ჭლოუ (ჭლოუს თემი)

სოფელი საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, ჭლოუს თემი

ჭლოუ (ყოფილი ლაგანია–არხუ) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე დუაბის (მოქვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: აიმარა, ანდროუ, არაჟპარა, აქიდრა). ზღვის დონიდან 180 მ, ოჩამჩირიდან 20 კმ.[1]

სოფელი
ჭლოუ
Ҷлоу
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი ჭლოუ
კოორდინატები 42°52′38″ ჩ. გ. 41°29′38″ ა. გ. / 42.877417° ჩ. გ. 41.494028° ა. გ. / 42.877417; 41.494028
ადრეული სახელები ლაგანია–არხუ 1952–მდე
ცენტრის სიმაღლე 180
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭლოუ (ჭლოუს თემი) — საქართველო
ჭლოუ (ჭლოუს თემი)
ჭლოუ (ჭლოუს თემი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ჭლოუ (ჭლოუს თემი)

XVII საუკუნის საბუთებში იხსენიება, როგორც თავად ჯაიანების კუთვნილი სოფელი ჭალა. როცა ამ მხარე აფხაზები დამკვიდრდნენ, ჭალას ჭლოუ ეწოდა, თუმცა სოფლის ერთ-ერთ უბანს დღემდე შემორჩა სახელი ჭალა-აიმარა. სოფელს ასევე შემორჩა უბნის სახელწოდება ნაჯაიანუ, რაც მეგრულად წარსულში ჯაიანების კუთვნილს ნიშნავს. სოფელი ჭლოუ რუსული ფორმით „ჭილოუ“ (რუს. Чилоу) XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ხშირად იხსენიება (აბრიუცკი, პ. ზუბოვი, ალექსანდრე ფონ ნორდმანი), იხსენიება 1867 წლის მუჰაჯირთა სიაში. 1886 წელს ჭლოუს თემი — კოდორის უბანში, ხოლო 1923 წელს კოდორის მაზრაში შედიოდა (ჭილოვის თემი). 1949 წელს ჭლოუს სასოფლო საბჭოს ცენტრი იყო ლაგნია-არხუ (სახელწოდება აფხაზურია და ლაგანიების გორას ნიშნავს),[2] რომელსაც 1952 წლის 19 ივლისს ჭლოუ ეწოდა.[3][4] სოფლის მახლობლად დგას შუა საუკუნეების გალავანშემოვლებული ეკლესია. მის ნანგრევებში აღმოჩნდა ქართული ასომთავრული წარწერა (XVI საუკუნე), ერისთავთ-ერისთავის ოზბეგ დადიანის ეპიტაფია. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით სოფელში ორი ეკლესია ყოფილა – წმ. გიორგის და ჯვარი პატიოსნის.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[5]