აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1968 წლის სახელმწიფო გეგმისა და აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1969 და 1970 წლების გეგმებისა და აფხაზეთის ასსრ-ის 1968 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის 1966 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
სესია გადავიდა დღის წესრიგის მესამე საკითხზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების თაობაზე. ამ საკითხზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუის მდივანი შ. ნ. ლაკობა. უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა პრეზიდიუმის ბრძანებულებები ერთხმად.
შემდეგ სესიამ განიხილა საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევის შესახებ. ამ საკითხზე სიტყვით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატი ვ. ტანია. მოხსენების შემდეგ სესიამ ერთხმად აირჩია აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მიიღეს უხუცესთა საბჭოს წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მუდმივი კომისიების შემადგენლობაში ცალკეული ცვლილებების შეტანის შესახებ.
- დეპუტატი ა. ძაძუა განთავისუფლებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან;
- დეპუტატი გ. დავითაია დანიშნულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე;
- დეპუტატი ა. ძაძუა აირჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად;
- დეპუტატი გ. დავითაია გათავისუფლებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ვაჭრობისა და საოგადოებრივი კვების მუდმივი წევრის მოვალეობიდან;
- დეპუტატი მ.ჯალაღონია დანიშნულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ვაჭრობისა და საოგადოებრივი კვების მუდმივი წევრად;
- დეპუტატი თ. ქეცბა განთავისუფლებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობიდან;
- დეპუტატი ო. ორანსკი დანიშნულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობაზე;
- დეპუტატი თ. ქეცბა დანიშნულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის თანამდებობაზე.
სესიის მუშაობის დღის წესრიგი ამოიწურა. აფხაზეთის ასსრ-ის მეშვიდე მოწვევის მეორე სესია დახურულად გამოცხადდა[5].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაIII სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს III სესია მოწვეულ იქნა 1968 წლის 27 მაისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაIV სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV სესია მოწვეულ იქნა 1969 წლის 20 იანვარს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაV სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1969 წლის 23 ივნისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაVI სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს VII სესია მოწვეულ იქნა 1969 წლის 29 დეკემბერს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაVII სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს VII სესია მოწვეულ იქნა 1970 წლის 29 ივნისს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაVIII სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს VIII სესია მოწვეულ იქნა 1970 წლის 28 დეკემბერს.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1971 წლის 24 თებერვლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესის აბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა შოთა ბორისის ძე ჭოლოკუა.[6]
1971 წლის 18 მარტის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესის აბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 1971 წლის 13 ივნისს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნები.[7]
1971 წლის 24 მარტს აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 22-ე მუხლისა და „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 25 და 26 მუხლების საფუძველზე შეიქმნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 130 საარჩევნო ოლქი.[8][9]
1971 წლის 25 მარტს „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 36 და 37 მუხლების საფუძველზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: დამტკიცებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშრომელთა საზოგადოებების შემდეგი შემადგენლობით:
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — შოთა ელიზბარის ძე შარტავა;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე — სვეტლანა კიაზინის ასული გუნბა;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი — ხუტა ნიკოლოზის ძე ჯიქია;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები: სოსო ლუკას ძე ფხაკაძე, გუგული ხასანის ასული კვიწინია, მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა, ანტონინა ივანეს ასული ტიულიაევა, ქეთევან ილიას ასული ეხვაია, პაჩ ხარიტონის ძე ბარციცი, დალი ილიას ასული შონია, არამ ბოგოსის ძე გალუსტიანი, იაკობ გრიგოლის ძე მორდვინკოვი და ივანე კონსტანტინეს ძე თარბა.[10]
აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 22 მუხლის და „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 25-ე და 26-ე მუხლების საფუძველზე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 9 დეკემბერს დაადგინა შექმნილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 130 საარჩევნო ოლქი.[11]
1971 წლის 30 აპრილს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარეობის მოვალეობიდან განთავისუფლდა მ. მაისურაძე და მის მაგივრად დაინიშნა ლ. გალუსტოვი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Стенографический отчет [Текст] / Заседания Верховного Совета Абхазской АССР 7-го созыва. 1-я сессия (6 апр. 1967 г.). - Сухуми : Изд-во Верховного Совета Абхазской АССР, 1968.
- Стенографический отчет [Текст] / Заседания Верховного Совета Абхаз. АССР. Седьмого созыва. Вторая сессия. 20 ноября 1967 г. - Сухуми : [б. и.], 1968.
- Стенографический отчет [Текст] / Заседание Верховного Совета Абхаз. ССР. Седьмого созыва, Третья сессия. 27 мая 1968 г. - Сухуми : Алашара, 1969.
- Стенографический отчет [Текст] / Заседание Верховного Совета Абхаз. АССР седьмого созыва. Пятая сессия. 23 июня 1969 г. - Сухуми : [б. и.], 1970.
- Стенографический отчет [Текст] / Заседание Верховного Совета Абхаз. АССР. Шестая сессия седьмого созыва. 29 дек. 1969 г. - Сухуми : Алашара, 1970.
- Стенографический отчет [Текст] / Заседание Верховного Совета Абхаз. АССР. Седьмая сессия, Седьмого созыва. 29 июня 1970 г. - Сухуми : Алашара, 1970 вып. дан. 1971.
- Стенографический отчет [Текст] / Заседание Верховного Совета Абхаз. АССР. Восьмая сессия седьмого созыва 28 дек. 1970 г. - Сухуми : Алашара, 1971.
- აფხაზეთის ასსრ მეშვიდე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, პირველი სესია, 1967 წ. 6 აპრ. : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი, 1968.
- აფხაზეთის ასსრ მეშვიდე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მეორე სესია : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : აფხ. ასსრ უმარლ. საბჭოს გამოც., 1968.
- აფხაზეთის ასსრ მეშვიდე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები (მეოთხე სესია), 1969 წ. 20 იანვ. : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1969.
- აფხაზეთის ასსრ მეშვიდე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მეხუთე სესია, 1969 წლის 23 ივნისი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1970.
- აფხაზეთის ასსრ მეშვიდე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მეექვსე სესია, 1969 წლის 29 დეკემბერი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1970.
- აფხაზეთის ასსრ მეშვიდე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მეშვიდე სესია, 1970 წლის 29 ივნისი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1971.
- აფხაზეთის ასსრ მეშვიდე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, მერვე სესია, 1970 წლის 28 დეკემბერი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი : ალაშარა, 1971.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №69 (8225), 7 აპრილი, 1967
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №69 (8225), 7 აპრილი, 1967
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №212 (8068), 26 ოქტომბერი, 1967
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №230 (8086), 23 ნოემბერი, 1967
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №228 (8084), 21 ნოემბერი, 1967
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №39 (8366), 25 თებერვალი, 1971
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №55 (8382), 20 მარტი, 1971
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (8386), 26 მარტი, 1971
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №60 (8387), 27 მარტი, 1971
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (8386), 26 მარტი, 1971
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (8386), 26 მარტი, 1971