შალვა ჩაგელიშვილი
შალვა ჩაგელიშვილი (დ. 24 აპრილი, 1916, ქ. ვლადიკავკაზი — გ. 19 მაისი, 1981, სოხუმი) — ქართველი საბჭოთა გენერალ-მაიორი (1969). სკკპ წევრი 1940 წლიდან. 1936 წელს დაამთავრა ტამბოვის საკავალერიო სამხედრო სკოლა. 1939 წელს მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინისა და ბესარაბიის განთავისუფლებაში. მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) დროს 1941-1943 წლებში კავალერიის პოლკის შტაბის უფროსი, 1943 წლიდან სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. დაჯილდოებულია 5 ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 68.