საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტი
საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტი, საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტი, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტი (რუს. Абхазский областной комитет КП Грузии) — საქართველოს სსრ-ს მმართველი პარტიის, საქართველოს კომუნისტური პარტიის საოლქო ორგანიზაცია საბჭოთა აფხაზეთში (24 ნოემბერი, 1921 — 27 აგვისტო, 1991).
ისტორია
რედაქტირება1921 წლის 4 მარტს აფხაზეთის რევკომმა წითელი არმიის დახმარებით მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია. იმავე წლის 29 მარტს დაარსდა კომუნისტური პარტია, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას ექვემდებარებოდა და ეწოდებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტი. იმდენად რამდენადაც აფხაზეთის ოკუპაციაში მონაწილეობა მიიღო ორმა „აფხაზეთის რევკომმა“ (ერთი დაარსდა სოჭაში და ექვემდებარებოდა რუსეთის კომუნისტურ პარტიას, ხოლო მეორე იწოდებოდა „აფხაზეთის დროებით რევკომად“, განლაგებული იყო სოხუმის იატაქვეშეთში და ემორჩილებოდა საქართველოს კომუნისტურ პარტიას), ერთ-ერთ საერთო შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ აფხაზეთის საბჭოების I ყრილობამდე აფხაზეთის რევკომს ემოქმედა რუსული კომუნისტური პარტიის ინსტრუქციითა და მითითებებით. მიუხედავად ამისა, იმავე წლის 24 ნოემბერს (აფხაზეთის საბჭოების I ყრილობა გაიმართა 1922 წლის თებერვალს) აფხაზეთის რევკომი დაექვემდებარა საქართველოს კომუნისტურ პარტიას. აღნიშნულის მიზეზი იყო ამიერკავკასიის სფსრ-ის შექმნა, რომელში ჩართვის სურვილი აფხაზურმა პოლიტელიტამაც მოისურვა.
1952 წლის 13 ოქტომბერს მოხდა სახელის გადარქმევა საქართველოს კომპარტიის (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიურომ თავის სხდომაზე განიხილა საკითხი საქართველოს კომპარტიის (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტისთვის სახელის გადარქმევის შესახებ. პლენუმმა მიიღო წინადადება და დაამტკიცა დადგენილება საქართველოს კომპარტიის (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სახელის გადარქმევის შესახებ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტად.
1990 წლის 5 დეკემბერს სკკპ ახალი წესდების თანახმად, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტის ბიურომ თავის სხდომაზე განიხილა საკითხი საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტისთვის სახელის გადარქმევის შესახებ. VI პლენუმმა მიიღო წინადადება და დაამტკიცა დადგენილება საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სახელის გადარქმევის შესახებ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის რესპუბლიკურ კომიტეტად[1].
1991 წლის 27 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილებით აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე სკკპ-ს საქმიანობა შეუჩერდა, ხოლო მის ხელთ არსებული უძრავ-მოძრავი ქონება ნაციონალიზაციას დაექვემდებარა[2].
კონფერენციები და პლენუმები
რედაქტირება- 1922 წლის 7-12 იანვარს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის I კონფერენცია.
- 1922 წლის 12-15 მარტს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის II კონფერენცია.
- 1923 წლის 28 თებერვალი - 3 მარტს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის III კონფერენცია.
- 1923 წლის 13-16 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის IV კონფერენცია.
- 1924 წლის 30 აპრილი - 2 მაისს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის V კონფერენცია.
- 1924 წელს 20-26 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის VI კონფერენცია.
- 1925 წლის 25-29 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის VII კონფერენცია.
- 1926 წლის 27-31 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის VIII კონფერენცია[3].
- 1927 წლის 26 ივნისს გაიმართა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის II პლენუმი[4].
- 1927 წლის 1-5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის IX კონფერენცია[5].
- 1928 წლის 12-19 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის X კონფერენცია.
- 1929 წლის 10 ივნისს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის XI კონფერენცია.
- 1930 წლის 12-17 აპრილს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის XII კონფერენცია.
- 1937 წლის მაისში ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის XV კონფერენცია.
XXXVI კონფერენცია
რედაქტირება- 1985 წლის 8 თებერვალს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის VIII პლენუმი[6].
- 1985 წლის 12 აპრილს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის IX პლენუმი[7].
- 1985 წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის X პლენუმი[8].
- 1985 წლის 25 სექტემბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის XI პლენუმი[9].
- 1985 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის XII პლენუმი[10].
XXXVII კონფერენცია
რედაქტირება1985 წლის 20 დეკემბერს გაიხსნა საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის რიგით XXXVII კონფერენცია[11].
- 1985 წლის 21 დეკემბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის I პლენუმი[12];
- 1986 წლის 5 აპრილს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის II პლენუმი[13];
- 1986 წლის 24 ივლისს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის III პლენუმი[14];
- 1986 წლის 12 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის IV პლენუმი[15];
- 1987 წლის 28 თებერვალს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის V პლენუმი[16];
- 1987 წლის 4 აპრილს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის VI პლენუმი[17];
- 1987 წლის 8 აგვისტოს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის VII პლენუმი[18];
- 1987 წლის 18 დეკემბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის VIII პლენუმი[19];
- 1988 წლის 15 აპრილს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის IX პლენუმი[20];
- 1988 წლის 23 აგვისტოს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის X პლენუმი[21];
- 1988 წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის XI პლენუმი[22];
- 1988 წლის 6 დეკემბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის XII პლენუმი[23].
XXXVIII კონფერენცია
რედაქტირება1988 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის რიგით XXXVIII კონფერენცია[24].
- 1988 წლის 16 დეკემბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის I პლენუმი[25].
- 1989 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის III პლენუმი[26].
- 1989 წლის 22 ივნისს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის IV პლენუმი[27].
- 1989 წლის 24 ივლისს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის V პლენუმი[28].
- 1991 წლის 11 მარტს გაიმართა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტის VI პლენუმი[29].
XXXIX კონფერენცია
რედაქტირება39-ე კონფერენციის მოწვევა დაიგეგმა 1991 წლის ივნისში.
აფხაზეთის ცკ-ის პასუხისმგებელი და პირველი მდივნები
რედაქტირება- პას. მდ. სერაპიონ გუბელი-მეძმარიაშვილი — (1 - .1922);
- პას. მდ. ნიკოლოზ აქირთავა — (1922 - 1923);
- პას. მდ. გერასიმე მარკაროვი — (1923 - 4.1924);
- პას. მდ. ერვანდ ასრიბეკოვი — (4.1924 - 1.1925);
- ასპ. მდ. გიორგი სტურუა — (1.1925 - 2.1928);
- პას. მდ. ალექსანდრე ამასი — (2.1928 - 5.1929);
- პას. მდ. პავლე მელაძე — (5.1929 - 1930);
- პას. მდ. ვლადიმერ ლადარია — (1930 - 5.1932);
- პირ. მდ. ვლადიმერ ლადარია — (5.1932 - 1.1936);
- პირ. მდ. ალექსი აგრბა — (1.1936 - 1937);
- პირ. მდ. მიხეილ გობეჩია — (1937);
- პირ. მდ. მ. შ. კირილე ბეჭვაია — (1937 - 6.1938);
- პირ. მდ. კირილე ბეჭვაია — (6.1938 - 1940);
- პირ. მდ. მიხეილ ბარამია — (1940 - 20.2.1943);
- პირ. მდ. აკაკი მგელაძე — (20.2.1943 - 8.12.19513);
- პირ. მდ. შოთა გეთია — (8.12.19513 - 21.4.1953);
- პირ. მდ. გიორგი კარჭავა — (21.4 - 2.10.1953);
- პირ. მდ. გიორგი გეგეშიძე — (2.10.1953 - 12.1955);
- პირ. მდ. ოთარ გოცირიძე — (12.1955 - 1.1958)
- პირ. მდ. მიხეილ ბგაჟბა — (1.1958 - 1965);
- პირ. მდ. ვალერი კობახია — (1965 - 1975);
- პირ. მდ. ვალერი ხინტბა — (1975 - 19.4.1978);
- პირ. მდ. ბორის ადლეიბა — (19 აპრილი, 1978 — 6 აპრილი, 1989);
- პირ. მდ. ვლადიმერ ხიშბა — (6 აპრილი, 1989 — 1991).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №43 (13409), 13 მარტი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №146 (13512), 7 სექტემბერი, 1991
- ↑ газ. «Советская Абхазия», №3 (1570), 5 январь, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №143 (1710), 26 июнь, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №249 (1816), 2 ноябрь, 1927
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №28 (11894), 9 თებერვალი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №73 (11939), 13 აპრილი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №97 (11963), 21 მაისი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №185 (12051), 26 სექტემბერი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №196 (12062), 10 ოქტომბერი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №244 (12110), 21 დეკემბერი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №245 (12111), 24 დეკემბერი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №69 (12185), 8 აპრილი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №144 (12260), 25 ივლისი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №218 (12334), 13 ნოემბერი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №43 (12409), 3 მარტი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №70 (12436), 9 აპრილი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №153 (12519), 11 აგვისტო, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №243 (12609), 19 დეკემბერი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №75 (12691), 16 აპრილი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №162 (12778), 24 აგვისტო, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №186 (12802), 26 სექტემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №233 (12849), 7 დეკემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №242 (12858), 17 დეკემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №243 (12859), 20 დეკემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №67 (12933), 7 აპრილი, 1989
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №120 (12986), 23 ივნისი, 1989
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №120 (12986), 25 ივლისი, 1989
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №43 (13409), 13 მარტი, 1991