სალტა — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში, სალტას პროვინციის დედაქალაქი. მისი მეტროპოლიის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით 533,303 ადამიანს შეადგენდა. არგენტინის უმსხვილეს ქალაქებს შორის მერვე ადგილზეა.

ქალაქი
სალტა
Salta
დროშა გერბი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
პროვინცია სალტის პროვინცია
კოორდინატები 24°47′00″ ს. გ. 65°25′00″ დ. გ. / 24.78333° ს. გ. 65.41667° დ. გ. / -24.78333; -65.41667
ქალაქის მერი ბეტინა რომერო
დაარსდა 1582 წ.
ფართობი 60 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,152
მოსახლეობა 533,303 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +54 (0) 387
საფოსტო ინდექსი A 4400
ოფიციალური საიტი municipalidad-salta.gov.ar
სალტა (ქალაქი) — არგენტინა
სალტა (ქალაქი)

მდებარეობს ლერმას ხეობაში, ზღვის დონიდან 1,152 მეტრზე, ანდების მთისწინეთში.

ქალაქი 1582 წელს დააარსა კონკისტადორმა ერნანდო დე ლერმამ, როგორც ავანპოსტი ლიმასა და ბუენოს-აირესს შორის.

სალტაში მრავლადაა XVIII და XIX საუკუნის შთამბეჭდავი ნაგებობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება