ბორის ადლეიბა
ბორის ვიქტორის ძე ადლეიბა (რუს. Борис Викторович Адлейба, აფხ. Борис Виктор-иԥа Адлеиба; დ. 15 ივლისი, 1931, სოხუმი — გ. 17 დეკემბერი, 1990, მოსკოვი) — აფხაზი საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სკკპ წევრი 1958 წლიდან. საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი (1978-1989). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს X (1979-1984) და XI (1984-1989) მოწვევების კავშირის საჭოს დეპუტატი, სსრკ-სა და საქართველოს სსრ-ის სახალხო დეპუტატი. XIX საკავშირო პარტიული კონფერენციის დელეგატი (1988).
ბიოგრაფია
რედაქტირება1951-1955 წლებში იყო საბჭოთა არმიის რიგებში.
1955 წლიდან კომკავშირულ სამუშაოზეა — იყო საქართველოს ალკკ ოჩამჩირის რაიოკომის ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, შემდეგ პირველი მდივანი. 1962-1965 წლებში იგი მუშაობდა პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორად, შემდეგ სექტორის გამგედ. 1965 წელს აირჩიესპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად. 1969 წელს დაამტკიცეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორად. 1971 წელს აირჩიეს პარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველ მდივნად, ხოლო 1975 წელს — საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 1977-178 წელბში მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ. 1978 წლის 19 აპრილს არჩეულ იქნა საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად.[1]
იყო 1989 წლის 18 მარტის ლიხნის მიმართვის პირველი ხელისმომწერი. 6 აპრილს, თბილისიდან სოხუმში საგანგებოდ ჩავიდა ჯ. პატიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში მოწვეულ იქნა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმი. ბიუროს სხდომაზე დაისვა ბ. ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის მაგივრად რეკომენდაცია ვ. ხიშბას გაეწია. ადლეიბას გარდა მისი ბედი გაიზიარა რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც.[2]
გარდაცივალა მოსკოვში 1990 წლის 17 დეკემბერს. დაკრძალულია აფხაზეთში სოფელ ჭლოუში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Некролог // Правда : газета. — 1990. — 19 декабря (№ 353). — С. 6.