მერი ავიძბა
მერი ხაფიზის ასული ავიძბა (აფხ. Мери Ҳафиз-иԥҳа Аҩӡба; დ. 24 იანვარი, 1917, სოხუმი, რუსეთის იმპერია — გ. 5 დეკემბერი[1], 1986, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველო სსრ) — პირველი აფხაზი მფრინავი ქალი, ბელორუსიის მე-2 ფრონტის, მე-4 საჰაერო არმიის, 46-ე გვარდიის ღამის ავიაციის შტურმანი, გვარდიის ლეიტენანტი[2]. აფხაზეთის ასსრ-ის VII-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1917 წელს ქალაქ სოხუმში. 1933 წელს დაამთავრა აფხაზური სკოლის 7 კლასი. 1935 წელს შევიდა სრულიად საკავშირო ლენინური კომკავშირის რიგებში. შევიდა ბატაისკის ბარანოვის სახელობის სამწლიან საავიაციო-საფრენოსნო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1938 წელს. სოხუმის აეროკლუბში მისი მასწავლებელი იყო ვიქტორ არგუნი, რომელიც მუშაობდა საფრენოსნო ნაწილის უფროსად. ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა მფრინავ-ინსტრუქტორადსოხუმის აეროკლუბში. 1939 წელს გახდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის კურსანტი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ჩაირიცხა ლენინგრადის კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. ჯანმრთელობის გამო ის სწავლას თავს ანებებს და ამის დამიუხედავად ჩაეწერა მოხალისედ წითელ არმიაში და 122-ე ავიაჯგუფის, ავიასკოლის მფრინავი გახდა. მსახურობდა კავშირგაბმულობის ცალკე ესკადრილიაში. 1942 წლის დეკემბრიდან გერმანიის დამარცხებამდე, სწავლება გაიარა პერმის ავიასკოლაში. იგი იბრძოდა ჩრდილო-კავკასიის მე-4 საჰაერო არმიის შემადგენლობაში, მე-4 უკრაინის და მე-2 ბელორუსიის ფრონტებზე. ოპერაცია „ბაგრატიონის“ შესრულების შემდეგ, მერი ავიძბა იბრძოდა ბელორუსიის მე-2 ფრონტზე. ერთ-ერთ სამხედრო გაფრენაზე, მისი თვითმფრინავი მტრის მიერ იქნა დაზიანებული და გაუჭირდა აეროდრომამდე მიღწევა. მან მიიღო მონაწილეობა კავკასიის დაცვაში და ყირიის, ბელორუსიის, პოლონეთის განთავისუფლებაში. აგრეთვე გერმანიის ტერიტორიის დაბომბვაში. 1944 წელს, გადავიდა სხვა საავიაციო პოლკში. საომარი ქმედებების დროს, მერი ავიძბამ შეასრულა 477 საბრძოლო აფრენა და ჰაერში გაატარა 1000 საათი, ხოლო მტერზე 63 000 კილოგრამი ბომბი ჩამოაგდეს. ომის შემდგომ, საომარი მოქმედედების დროს მიღებული ტრავმის გამო, პარალიზებულ იქნა, ხოლო 7 წლის შემდეგ ჩაუტარდა წარმატებული ოპერაცია. პენსიაზე მყოფი, მერი ავიძბა ცხოვრობდა საზოგადოებრივი ცხოვრებით, იგი არჩეულ იქნა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატად ახალგაზრდებს შორის. ატარებდა დიდ პატრიოტულ აღმზრდელობით მუშაობას.
იყო აფხაზეთის ასსრ-ის VII-XI მოწვევეის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
გარდაიცვალა 1986 წელს, სოხუმში, აფხაზეთში.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებადაჯილდოვებული იყო:
- I ხარისხის სამამულო ომის ორდენი;
- II ხარისხის სამამულო ომის ორდენი;
- მედლებით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №235 (12351), 6 დეკემბერი, 1986
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №234 (12350), 5 დეკემბერი, 1986
- ↑ Сухумский аэропорт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-12. ციტირების თარიღი: 2018-03-20.