ვარლამ გაბლია
ვარლამ ალექსის ძე გაბლია (დ. 12 ნოემბერი, 1902, სოფ. ტამიში, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, — გ. 28 დეკემბერი, 1982, ოჩამჩირე) — საბჭოთა კავშირის გმირი (15 მაისი, 1946), უფროსი სერჟანტი, ეროვნებით აფხაზი.
მუშაობდა აფხაზეთში სამეურნეო დარგში. 1941 წლიდან გაწვეული იყო წითელ არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, მდ. დუნაის მარჯვენა ნაპირზე გამართულ ბრძოლებში (1945 წლის 19–24 მარტი) გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. არჩეული იყო აფხაზეთის ასსრ VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს (1967-1971) დეპუტატად. დაჯილდოებული იყო ასევე ლენინის ორდენით (1946) და სხვა სახელმწიფო ჯილდოებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი ტ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 521.