პერიტო-მორენო
პერიტო-მორენო (ესპ. Perito Moreno) — მყინვარი სამხრეთ არგენტინაში, სანტა-კრუსის პროვინციაში, მდებარეობს პერიტო-მორენოს ეროვნულ პარკში. წარმოადგენს არგენტინის პატაგონიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.
პერიტო-მორენო
| |
---|---|
ესპ. Perito Moreno | |
კოორდინატები: 50°30′ ს. გ. 73°08′ დ. გ. / 50.500° ს. გ. 73.133° დ. გ. | |
ქვეყანა | არგენტინა |
ქედი | ანდები |
ფართობი | 250 კმ² |
სიგრძე | 30 კმ |
მყინვარის ფართობია 250 კმ², სიგრძე 30 კმ. პერიტო-მორენო ერთ-ერთია ანდებში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე მდებარე პატაგონიის მყინვარული მინდვრის 48 მყინვარიდან. ეს მყინვარული ველი მესამეა მსოფლიოში მტკნარი წყლის მარაგებს შორის.
პერიტო-მორენო პატაგონიის იმ სამ მყინვარს შორის შედის, რომელიც იზრდება. ზრდის მიზეზები დადგენილი არაა და გლაციოლოგებს შორის დავის საგანია.[1] [2]
პერიტო-მორენოს ენის სიგანე 5 კმ-ს აღწევს, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 60 მ-ს. საშუალო სიღრმე 170 მ, ხოლო მაქსიმალური კი — 700 მ-ია. მისი გადაადგილების სიჩქარე შეადგენს 2 მეტრს დღეში (დაახლოებით 700 მ წელიწადში). მიუხედავად ამისა მისი მასის დანაკარგებიც დაახლოებით ამდენივეა, ამიტომ (მცირე გადახრების გათვალისწინების გარეშე) მყინვარის ენის სიგრძე ბოლო 90 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პერიტო-მორენო დაარქივებული 2008-08-02 საიტზე Wayback Machine.
- ლოს-გლასეიერსის ეროვნული პარკი დაარქივებული 2009-03-02 საიტზე Wayback Machine.
- ESA March/2004 Report
- მყინვაროლოგია
- Associated Press on the March 2006 breach დაარქივებული 2008-09-07 საიტზე Wayback Machine.
- Santa Cruz Sub არგენტინის ტურიზმის სამდივნო დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
- პერიტო-მორენოზე დაარქივებული 2007-11-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://news.nationalgeographic.com/news/bigphotos/75803897.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2011-01-29.