იასირ არაფატი

(გადამისამართდა გვერდიდან არაფატი, იასირ)

მუჰამად აბდირ-რაუფ არაფატ ალ-ყუდვა ალ-ჰუსაინი (არაბ.: محمد عبد الرؤوف عرفات القدوة الحسيني) საყოველთაოდ ცნობილი როგორც იასირ არაფატი (არაბ.: ياسر عرفات‎) (დ. 4 აგვისტო, 1929 — გ. 11 ნოემბერი, 2004) — პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე (1969–2004) და პალესტინის ეროვნული მთავრობის (ავტონომიის) პრეზიდენტი (1993–2004). 1994 წელს დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით, რომელიც შიმონ პერესსა და იცხაკ რაბინთან გაიყო, 1993 წელს ოსლოს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებისთვის. გარდაიცვალა 75 წლის ასაკში პარიზის ახლოს მდებარე კლამარის სამხედრო ჰოსპიტალში.

იასირ არაფატი
არაბ. ياسر عرفات
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1929(1929-08-04)[1] [2] [3] ან 24 აგვისტო, 1929(1929-08-24)
დაბადების ადგილი კაირო, ეგვიპტე[3]
გარდაცვალების თარიღი 11 ნოემბერი, 2004(2004-11-11)[4] [1] [5] [6] [7] [8] [9] [2] [10] [11] [3] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი Hôpital d'instruction des armées Percy[12]
მოქალაქეობა პალესტინის სახელმწიფო
განათლება კაიროს უნივერსიტეტი
ეროვნება არაბები
მამა Abdel Raouf al-Qudwa al-Husseini
დედა Zahwa Abul Saud
მეუღლე/ები სუჰა არაფატი
ჯილდოები Knight Grand Cross with Collar of the Order of Merit of the Italian Republic[13] , ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[14] [15] , Jawaharlal Nehru Award for International Understanding[16] , Félix Houphouët-Boigny Peace Prize, Princess of Asturias Award for International Cooperation, Doublespeak Award, Grand Collar of the Order of Good Hope[17] , Order of Prince Yaroslav the Wise, 1st class, Order of Playa Girón, honorary doctor of the University of Patras[18] , რესპუბლიკის ორდენი, Order of Ouissam Alaouite, Grand cross of the Order of the White Lion, Knight Grand Cordon with Collar of the Order of Palestine, Order of the State of Palestine, Order of Good Hope, Order of Merit of the Italian Republic, Order of the Great September Revolution 1969, Order of Civil Merit, თეთრი ლომის ორდენი, Order of the Grand Conqueror, Order "13 Centuries of Bulgaria" და Princess of Asturias Awards

იგი XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსია. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უკიდურესად წინააღმდეგობრივ შეფასებებს იმსახურებს, მაშინ როდესაც ზოგიერთი ანალიტიკოსი მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გმირად ასახელებს, სხვებისათვის ის ყველაზე ცუდი მტერი, მკვლელი და ტერორისტია, რადგან იგი ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებდა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მისი ხელმძღვანელობით პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია გაეროში დამკვირვებლად მიიღეს და სხვადასხვა ქვეყნებში მას ხვდებოდნენ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

იასირ არაფატი ქსოვილებით მოვაჭრე მდიდარი ოჯახის მეხუთე შვილი იყო, რომლებიც ღაზაში ცხოვრობდნენ. თავად არაფატი ამტკიცებდა, რომ წარმოშობით იერუსალიმიდანაა, როგორც დედამისი და დაიბადა 4 აგვისტოს, თუმცა დოკუმენტები ადასტურებენ, რომ იგი დაბადებულია 1929 წლის 24 აგვისტოს კაიროში. შესაძლოა მშობლებმა განგებ ჩაუწერეს დაბადების ადგილად კაირო, რომ ბავშვს სწავლისა და მუშაობის უფლება მოეპოვებინა ეგვიპტეში. სხვა თვალსაზრისის თანახმად, არაფატმა, რომელიც კაიროში დაიბადა, იერუსალიმი დაბადების ადგილად სპეციალურად შეარჩია, რათა „უფრო მჭიდრო კავშირში ყოფილიყო“ მისი სახელმწიფოს მომავალ დედაქალაქთან.

დაბადებისას მან მიიღო სახელი მუჰამად აბდ არ-რაჰმან აბდ არ-რაუფ ალ-კუდვა ალ-ჰუსეინი. ახალგაზრდობაში მან ეს სახელი შეიცვალა და დაირქვა იასირ არაფატი. ეს მოიმოქმედა გარკვეული მიზნისთვის: მას არ სურდა გარკვეულწილად დაკავშირებოდა პალესტინის ძალების მთავარსარდ აბდ ალ-კადირ ალ-ჰუსეინს, რომელსაც ისრაელის წინააღმდეგ პირველ ომში არაბების დამარცხებაში ადანაშაულებდნენ. საქმე იმააშია, რომ არაფატი ლიცეუმის დასრულების შემდეგ მუშაობდა აბდ ალ-კადირ ალ-ჰუსეინის პირად მდივანად.

როდესაც არაფატი ოთხი წლისა იყო გარდაეცვალა დედა და იგი იერუსალიმში გადაიყვანეს, სადაც იგი ცხოვრობდა გოდების კედელთან და ელ-აქსას მეჩეთთან ახლოს, ტაძრის მთის კომპლექსში. იმ დროს მთელი კომპლექსი ადგილობრივი მუსულმანური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ იერუსალიმის ებრაელი მოსახლეობა მოითხოვდა ტაძრის მთაზე საკუთარი კონტროლის დამყარებას. მამა კიდევ რამდენჯერმე დაქორწინდა და 1937 წელს ოჯახი დაბრუნდა კაიროში. არაფატის აღზრდაზე ზრუნავდა მისი უფროსი და ინამი.

არაბეთ-ისრაელის 1947-1949 წლების ომის დროს, როდესაც პალესტინელმა არაბებმა დატოვეს საცხოვრებელი სახლები, არაფატი კაიროში ცხოვრობდა თუმცა პალესტინას საკუთარ სამშობლოდ თვლიდა.

უკვე 17 წლის ასაკში იასირ არაფატი მონაწილეობდა პალესტინისათვის იარაღის არალეგალურად მიწოდებაში ინგლისელებთან და ებრაელებთან საბრძოლველად და დაკავებული იყო რევოლუციური აგიტაციით. 1948 წელს ომის დროს არაფატმა მიატოვა სწავლა, აიღო იარაღი და სხვა პალესტინელებთან ერთად შეეცადა გადასულიყო სამშობლოში, მაგრამ ისინი ეგვიპტელებმა განაიარაღეს და შეაჩერეს. არაფათი გაწევრიანდა ძმები მუსულმანების ორგანიზაციაში, ასევე 1952-1956 წლებში ხელმძღვანელობდა პალესტინის სტუდენტურ ლიგას. სტუდენტების პოლემიკის დროს მან შეცდომა უწოდა არაბული ქვეყნების უარს პალესტინის გაყოფაზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად. მას სწამდა, რომ არა არაბულმა ქვეყნებმა, არამედ პალესტინელებმა უნდა იზრუნონ საკუთარ მომავალზე.

იასირ არაფატმა დაასრულა კაიროს უნივერსიტეტი. 1956 წელს, ეგვიპტის არმიის ლეიტენანტის რანგში, მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტი ნასერის მიერ ნაციონალიზირებული სუეცის არხზე ანგლო-ფრანგულ-ისრაელის ძალების წინსვლის მოგერიებაში.

1956 წელს იგი პირველად გამოჩნდა ტრადიციულ ბედუინის თავსაბურავში (კუფია), რომელიც მისი ცხოვრების ბოლომდე გახდა პალესტინის წინააღმდეგობის სიმბოლო.

ფათჰი და პგო

რედაქტირება

1956 წელს არაფატი გაემგზავრა ქუვეითში, სადაც იმ დროისათვის გაძლიერდა პალესტინის სათვისტომო. იქ იგი დაკავდა სამშენებლო ბიზნესით. 1957 წელს ქუვეითში ყოფნისას, მონაწილეობდა „მოძრაობა პალესტინის განთავისუფლებისათვის“ (ფათჰი) დაფუძნებაში, რომელსაც შემდეგ თავად ხელმძღვანელობდა. მოძრაობის წევრების უმეტესობა პალესტინელი დევნილები იყვნენ.

1964 წლის 31 დეკემბერსა და 1965 წლის 1 იანვარს ორგანიზაციამ განახორციელა პირველი ტერაქტი ისრაელში , შეეცადნენ აეფეთქებინათ აკვედუკი, რომელიც ტიბერიადის ტბიდან წყალს აწვდიდა ისრაელის ნახევარს. პალესტინელები ამ თარიღს მიიჩნევენ საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად შეიარაღებული ბრძოლის დასაწყისად.

არაფატმა დახმარებისთვის მიმართა არაბული ქვეყნების ლიგას და დაამტკიცა, რომ არაბების სიმტკიცე ერთიანობაშია და რომ გაერთიანებას და შეიარაღებულ ბრძოლას სჭირდება ფული, იარაღი, ხალხი, ბაზები. 1964 წელს ლიგის ფინანსებით შეიქმნა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც გააერთიანა პალესტინის წინააღმდეგობის ყველა ორგანიზაცია.

არაბული რეგულარული არმიის ექვსდღიან ომში დამარცხების შემდეგ ისრაელის არმია თავს დაესხა პალესტინელ ბოევიკებს და იასირ არაფატი იორდანიაში გაიქცა, სადაც მისი ცხოვრება სამი წლის მანძილზე გაგრძელდა. ამ პერიოდში პალესტინელებმა იორდანია თავიანთ მთავარ პლაცდარმად აქციეს, საიდანაც რეგულარულად ახორციელებდნენ დარტყმებს ისრაელზე. 30 წლის მანძილზე 1964 წლიდან 1994 წლამდე პალესტინელების დარტყმების შედეგად დაიღუპა 866 ებრაელი.

არაფატი გაეროს ტრუბუნაზე

რედაქტირება

1974 წელს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ მიიღო ახალი პოლიტიკური პროგრამა, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებდა ისრაელთან ერთად მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორზე. ამის შემდეგ პგო აღიარა ასობით ქვეყანამ, ხოლო მისი ლიდერი გახდა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ სცენაზე ცენტრალური ფიგურა. 1976 წელს პგო გახდა არაბული ქვეყნების ლიგის წევრი.

თავდასხმები

რედაქტირება

1960-იანი წლების ბოლოდან 2003 წლამდე იასირ არაფატზე განხორციელდა ათეულობით თავდასხმა და მოჰყვა ორ ავიაკატასტროფაში.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია

რედაქტირება
 
იცხაკ რაბინი, ბილ კლინტონი და იასირ არაფატი სოლოს ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, 13 სექტემბერი 1993, ვაშინგტონი

1993 წლის 13 სექტემბერს იასირ არაფატი და ისრსელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი, ხანგრძლივი და საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ ხელს აწერენ ოსლოს შეთანხმებას, რომლის თანახმად პგო აღიარებდა ისრაელის მშვიდობასა და უსაფრთხოებას და შეაჩერებდა ტერორისტულ საქმიანობას. ხელშეკრულების თანახმად შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც კონტროლი დაამყარა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორზე. ხუთი წლის განმავლობაში იგეგმებოდა კონფლიქტის საბოლოო დარგულირება. თუმცა რამდენიმე წელში მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

1994 წელს იასირ არაფატმა, იცხაკ რაბინთან და შიმონ პერესთან ერთად მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცებისათვის.

1996 წელს აირჩიეს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. შემდეგი არჩევნები დაგეგმილი იყო 2002 წლის იანვარში, მაგრამ გადაიდო. არაფატის მემკვიდრის არჩევნები ჩატარდა მისი გარდაცვალების შემდეგ.

გარდაცვალება

რედაქტირება

2004 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ იასირ არაფატი მძიმედ იყო ავად. 29 ოქტომბერს გადაიყვანეს პარიზის ახლოს, ჰოსპიტალში. გარდაიცვალა 11 ნოემბერს. დაკრძალულია ქალაქ რამალაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118503766 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database
  3. 3.0 3.1 3.2 Interactive Encyclopedia of the Palestine Question, الموسوعة التفاعلية للقضية الفلسطينية
  4. http://news.bbc.co.uk/1/hi/3984841.stm
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. SNAC — 2010.
  7. Find a Grave — 1996.
  8. Discogs — 2000.
  9. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Munzinger Personen
  12. https://www.jeuneafrique.com/111630/archives-thematique/mort-de-yasser-arafat/
  13. https://www.quirinale.it/onorificenze/insigniti/12037
  14. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1994/
  15. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  16. https://web.archive.org/web/20190402094610/http://iccr.gov.in/content/nehru-award-recipients
  17. https://web.archive.org/web/20150118121430/http://www.v1.sahistory.org.za/pages/artsmediaculture/culture%20&%20heritage/national-orders/1998.htm
  18. Επίτιμοι διδάκτορεςΠανεπιστήμιο Πατρών.