დავით მიხეილის ძე ჯიჭონაია (დ. 28 მარტი, 1912, ზუგდიდი, რუსეთის იმპერია — გ. 27 ივნისი, 1991, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ) — ქართველი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი, სოციალისტური შრომის გმირი, აფხაზეთის ასსრ-ის IV-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პარტიის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტის წევრი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული ეკონომისტი. სკკპ წევრი (1940).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავით მიხეილის ძე ჯიჭონაია დაიბადა 1912 წლის 28 მარტს ქალაქ ზუგდიდში, გლეხის ოჯახში. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ-ის ფინანსთა სახალხო კომისარიატში ადგილობრივი ბიუჯეტების სამმართველოს ეკონომისტად. 1939 წლიდან მუშაობდა ამავე სამმართველოს უფროს ეკონომისტად.

1940 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატში, სახალხო განათლების ჯგუფის ჯერ კონტროლიორის, შემდეგ უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე. 1944-1948 წლებში მუშაობდა ზუგდიდის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, შემდგომ — საქართველოს სსრ-ის ფინანსთა სამინისტროს გადასახადებისა და ასაკრების სამმართველოს უფროსად.

1953-1988 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი. 1989 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა სამინისტროს მთავარ სპეციალისტად.

იყო, შემდგომში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ბიძა.

დავით ჯიჭონაია გარდაიცვალა 1991 წლის 27 ივნისს. დაკრძალულია სოხუმის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში[1].

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

დაჯილდოვებული იყო ლენინის ორდენით, ორი „საპატიო ნიშნის“ ორდენით, შრომის წითელი დროშისა და ხალხთა მეგობრობის ორდენებითა და მრავალი მედლით. 1948 წელს მას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №114 (13480), 2 ივლისი, 1991
  1. პატიაშვილი ჯ., „ოცდასამი წლის შემდეგ“, თბ., 21013, გვ. 167