არდისი
არდისი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე მეჯუდის სათავესთან. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, ცხინვალიდან 35 კილომეტრი, გორიდან — 42 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Ардис).
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 38 მცხოვრები.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებახუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: არდისის სამების ეკლესია, არდისის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი, არდისის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 193.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 559.