არწივებით ნადირობა
არწივებით ნადირობა — ნადირობის ტრადიციული ფორმა, რომელიც გავრცელებულია ევრაზიულ სტეპში, თურქულენოვან და მონღოლ ხალხებში. თანამედროვე მსოფლიოში არწივებით ნადირობენ ყაზახები და ყირგიზები როგორც ყაზახეთსა და ყირგიზეთში, ასევე მონღოლეთის ბაიან-ულგიის და ჩინეთის სინძიანის პროვინციაში. ეს ხალხები მეტად ცნობილნი არიან მთის არწივით ნადირობით, მაგრამ სანადიროდ ასევე იყენებენ ქორს, გავაზს და შავარდენს.[1]
ტერმინოლოგია
რედაქტირებაროგორც ყაზახურ, ასევე ყირგიზულ ენებში არსებობს ცალკეული ტერმინები ისეთიადამიანების მოსახსენიებლად რომლებიც მტაცებელი ფრინველებით ან თუნდაც არწივებით ნადირობენ.
ყაზახურ ენაში მონადირეებისთვის დამკვიდრებულია ორი ტერმინი: ყუსბეგი და საიატში. ტერმინი ყუსბეგი მომდინარეობს ორი სიტყვისგან: ყუს (ფრიველი) და ბეკ (მბრძანებელი), რაც სიტყვა-სიტყვით „ფრინველების მბრძანებელს“ ნიშნავს. ძველ თურქულ ენაზე კუშ ბეგი ხანის ყველაზე მნიშვნელოვან მრჩეველს ეწოდებოდა, რაც არწივებით მონადირეების პატივსაცემობას უსვამს ხაზს.[2] საიატში სიტყვა საიტი-დან მოდის რაცფრინველების მწვრთნელს ნიშნავს, სუფიქსი -ში კი თურქულ ენებში პროფესიული ტიტულების აღსანიშნავად გამოიყენება. ყაზახური სიტყვა იმ ფრინველების მწვრთნელებისთვის, რომლებიც არწივებით ნადირობენ არის ბიურქითში, რაც ბიურქითი-დან (მთის არწივი) მომდინარეობს. ქორის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი ყარაშიღაში, რაც ყარაშიღა-დან მომდინარეობს (ქორი).
ყირგიზულ ენაში ფრინველების მწვრთნელების სახელწოდებაა მიუნიუშქიორი (münüshkör). იმ ადამიანს, რომელიც ძირითადად არწივებით ნადირობის ბიურქიუთჩიუ (bürkütchü) ეწოდება, რაც, თავის მხრივ, ბიურქიუთი-დან წარმოიშვა (მთის არწივი).
ისტორია
რედაქტირებაისტორიული ჩანაწერების თანახმად, ფრინველებით ნადირობის ტრადიცია სამი ათასი წლის წინ გაჩნდა. შუა საუკუნეების იტალიელი მოგზაურის, მარკო პოლოს ნაშრომებში ნახსენებია, რომ ყუბილაის 5000-მდე თეთრი შავარდენი ჰყავდა ნადირობისთვის. შუა საუკუნეებში მეფეებსა და ხანებს, რომლებიც მართავდნენ ცენტრალურ აზიასა და ყაზახეთს, ასევე ყირიმსა და ვოლგის რეგიონს სასახლეში სპეციალურად ფრინველები ჰყავდათ.
კიდანები
რედაქტირებაახალი წელთაღრიცხვით 936-945 წლებში კიდანებმა, მომთაბარე ხალხმა მანჯურიიდან დაიპყრეს ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილი.[3] 960 წელს ჩინეთი სუნის დინასტიამ დაიპყრო.[4] სუნის დინასტიამ თავიდანვე ვერ შეძლო გაეკონტროლებინა კიდანები, რომლებმაც ჩინური კულტურა შეითვისეს. ჩინეთის 300-წლიანი მმართველობის განმავლობაში სუნის დინასტიას უწევდა ხარკი გადაეხადა კიდანებისთვის, რათა მათ სუნის დინასტიის სხვა ნაწილი არ დაეპყროთ.[5] მიუხედავად იმისა, რომ კიდანებმა ჩინური კულტურა შეითვისეს, მათ მაინც შეინარჩუნეს მომთაბარეთა ტრადიციები და მათ შორის არწივებით ნადირობა.[6]
ყირგიზები
რედაქტირება1207 წელს მომთაბარე ყირგიზებზე კონტროლი ჩინგიზ ყაენის ვაჟმა, ჯუჩიმ დაამყარა. მონღოლთა მმართველობის მიუხედავად, ყირგიზებმა მაინც შეინარჩუნეს მომთაბარეთა ტრადიციები, მათ შორის არწივების გაწვრთნის წესი.[7][8] არქეოლოგების აზრით ცენტრალურ აზიაში არწივების მოთვინიერება ძველი წელთაღრიცხვით პირველ ან მეორე ათასწლეულში დაიწყეს. [9]
ყაზახები
რედაქტირებაყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, ბევრი ყაზახი გაიქცა მონღოლეთში, რათა კოლექტივიზაციისთვის თავი აერიდებინათ და მომთაბარე ცხოვრების წესზე უარი არ ეთქვათ.[10] ისინი ბაიან-ულგიის აიმაკში დასახლდნენ და აქ გააგრძელეს არწივებით ნადირობის ტრადიცია. დღესდღეობით ბაიან-ულგიის პროვინციაში შემორჩენილია 250-მდე არწივებით მონადირე, რომლებიც ალთაის მთებში, დასავლეთ მონღოლეთში ცხოვრობენ.[11] ისინი ძირითადად წვრთნიან მთის არწივს, რომელთა საშუალებითაც ცხენზე შემჯდარნი ნადირობენ კორსაკსა და ჩვეულებრივ მელაზე.[12] არწივების საშუალებით ყაზახები მელიებსა და კურდღლებზე ძირითადად ზამთრის ცივ თვეებში ნადირობენ, როდესაც თოვლზე მათი დანახვა, შეფერილობიდან გამომდინარე, მარტივია.[13][14] ყოველ ოქტომბერს არწივებზე ნადირობის ყაზახურ წეს-ჩვეულებებს აჩვენებენ ყოველწლიურ მთის არწივის ფესტივალზე.[15] მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის მთავრობა ცდილობდა ამ ყაზახური ტრადიციების უკანვე, ყაზახეთში დაბრუნებას, მონადირეთა უმეტესობა კვლავ მონღოლეთში დარჩა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Keen, Dennis. Kyrgyz Falconers Use Falcons, Too. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 30 September 2014
- ↑ (1980) The Encyclopaedia of Islam. Leiden: E. J. Brill, გვ. 18.
- ↑ The Art of War by Sun Tzu - Special Edition by Sun Tzu and Lionel Giles (2005) p.170
- ↑ China: Its History and Culture (4th Edition) by W. Scott Morton, Charlton M. Lewis, and Charlton Lewis (2004) p.100
- ↑ 5 Steps to a 5: AP World History (5 Steps to a 5) by Peggy Martin (2004) p.115
- ↑ Eagle Dreams: Searching for Legends in Wild Mongolia by Stephen J. Bodio (2003) p. 26
- ↑ Soma, Takuya. 2007. ‘Kyrgyz Falconry & Falconers and its Transition’. In Proceedings of Great Silk Road Conference, Culture and Traditions, Then and Now 2006. 130-139. Tashkent: Academy of Uzbekistan/ UNESCO
- ↑ 相馬拓也 2008「形象なき文化遺産としての狩猟技術: キルギス共和国イシク・クル湖岸における鷹狩猟のエスノグラフィ」『国士舘大学地理学報告2007(第16号)』: pp.99-106 [1]
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: December 1, 2013
- ↑ http://www.worldatlas.com/webimage/countrys/asia/kz.htm
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-17. ციტირების თარიღი: 2015-10-17
- ↑ http://matadornetwork.com/trips/photo-essay-hanging-with-eaglehunters-in-western-mongolia
- ↑ http://discover-bayanolgii.com/
- ↑ https://ja.scribd.com/doc/248703715/Takuya-Soma-2014-Eagle-Hunters-in-Action-hunting-practice-of-Altaic-Kazakh-falconers-in-Western-Mongolia-Falco-No-44
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-21. ციტირების თარიღი: 2021-04-14.