სუჰა არაფატი

პალესტინის ავტონომიის ყოფილი პრეზიდენტის, იასირ არაფატის ქვრივი

სუჰა არაფატი (არაბ. سهى عرفات; დაბადებული სუჰა დაუდ თავილი (არაბ. سهى داود الطويل); დ. 17 ივლისი, 1963, იერუსალიმი) — პალესტინის ავტონომიის ყოფილი პრეზიდენტის, იასირ არაფატის ქვრივი.

სუჰა არაფატი

ჰილარი კლინტონისა და სუჰა არაფატის შეხვედრა, 1999 წლის 11 ნოემბერი
დაბადების სახელი სუჰა დაუდ თავილი
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1963 (1963-07-17) (60 წლის)
იერუსალიმი, პალესტინა
ეროვნება პალესტინელი,
მეუღლე(ები) იასირ არაფატი (ქ. 1990–2004; მის სიკვდილამდე)
შვილ(ებ)ი ზეჰვა (დ. 1995)

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

სუა დაიბადა 1963 წლის 17 ივლისს იერუსალიმში, მდიდარ კათოლიკეთა ოჯახში,[1][2][3] რომელიც თავდაპირველად ნაბლუსში და შემდეგ რამალაჰში ცხოვრობდა.[4][5] სუჰას მამა დაუდ თავილი, ოქსფორდში[6] განათლება მიღებული ბანკირი იყო,[7] რომელიც დაიბადა იაფაში (ახლა თელ-ავივის ნაწილი). დაუდ თავილს ბიზნესი როგორც მდ. იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, ისე იორდანიაში ჰქონდა.[8]

სუჰას დედა, რაიომონდა ჰავა თავილი დაიბადა აკო და აკოს ჰავას ოჯახი წევრია, ცნობილი ცნობილია ხაიფაში დიდი ქონების მფლობით. იყო პოეტი და მწერალი. 1967 წელს გახდა პოლიტიკურად აქტიური პალესტინელი მებრძოლი, რის გამოც ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმეჯერ დააპატიმრეს, რაც იგი მედიის ვარსკვლავი გახადა. ასევე იყო პალესტინის მაღალი რანგის ჟურნალისტი. სუჰა კათოლიკე[9] იყო და გაიზარდა რამალაჰში, ასევე ის მშობლის გავლენის ქვეშ იყო.[8]

სუჰა ესწრებოდა დები როსარების სამონასტრო სემინარიას, რომელიც ბეით-ჰანინაში მდებარეობს. 18 წლის ასაკში ის სწავლა პარიზში განაგრძო, სადაც ის ცხოვრობდა უფროს დასთან, რომელიც იბრაჰიმ სოუსის მეუღლე იყო. სოუსი პგო-ს მაშინდელი ელჩი იყო საფრანგეთში.[8] სტუდენტობისას სუჰა პალესტინელ სტუდენთტა კავშირის ლიდერი იყო საფრანგეთში, სადაც მან ორგანიზებას უკეთებდა დემონსტრაციებს.

ქორწინება რედაქტირება

სუჰა, დედასთან და დებთან ერთად, არაფატს პირველად 1985 წელს შეხვდა.[10] როდესაც არაფატი 1989 წელს საფრანგეთს სტუმრობდა, სუჰა თარჯიმანის როლს ასრულებდა ვიზიტორებთან და საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. ერთ-ერთი ინფორმაციით, სუჰა და მისი დედა არაფატს უფრო ადრე შეხვდა. თუმცა, ასევე ამტკიცებენ, რომ სუჰა არაფეტს 1987 და 1988 წლებშიც შეხვდა და დაეხმარა მას 1989 წელს პარიზის ვიზიტში.

პარიზიდან ჩამოსვლის შემდეგ, არაფატმა სუჰას სთხოვა ტუნისში ჩამოსვლა და მუშაობა, სადაც პგო-ს თავშესაფარი იყო. 1990 წლის 17 ივლისს, სუჰა ფარულად არაფატზე დაქორწინდა, როდესაც იგი 27 წლის იყო, ხოლო არაფატი 61 წლის. მათი ერთადერთი შვილი, ქალიშვილი ზაჰვა 1995 წლის 24 ივლისს, საფრანგეთში დაიბადა. ზაჰვა არაფატის დედის საპატივცემოთ დაარქვეს.[11] სუჰა ქორწინებისას ისლამი მიიღო.[12]

ქორწინებისას, ის ბევრჯერ ცდილობდა არაფატის დატოვებას, რომ თავიდან აეცილებინა ის ჭორი, რომელიც მასზე მიზანშეწონილად ვრცელდებოდა, თუმცა მას ნება არ მისცეს.[13] სუჰამ განაცხადა, რომ მას უყვარს პალესტინის ლიდერი, მაგრამ მიიჩნევს, რომ მისი ქორწინება შეცდომა იყო, რადგან იგი პოლიტიკური სამიზნე ხდება.

2004 წელს, როდესაც არაფატი პარიზის საავადმყოფოში იწვა, სუჰა მას ესაუბრებოდა, კომიდან გამოყვანის მიზნით. არაფატი 2004 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა.

არაფატის გარდაცვალების შემდეგ რედაქტირება

სუჰა და ზაჰვა 2004 წლიდან 2007 წლამდე ტუნისში ცხოვრობდნენ. სუჰა ასევე ცხოვრობდა ტუნისში, სანამ არაფატზე დაქორწინდებოდა. 2006 წლის სექტემბერში, იგი ტუნისის მოქალაქეობა მიიღო. ზაჰვა კი ტუნისის ამერიკულ სკოლაში დადიოდა. 1998 წლიდან, ის ტუნისსა და საფრანგეთში ცხოვრობდა.[14]

დაპირისპირება ტუნისში რედაქტირება

2007 წლის 7 აგვისტოს, ტუნისმა გაფრთხილების გარეშე, გააუქმა სუჰასთვის თავისი მოქალაქეობა, მაგრამ არა მისი ქალიშვილისთვის.[15] სუჰას მტკიცებით, მისი ტუნისში ქონებაც გაყინეს.[16]

2011 წლის 31 ოქტომბერს, ტუნისის პირველი ინსტანციის სასამართლომ გასცა საერთაშორისო სამართალდარღვევის ოქმი სუჰას წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია კორუფციულ ბიზნეს გარიგების შესახებ, სადაც ჩართული იყო ტუნისის ყოფილი პირველი ქალბატონი ლეილა ბენ ალი. თავდაპირველად, სუჰამ განაცხადა, რომ იგი სრულად ითანამშრომლებდა ტუნისელ პროკურორებთან.[17] მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, იგი დაგმო წარმოებული დევნა, როგორც ტუნისური სქემა, მისი საქმიანობის გამო.[18] ამ დროს ის მალტაში ცხოვრობდა. იგი ასევე ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას წინააღმდეგია.[19]

სხვა აქტივობები რედაქტირება

2012 წლის 27 ნოემბერს, სუჰას მოთხოვნით, არაფატის ცხედარის ექსჰუმაცია განხორციელდა, რომ აეღოთ ცხედრის ნიმუში. სუჰას აზრით, ექსჰუმაციის მიზანი არის იმის გაგება, მოწამლული იყო თუ არა არაფატი პოლონიუმით.[20]

2011 წლიდან, სუჰა თავის ქალიშვილთან ერთად, მალტაში ცხოვრობს.[15]

სქოლიო რედაქტირება

  1. Moore, Molly (9 November 2004). „Fight Over Icon Has Plenty of Precedent“. The Washington Post.
  2. Profile: Suha Arafat 11 Nov 2004 BBC News Retrieved 04 Jan 2013
  3. The Associated Press Yasser Arafat rarely saw his wife and daughter 11 Nov 2004 USA Today Retrieved 04 jan 2013
  4. http://www.aljazeera.com/programmes/whatkilledarafat/2012/07/20127375720962440.html
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-20. ციტირების თარიღი: 2017-07-07.
  6. "Stifling of Suha", Telegraph / The Age, 14 November 2004
  7. "Fight Over Icon Has Plenty of Precedent", Washington Post Foreign Service, 9 November 2004
  8. 8.0 8.1 8.2 Rubinstein, Danny (9 November 2004). „Focus / The rantings of Suha Arafat are more than just about money“. Haaretz. ციტირების თარიღი: 5 July 2012.
  9. „Profile: Suha Arafat“. BBC. 11 November 2004. ციტირების თარიღი: 22 June 2012.
  10. "Arafat's widow: I live on just £5,000 a month"
  11. Suha Arafat. Jewish Virtual Library. ციტირების თარიღი: 5 July 2012.
  12. Yasser Arafat's widow says her marriage was 'a big mistake'. The Guardian (10 February 2013).
  13. Arafat's widow tried to leave Palestinian leader 'hundreds of times' | News , Middle East | THE DAILY STAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-16. ციტირების თარიღი: 2017-07-07.
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-20. ციტირების თარიღი: 2017-07-07.
  15. 15.0 15.1 Tunisia issues warrant for Arafat's widow. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 15 August 2015.
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-08. ციტირების თარიღი: 2017-07-07.
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-19. ციტირების თარიღი: 2017-07-07.
  18. http://www.jpost.com/MiddleEast/Article.aspx?id=244148
  19. http://www.ynetnews.com/articles/0,7340,L-4149488,00.html
  20. http://www.timesofmalta.com/articles/view/20121127/local/tearful-suha-arafat-watches-husband-s-exhibation.447128