სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაციწვერა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაციწვერა (Stipa), ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მკვრივკორდოვანი მცენარეებია. საგველა ყვავილედის თავთუნებში თითო მარცვალა ნაყოფია, რომელსაც ყვავილის ქვედა ფხიანი კილი მჭიდროდ აქვს შემოზრდილი. კილის ფხა უმეტესად შებუსვილია.

ვაციწვერა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Stipa

ცნობილია 300-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ, ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში. ვაციწვერას ბევრი სახეობა ველების, პრერიებისა და პამპების ძირითადი კომპონენტია. იზრდება აგრეთვე ღორღიან ფერდობებსა და კლდეებზე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთის ველებში — 9 სახეობა გვხვდება; მათგან ლესინგის ვაციწვერა (Stipa lessingiana), ფრთისებრი ვაციწვერა (Stipa pennata) და წვრილფოთოლა ვაციწვერა (Stipa stenophylla) ველის მცენარეულობის ერთ-ერთი ედიფიკატორებია. წურწუმა (Stipa capillata) მეზოფილურ თვისებებს იჩენს, ვრცელდება მთისწინა კალთებსა და ქვიშნარ ნიადაგებზე. იგი სხვა ვიციწვერებთან შედარებით გვიან ვითარდება და ცხოველისათვის კარგი საკვებია მხოლოდ ყვავილობამდე. ვაციწვერას სახეობათა უმეტესობა ქმნის დამოუკიდებელ ფორმაციებს - ვაციწვერიანებს.

ლიტერატურა

რედაქტირება