კორსაკი
კორსაკი (ლათ. Vulpes corsac) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 50-60 სმ აღწევს. აქვს წვრილი დინგი, დიდი, ფუძესთან გაფართოებული ყურები, წითურ-ნაცრისფერი ზურგი, მოთეთრო მუცელი.
კორსაკი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Vulpes corsac | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 23051 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, ჩრდილოეთ კავკასიიდან იმიერბაიკალამდე, ჩრდილოეთით — ჩრდ. გ. 50 °C-მდე. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. იკვებება უმთავრესად წვრილი მღრღნელებით, აგრეთვე ფრინველებით, ქვეწარმავლებით, მწერებით. სარეწაო ცხოველია. სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 680.