ისჩიგუალასტო
ისჩიგუალასტო (ესპ. Ischigualasto) – გეოლოგიური ფორმაციებით ცნობილი პარკი არგენტინაში, სან-ხუანის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩილეს საზღვართან. პარკს ჩრდილოეთით საზღვრავს ტალამპაიის ეროვნული პარკი (ლა-რიოხა), რომელშიც ასევე მრავლადაა გეოლოგიური ფორმირებები.
ისჩიგუალასტო და ტალამპაიის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | არგენტინა |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | viii |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 966 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 966 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პარკის ფართობია 603,7 კმ², რომლის უდიდესი ნაწილია მდებარეობს სან-ხუანის პროვინციის ვალიე-ფერტილის დეპარტამენტში, ხოლო მცირე ნაწილი ამავე პროვინციის ხაჩალის დეპარტამენტში. პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე.
კლიმატი ძალიან მშრალია. თავსხმა წვიმები იცის მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში. წლის მინიმალური ტემპერატურაა -10 ° C, მაქსიმალური 45 ° C. მუდმივად ქრის სამხრეთის ქარი 20-40 კმ /სთ სიჩქარით.
პარკმა ფორმაცია განიცადა ტრიასულ ერაში (230 მილიონი წლის წინ). აქ აღმოჩენილია ძუძუმწოვრების ის სახეობა, რომელიც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, წარმოადგენენ გარდამავალ საფეხურის ძველ დინოზავრებსა და თანამედროვე ძუძუმწოვრებს შორის.
2000 წელს პარკი შეიტნეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Parque Provincial Ischigualasto დაარქივებული 2005-10-18 საიტზე Wayback Machine. .
- ArgentinaXplora.com
- Ischigualasto.com დაარქივებული 2016-08-27 საიტზე Wayback Machine.
- Ente Autárquico Ischigualasto დაარქივებული 2012-12-20 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- CuyoNoticias digital newspaper.