ანდორეთი[2][3]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ღრომის თემში.

სოფელი
ანდორეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ღრომის თემი
კოორდინატები 42°10′35″ ჩ. გ. 44°14′17″ ა. გ. / 42.17639° ჩ. გ. 44.23806° ა. გ. / 42.17639; 44.23806
ცენტრის სიმაღლე 920
მოსახლეობა 16 კაცი (2015[1])
ეროვნული შემადგენლობა ოსები
ეთნოქორონიმი ანდორეთელი
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
ანდორეთი — საქართველო
ანდორეთი
ანდორეთი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ანდორეთი
ანდორეთი — ერედვის მუნიციპალიტეტი
ანდორეთი

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს მდინარე მეჯუდის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ცხინვალიდან 40 კილომეტრი,[4] გორიდან — 26 კილომეტრი.[5] გამოიყოფა ზემო ანდორეთი და ქვემო ანდორეთი.[6]

ისტორია რედაქტირება

ანდორეთი XIV საუკუნიდან ქსნის საერისთავოში შედიოდა. ძველი მოსახლეობა ქართულია; XIX საუკუნიდან ცხოვრობდნენ ოსებიც. 1865 წლის მონაცემებით ანდორეთი ქსნის უბნის ანდორეთის სასოფლო თემის (სოფლები: ანდორეთი, ბიეთი, თელაგინა, კიტრიული, თხინვალი) ცენტრი იყო. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრის[7] მეჯვრისხევის მონაკვეთში.[8] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ღრომის სასოფლო საბჭოში (სოფსაბჭოში).[4] ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში 1991 წლამდე დარჩა, მისი გაუქმების შემდე კი გორის რაიონს მიეკუთვნა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს ვერ აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. 2006 წელს ერედვის მუნიციპალიტეტს შეუერთდა. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[9] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Андорет (ანდორეთ).

დემოგრაფია რედაქტირება

1908 წელს სოფელში ცხოვრობდა 151 კაცი (უმრავლესობა ოსი),[8] 1911 წელს — 152 კაცი (ოსები).[7] 1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 68 მცხოვრები.[5] დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით ანდორეთის მოსახლეობას 16 კაცი (9 მამაკაცი და 7 ქალი) შეადგენდა (აღწერაში შესულია „ანდორათის“ სახელით).[1]

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია.[10]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის 2015 წლის მოსახლეობის აღწერა, გვ. 19
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 19.
  4. 4.0 4.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 446.
  5. 5.0 5.1 გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 148.
  6. Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии, Цхинвали, 2003. — стр. 4
  7. 7.0 7.1 Кавказский календарь на 1912 годъ
  8. 8.0 8.1 Кавказский календарь на 1910 годъ
  9. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2020.
  10. შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 6