ცახცახა

ერთ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა

ცახცახა[1] (ლათ. Briza) — ერთ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა.[2][3][4] 20–100 სანტიმეტრის სიმაღლის სწორღეროიანი და ხაზოვანფოთლიანი ბალახებია. ყვავილედი ჩამოკიდებული კვერცხისებური თაველებისაგან (თავთავებისგან) შემდგარი ფაშარი საგველაა. თავთავისა და ყვავილის ქერცლი მომრგვალებული ან ფართოკვერცხისებრია, კილის გარეშე, 3–9 ძარღვით, ყვავილისა — ფართო აპკისებრი არშიებით.[4] სხვადასხვა კლასიფიკაციით მოიცავს 4,[5] 5,[6] 15-მდე[2][3][4] ან 22-მდე[7][8] სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში; საქართველოში გვხვდება 4. იზრდება თითქმის ყველგან დაბლობიდან ალპურ სარტყლამდე, ქვიან და სილიან ადგილებზე, მინდვრებში, ბუჩქნარებში, ველებზე, მდელოებზე.[2] სამკურნალო (საშუალო ცახცახა, B. media)[4] და საქონლის საკვები ბალახია.[2][3][4] იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში.[2][3] დიდი (B. maxima), საშუალო და მცირე (B. minor) ცახცახა გამოიყენება ზამთრის მშრალი თაიგულების გასაკეთებლად.[4]

ცახცახა

მცირე ცახცახა (Briza minor)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Briza L. (1753)
სინონიმები

სქოლიო რედაქტირება

  1. ცახცახა // მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 გურგენიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 188.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Трясунка // Большая советская энциклопедия : в 30 т. / гл. ред. А. М. Прохоров / 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1977. — Т. 26 : Тихорецк — Ульяново. — 624 с.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Конечная Г. Ю. ТРЯСУНКА // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 466.
  5. Briza. ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.
  6. Briza. სოცოცხლის ენციკლოპედია. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.
  7. Briza. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-18. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.
  8. Briza. World Flora Online. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.