ირაკლი გვერდწითელი

ქართველი ფიზიკოსი

ირაკლი გვერდწითელი (დ. 22 დეკემბერი, 1918 — გ. 1991) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი.

ირაკლი გვერდწითელი
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1918(1918-12-22)
გარდ. თარიღი 1991
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, შემდეგ სოხუმისა დ პოდოლსკის ინსტიტუტების დირექტორად, ასევე სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ირაკლი გვერდწითელის ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზიკის საკითხებს. მისი გამოკვლევები დაედო საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას (სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი (1963 წელი). გვერდწითელმა გამოიკვლია არაწონასწორულ მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებებში იზოტოპურად სელექციური ეფექტები და პროცესები. მუშაობდა სითბური ენერგიის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის სფეროში, რაც დასრულდა მსოფლიოში პირველი თერმოელექტრული რეაქტორ-გარდამქნელის შექმნით (1964). შეისწავლა მყარ სხეულებში იონური ლეგირების შედეგად მიმდინარე რადიაციული პროცესების ფიზიკური საფუძვლები.

1979 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

მიღებული აქვს ლენინის ორდენი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Влияние освещения на параметр решетки монокристаллического кремния (ავტორი) // Труды Тбилисского университета, №2, т. 306. - Тбилиси, 1991. - стр.203-208
  • О механизме диффузии в ковалентных кристаллах (ავტორი) // Сообщения Академии Наук Грузинской ССР, т.128. - Тбилиси, 1987. - стр.293-296
  • Электронно- дырочный механизм образования точечных дефектов в ковалентных кристаллах (ავტორი) // Сообщения Академии наук Грузинской ССР, N3. - Тбилиси, 1987. - стр.517-520
  • Перераспределение неканалированных, деканалированных и каналированных ионов (ავტორი) // Сообщения Академии Наук Грузинской ССР, №1, т. 115. - Тбилиси, 1984
  • О возможном механизме фазового перехода твердое состоянгие - жидкость в ковалентных полупроводниках (ავტორი) // Сообщения Академии Наук Грузинской ССР, N3 т. 115. - Тбилиси, 1984

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება