ალექსანდრა პახმუტოვა

ალექსანდრა პახმუტოვა (რუს. Алекса́ндра Никола́евна Па́хмутова; დ. 9 ნოემბერი, 1929, ბეკეტოვკა, ქვედა ვოლგის რეგიონი, სსრკ) — საბჭოთა და რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, სიმღერების ავტორი, საზოგადო მოღვაწე. სოციალისტური შრომის გმირი (1990), სსრკ სახალხო არტისტი (1984), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2015), ორგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის (1975, 1982), ლენინური კომკავშირის პრემიის (1966), ლენინის ორი ორდენის (1979, 1990) და წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენის (2019) მფლობელი. პოეტ ნიკოლაი დობრონრავოვის (1928-2023) მეუღლე და თანაავტორი (1956-2023).

ალექსანდრა პახმუტოვა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 9 ნოემბერი, 1929(1929-11-09)[1] [2] (95 წლის)
დაბ. ადგილი ვოლგოგრადი
საიტი pakhmutova.ru
ალექსანდრა პახმუტოვა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ალექსანდრა პახმუტოვა დაიბადა 1929 წლის 9 ნოემბერს სოფელ ბეკეტოვკაში, (ქვემო ვოლგის ტერიტორია, ახლანდელი ვოლგოგრადი) [3] პარტიული მუშაკის - ნიკოლაი (1902-1983) და მარია (1897-1978) პახმუტოვების ოჯახში.

ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით. პირველი მელოდიები მან სამი წლის ასაკში დაწერა. ხუთი წლის ასაკში კი შეასრულა ნაწარმოები ფორტეპიანოსთვის „მამლები ყივის".

1936 წელს, შვიდი წლის ასაკში, ალექსანდრა შევიდა სტალინგრადის საქალაქო მუსიკალურ სკოლაში, სადაც სწავლობდა დიდი სამამულო ომის დაწყებამდე. 1942 წლის 6 აგვისტოდან 1943 წლამდე — ევაკუაციაში ყარაგანდაში (ყაზახეთის სსრ). იქ მან განაგრძო სწავლა ადგილობრივ მუსიკალურ სკოლაში (1952 წლიდან - ყარაგანდას მუსიკალური სკოლა, ახლა — ყარაგანდას ტატიმბეტის სახელობის ხელოვნების კოლეჯი).

1943 წლის შემოდგომაზე იგი ჩაირიცხა პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიასთან არსებულ ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, სადაც სწავლობდა ფორტეპიანოს ი. ვ. ვასილიევასთან და დადიოდა ახალგაზრდა კომპოზიტორთა წრეში შებალინისა და პეიკოს ხელმძღვანელობით.

1948 წელს ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე, 1953 წელს წარჩინებით დაამთავრა ბესარიონ შებალინის კომპოზიციის კლასი და 1956 წელს წარმატებით დაასრულა მასთან ასპირანტურა.

შემოქმედება

რედაქტირება

მთელი თავისი კარიერის მანძილზე მუშაობს სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ სწორედ კომპოზიტორის სიმღერები იკავებს განსაკუთრებულ ადგილს სსრკ-სა და რუსეთის კულტურაში.

მის სიმღერებს ასრულებდა და ასრულებს მრავალი ცნობილი საბჭოთა, რუსი და უცხოელი ესტრადის არტისტი, ასევე თეატრისა და კინოს მსახიობები.

მან განაგრძო საბჭოთა სიმღერის კლასიკის ტრადიცია, რომელიც დაკავშირებულია ი.დუნაევსკის, ძმები პოკრასების, ა.ნოვიკოვის, მ.ფრადკინის სახელებთან.

1968 წლიდან ხელმძღვანელობდა სოჭის პოლიტიკური სიმღერის საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის „წითელი მიხაკის“ ჟიურის. მან შექმნა მუსიკა იური ოზეროვის კინოეპოსებისთვის: „ბრძოლა მოსკოვისთვის“, „საუკუნის ტრაგედია“ და „დიდი სარდალი გიორგი ჟუკოვი“.

საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო ა. პახმუტოვას და ნ. დობრონრავოვის სიმღერა „ილიჩი ემშვიდობება მოსკოვს“. სიმღერა შეასრულა ლიუდმილა ზიკინამ, მაგრამ ის არასდროს გასულა ეთერში.[4]

2011 წლის 31 მაისს მაგნიტოგორსკის დეპუტატთა საქალაქო კრებამ ა. პახმუტოვას და ნ. დობრონრავოვის სიმღერა „Магнитка“ ქალაქის ჰიმნად დაამტკიცა.

2017 წლის 17 მაისს იაროსლავის მუნიციპალიტეტმა ქალაქის ჰიმნად დაამტკიცა ა. პახმუტოვას და ნ. დობრონრავოვის სიმღერა „Ярославль мой, город-князь“.[5]

„ახალგაზრდობის სიმღერა“ (რუს. „Песня о тревожной молодости“) არის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არაოფიციალური ჰიმნი.

ალექსანდრა პახმუტოვას ეკუთვნის სიმღერები ისეთი კინო და სატელევიზიო ფილმებისთვის, როგორიცაა: „ულიანოვების ოჯახი“ (1957), „გოგონები“ (1961), „განხეთქილების ვაშლი“ (1962), „რევოლუციით შობილნი“ (1976-1977) და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერამ „სინაზე“ („Нежность“) ტატიანა ლიოზნოვას ფილმიდან „სამი ვერხვი პლიუშიხას ქუჩაზე“. ფილმის ბოლოს სიმღერა, რომელიც მისი მთავარი მუსიკალური თემაა, რადიოდან ისმის მაია კრისტალინსკაიას შესრულებით. მომღერლისთვის ეს სიმღერა მრავალი წლის განმავლობაში სავიზიტო ბარათი იყო.

სოციალური აქტივობა

რედაქტირება

1968-1991 წლებში იყო სსრკ კომპოზიტორთა კავშირის და 1993-1995 წლებში რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. 2010 წლის 26 ივლისიდან კულტურის საპატრიარქო საბჭოს წევრია (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია).[6]

მრავალი წლის განმავლობაში პახმუტოვა მასობრივი მუსიკის ჟანრების გაერთიანებული კომისიის თავმჯდომარე იყო. ასევე იყო რსფსრ მე-10-11 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რსფსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1985-1990 წლებში).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1956 წელს იგი დაქორწინდა პოეტ ნიკოლაი დობრონავოვზე (1928-2023), პოეტის მრავალი ლექსი დაიწერა პახმუტოვას მუსიკაზე და ისინი გახდნენ პოპულარული სიმღერების თანაავტორები.

ა. პახმუტოვა და ნ. დობრონრავოვი პირადად იცნობდნენ სერგეი კოროლიოვს, ასევე იური გაგარინის ახლო მეგობრებიც იყვნენ.[4]

ალექსანდრა პახმუტოვა არის როტორის საფეხბურთო კლუბის (ვოლგოგრადი) გულშემატკივარი.[7]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Пахмутова Александра Николаевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. filmportal.de — 2005.
  3. Через два года, в 1931 году, Бекетовка вошла в состав Сталинграда
  4. 4.0 4.1 Песни бы делать из этих людей!. ციტირების თარიღი: 2019-05-11
  5. Решение муниципалитета города Ярославля № 850 от 17.05.2017, подписано мэром города Ярославля 24.05.2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-26. ციტირების თარიღი: 2017-06-11.
  6. Состав Патриаршего совета по культуре. ციტირების თარიღი: 2010-08-25
  7. Пахмутова и Добронравов презентовали новую песню. ციტირების თარიღი: 2020-04-27