ამერიკული ანჰინგა

ამერიკული ანჰინგა (ლათ. Anhinga anhinga) — ფრინველი ანჰინგისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 85 სმ, მასა 1350 , ფრთის შლილი 117 სმ, ნისკარტის სიგრძე 81 სმ. აქვს პატარა თავი და გრძელი კისერი, რომლის მე-8 და მე-9 მალას აქვს მოღუნვის უნარი, რისი დახმარებითაც ადვილად იჭერს თევზს. თითებს შორის აქვს საცურაო აპკები, რითაც ადვილად ცურავს და ხეებსა და ბუჩქებზეც ჩერდება. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი: მამლები შეფერილნი არიან მონაცრისფრო-შავად, ზურგის უკანა და ფრთების გარე მხარეებზე დაჰკრავს ვეცხლისფერი იერი; დედლების კისერი და თავი ღია ყავისფერია, დანარჩენი — იგივე; ბარტყები მთლინად ყავისფერები არიან. გავრცელებულია ჩრდილოეთ (აშშ, მექსიკა) და ცენტრალურ ამერიკაში (კოლუმბიიდან ეკვადორამდე, სამხრეთით კი — არგენტინმდე), მათ შორის კუბაზეც. აშშ-ის ჩრდილოეთ შტატების ინდივიდები აქ მარტ–აპრილიდან დეკემბრამდე რჩებიან, შემდეგ სამხრეთ შტატებსა და მექსიკაში მიგრირებენ. ბინადრობს მტკნარწყლოვან, იშვიათად — მცირე მარილიანობის მქონე წყალსატევებთან. იკვებება უმთავრესად თევზით, ზოგჯერ უხერხემლოებით და მწერებით. ჯვარდება 2 წლის ასაკიდან. მონოგამური ფრინველია. 1-3 დღეში ერთხელ დებს თითო-თითო კვერცხს, აღწევს 2–6, საშუალოდ — 4 ცალს. ისინი მომწვანო ან მოცისფროები არიან. ინკუბაცია 25–30 დღე-ღამე გრძელდება. სამი კვირის ბარტყები ბუდიდან ტოტებზე გადადიან, ექვსი კვირის შემდეგ ბუმბულით იმოსებიან. კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში მათზე მშობლები ზრუნავენ.[1][2]

ამერიკული ანჰინგა
ამერიკული ანჰინგა
მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anhinga anhinga (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696702
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. del Hoyo, J., A. Elliot, J. Sargatal. 1992. Handbook of the Birds of the World. Vol. 1, Ostrich to Ducks.. Barcelona: Lynx Edicions.
  2. Burger, J., L. Miller, D. Hahn. 1978. Behavior and Sex Roles of Nesting Anhingas at San Blas, Mexico. Wilson Bull., 90(3): 359—375.