პამპა
პამპა (ესპ. pampa, მრ. რ.pampas, ნასესხებია ინდიელთა ტომის კეჩუას ენიდან):
- მეტწილად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ პამპა ეწოდება ბუნებრივ არეს არგენტინაში ს.გ. 29—30° შორის. პამპის ზედაპირი აღმოსავლეთით დაბალია და დანაოჭებულია (სიმაღლე30—150 მ), დასავლეთით განვითარებულია დიუნები, სამხრეთ-აღმოსავლეთით არის სიერა-დელტანდილის და სიერა-დე-ლა-ვენტანის მთის მასივები (სიმაღლე 1250 მ-მდე). ჰავა სუბტროპიკულია. იანვარში საშუალო ტემპერატურა 19-იდან 24°C-მდე. ივლისში 6-იდან 10°C-მდე. ნალექები 800—950 მმ წელიწადში. იცის ძლიერი სამხრეთის ქარები — პამპეროსი. მთავარი მდინარეა პარანა. მოჰყავთ ხორბალი და სიმინდი.
- სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილის სუბტროპიკული სტეპური მცენარეულობა, რომელიც შექმნილია უპირატესად მარცვლოვნებისა და ნაირბალახებისაგან. მარცვლოვნებიდან დამახასიათებელია ურო, კორტადერია (პამპის ბალახი), ვაციწვერა, არისტიდა, შვრიელა, ცახცახა, წივანა, კეწეწურა; რთულყვავილოვნებიდან — თავზვითელა; სხვა ოჯახებიდან — ქოთანა, ცერცველა, წითელი ვერბენა;ბევრია ზამბახისებრნი, ძაღლყურძენასებრნი. ცხოველებიდან პამპაში გვხვდება თეთრკუდა ირემი, პუმა, პამპასის კატა, ჯავშნოსნები, ვისკაშა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 656.