ლიუდმილა გიორგის ასული ზიკინა (დ. 10 ივნისი, 1929, მოსკოვი — გ. 1 ივლისი, 2009, იქვე) — რუსი, საბჭოთა მომღერალი, რუსული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, სსრკ სახალხო არტისტი (1973), სოციალისტური შრომის გმირი (1987), ანსამბლ „როსიას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ლიუდმილა ზიკინა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1942 წლიდან მონაწილეობს ხალხურ თვითმოქმედებაში. 1947 წლიდან მ. პიატნიცკის სახელობის რუსული ხალხური გუნდის, 1951 წლიდან საკავშირო რადიოს რუსული სიმღერის გუნდის, ხოლო 1960 წლიდან მოსკონცერტის სოლისტია. 1969 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. იპოვიტოვ-ივანოვის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი (ე. გედევანოვას კლასი). ზიკინა რუსული და საბჭოთა სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. მას მდიდარი ტემბრის ძლიერი ხმა აქვს. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სიმღერები: დოლუხანიანის „რიაზანელი მადონები“, პონომარენკოს „ორენბურგული თავშალი“, ფრადკინის „მიედინება ვოლგა“ და სხვა. გასტროლები გამართა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ლენინური პრემია (1970), დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: