არდისის სამების ეკლესია

არდისის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ არდისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

მაღალ მთაზე აღმართული ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით დუღაბზე. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. გრძივი კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრ სიმაღლეზე. სამი მეტრის სიმაღლეზე შემორჩენილ დასავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. არქიტრავული შესასვლელი ნაოთხალიანი კარით სამხრეთიდანაა. არქიტრავის თავზე სწორკუთხა ნიშაა. ინტერიერში მიწის დონე საკმაოდ აწეულია. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 8-9