ვლადიმერ კვარჭელია
ვლადიმერ ჯგონატის ძე კვარჭელია (დ. 15 ივნისი, 1919, სოფელი აჭანდარა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 22 აპრილი, 1985, საქართველოს სსრ) — აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო მოხელე, სკპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრი, აფხაზეთის ასსრ-ის IV-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებავლადიმერ ჯგონატის ძე კვარჭელია დაიბადა 1919 წლის 15 ივნისს სოფელ აჭანდარაში, გლეხის ოჯახში. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1938 წელს მასწავლებლად მშობლიურ სოფელში. 1944 წელს შევიდა სკკპ რიგებში.
1940 წელს გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიაში, სავალდებულო სამსახურში. იგი იყო მეორე მსოფლიო ომის, ქალაქ ლენინგრადის დაცვის აქტიური მონაწილე. საბჭოთა არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1945 წელს ვ. კვარჭელია შევიდა სოხუმის ა. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1949 წელს.
1949-1954 წლებში მუშაობდა პარტიის გუდაუთის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორად, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგის მოადგილედ, პარტკაბინეტის გამგედ, შემდეგ ჯერ პარტიის გუდაუთის, შემდეგ ახალი ათონის რაიონული კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ. 1954 წელს ვ. კვარჭელია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მინისტრად. 1967-1973 წლებში ვ. კვარჭელია აფხაზეთის ასსრ-ის შრომითი რესურსების გამოყენების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარეა. 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი.
ვლადიმერ კვარჭელია 1955 წლიდან იყო აფხაზეთის ასსრ-ის ყველა მოწვევის უმაღლესის აბჭოს დეპუტატი, არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის გუდაუთის და ახალი ათონის რაიონული კომიტეტების წევრად.
ვლადიმერ კვარჭელია გარდაიცვალა 1985 წლის 22 აპრილს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებადაჯილდოებული იყო:
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №81 (11947), 25 აპრილი, 1985