დუაბი
დუაბი — მდინარე აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოქვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კოდორის ქედზე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 114 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. საშუალო წლიური ხარჯი 5,6 მ³/წმ.
დუაბი | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
სათავე | კოდორის ქედი |
სიგრძე | 26 კმ |
აუზის ფართობი | 114 კმ² |
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 501.