არგენტინის ტურიზმი

ტურიზმი არგენტინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყნის გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნების დამსახურებაა.

ბუენოს-აირესის ობელისკი
იგუასუ
სალტა

მიმოხილვა

რედაქტირება

2007 წელს, არგენტინაში 4,7 მლნ უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც თითქმის გაუთანაბრდა ქვეყნიდან სამოგზაუროდ გასულთა რიცხვს. მხოლოდ ბუენოს-აირესის მინისტრო პისტარინის აეროპორტით (Aeropuerto Internacional de Ezeiza Ministro Pistarini) ქვეყანაში 2,3 მლნ ტურისტი შემოვიდა, მათგან 26 % ბრაზილიიდან, 25 % ევროპიდან, 14 % აშშ-დან და კანადიდან, 8 % ჩილედან, ხოლო 27 % სხვადასხვა ქვეყნიდან.[1] [2][3][4]

ტურისტული რეგიონები

რედაქტირება

ამ ქალაქს ხშირად „ამერიკის კონტინენტის პარიზსაც" ეძახიან. ის მნახველებს სთავაზობს არაერთ კულტურულ აქტივობას. დამთვალიერებელს აქ შეუძლია დატკბეს ტანგოს წარმოდგენებით, დრო გაატაროს თანამედროვე კაფეებსა და რესტორნებში, დააგემოვნოს ადგილობრივი სამზარეულო ან ესტუმროს თეატრს, ბუენოს-აირესი ხომ თეატრების რაოდენობით მსოფლიოს ქალაქებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.

 
შვიდფერიანი ბორცვი პუმამარკაში

ცენტრალური რეგიონი

რედაქტირება

ბუენოს-აირესიდან ქვეყნის ცენტრალური რეგიონის - პამპასკენ ხშირი სარკინიგზო და საგზაო ქსელი მიემართება. ეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია. აქ მდებარეობს არაერთი საზღვაო კურორტი, მათ შორის მარ-დელ-პლატა.

ჩრდილოეთ რეგიონი

რედაქტირება

აქ მდებარეობს იგუასუ, ამ რეგიონის ყველაზე უკეთ ცნობილი ჩანჩქერი, სადაც საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურაა შექმნილი. ჩანჩქერის გარშემო შექმნილია იგუასუს ეროვნული პარკი, სადაც დაცულია სუბტროპიკული ტყეების ეკოსისტემა. ასევე მრავალი ტირისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს კორდოვის პროვინციაში.

 
ნაუელუაპის ტბა

სამხრეთის რეგიონი

რედაქტირება

აქ არსებული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია:

 
მყინვარი პერიტო-მორენო
 
კალჩაკის ხეობა

ეროვნული პარკები

რედაქტირება

არგენტინაში წარმოდგენილია ეროვნული პარკების ფართო სისტემა, სადაც წარმოდგენილია ბუნების საოცარი სილამაზეები. ამ პარკებს შორის აღსანიშნავია:

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

რედაქტირება

არგენტინაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 8 ძეგლი:

 
ლანინის ეროვნული პარკი

მმართველობა

რედაქტირება

2010 წლის ივნისიდან, ტურიზმის სამდივნო გადაკეთდა არგენტინის ტურიზმის სამნინისტროდ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. World Economic Forum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-19. ციტირების თარიღი: 2011-01-29.
  2. WTO: World Tourism Barometer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-19. ციტირების თარიღი: 2011-01-29.
  3. World Economic Forum: Argentina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-15. ციტირების თარიღი: 2011-01-29.
  4. INDEC: turismo internacional. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-28. ციტირების თარიღი: 2011-01-29.