ვისარიონ შებალინი

ვისარიონ იაკოვლევის ძე შებალინი (რუს. Виссарио́н Я́ковлевич Шебали́н; დ. 11 ივნისი, 1902, ომსკი — გ. 29 მაისი, 1963, მოსკოვი) — საბჭოელი კომპოზიტორი.

ვისარიონ შებალინი
Виссарион Яковлевич Шебалин.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 მაისი (11 ივნისი), 1902[1]
დაბ. ადგილი ომსკი, Aqmola Oblast, რუსეთის იმპერია[2]
გარდ. თარიღი 28 მაისი, 1963(1963-05-28)[2] [1] [3] [4] (60 წლის) ან 29 მაისი, 1963(1963-05-29)[5] (61 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, რსფსრ-ის სახალხო არტისტი, რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და მოსკოვის 800 წლისთავის მედალი
ხელმოწერა Signature of Vissarion Shebalin.png
ვისარიონ შებალინი ვიკისაწყობში

ბიოგრაფიარედაქტირება

ვისარიონ შებალინი დაიბადა 1902 წლის 11 ივნისს ომსკში; აქ მისი მშობლები მასწავლებლად მუშაობდნენ. სწავლობდა ომსკის მუსიკალურ კოლეჯში, ასევე ჩაირიცხა სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში.[6] ის 20 წლის იყო, როდესაც პროფესორის რჩევით, იგი გაემგზავრა მოსკოვში, რათა რეინოლდ გლიერისა და ნიკოლაი მიასკოვსკის პირველი კომპოზიციები ეჩვენებინა. შებალინის კომპოზიციები ორივე კომპოზიტორმა ძალიან კარგად შეაფასა. შებალინმა მოსკოვის კონსერვატორია 1928 წელს დაათავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო პირველი სიმფონია, რომელიც ავტორმა მიუძღვნა თავის პროფესორ ნიკოლაი მიასკოვსკის. მრავალი წლის შემდეგ მის მეხუთე და უკანასკნელ სიმფონია მიეკოვსკის ხსოვნას მიეძღვნა. 1920-იან წლებში შებალინი იყო თანამედროვე მუსიკის ასოციაციის (ACM) წევრი; ის იყო მოსკოვის მუსიკოსების არაფორმალური წრის მონაწილე, რომელიც ცნობილია როგორც "ლამის ჯგუფი" (ისინი შეიკრიბნენ მოსკოვის კონსერვტორიის პროფესორის, პაველ ლამის ბინაში).

მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იგი პროფესორად მუშაობდა. 1935 წელს გახდა გნესინის ეროვნული მუსიკალური კოლეჯის კომპოზიციის კლასის წინამძღოლი. ძალიან რთულ, 1942-1948 წლებში მოსკოვის კონსერვატორიისა და მოსკოვში მდებარე ცენტრალური მუსიკალური სკოლის ხელოვნების დირექტორი. 1948 წელს იგი ჟდანოვის ხელოვანთა გაწმენდის მსხვერპლი გახდა. მის სტუდენტებს შორის იყვნენ: ესტერ მაგი, ველჯო ტორმისი, ლიდია აუსტერი, ედისონ დენისოვი,[7] გრიგორი ფრიდი,[8] ტიხონ კრენინიკოვი, კარენ ხაჩატურიანი, ალექსანდრა პახმუტოვა და სხვები. შებოლინი იყო საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის ერთ–ერთი დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარე (1941–1942).

იგი იყო მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და სწავლული კომპოზიტორი. მისი სერიოზული ინტელექტუალური სტილი და კომპოზიციისადმი გარკვეული აკადემიური მიდგომა მას მიასკოვსკისთან აახლოვებს. 1951 წელს მიენიჭა სტალინის პრიზი. შებალინი იყო დიმიტრი შოსტაკოვიჩის ახლო მეგობარი; შოსტაკოვიჩმა მას სიმებიანი კვარტეტი (ნომერ 2) მიუძღვნა.

1953 წელს შებალინმა ინსულტი გადაიტანა; ამას 1959 წელს კიდევ ერთი ინსულტი მოჰყვა, რაც მის მეტყველებაზე აისახა.[9] მიუხედავად ამისა, 1963 წელს მესამე ინსულტიდან სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მან დაასრულა მეხუთე სიმფონია, რომელსაც როგორც შოსტაკოვიჩმა უწოდა „ბრწყინვალე შემოქმედებითი ნამუშევარი, სავსე უმაღლესი ემოციებით, ოპტიმისტური და სიცოცხლით სავსე“.

შებალინი გარდაიცვალა 1963 წლის 29 მაისს მოსკოვში. იგი დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, თავისი პროფესორებისა და კოლეგების მახლობლად.

მისი ვაჟი დიმიტრი (1930-2013) 43 წლის განმავლობაში იყო ბოროდინის კვარტეტის მევიოლინე (1953–1996).

შემოქმედებარედაქტირება

შებოლინი მრავალი მუსიკალური ჟანრის კომპოზიციებს ქმნიდა. მის შემოქმედებას შორისაა: ოპერები, სიმფონიები, სიმებიანი კვარტეტები, ტრიოები და სონატები, საგუნდო მუსიკა, რომანები, სიმღერები, მუსიკები დრამებისა, რადიოსა და კინოფილმებისთვის. შებალინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარია ოპერა The Taming of the Shrew (Укрощение строптивой, Ukroshcheniye stroptivoy)(დაფუძნებულია უილიამ შექსპირის კომედიაზე) (1957). მან დაწერა კიდევ ერთი ოპერა The Sun above the Steppe (Солнце над степью, Solntse nad stepyu) (1958), ასევე მუსიკალური კომედია he Bridegroom from the Embassy (Жених из посольства, Zhenikh iz posolstva) (1942).

კონცერტებირედაქტირება

  • ვიოლინოს კონცერტი op. 21 (1936—1940)
  • კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის op. 14/1 (1932)
  • კონცერტი ბუკისა და ორკესტრისთვის op. 14/2 (1930)

ფილის მუსიკებირედაქტირება

  • 1929 — Турксиб (Documentary)
  • 1932 — Дела и люди
  • 1933 — Рваные башмаки
  • 1937 — Гобсек
  • 1937 — Пугачёв
  • 1938 — Семиклассники
  • 1939 — Социалистическое животноводство (Documentary)
  • 1939 — В таёжных далях
  • 1941 — Фронтовые подруги
  • 1947 — Глинка
  • 1947 — Повесть о «Неистовом»
  • 1950 — Жуковский
  • 1950 — Заговор обречённых
  • 1952 — Волки и овцы
  • 1952 — Композитор Глинка
  • 1952 — Садко
  • 1952 — Мастера Малого театра (Documentary)
  • 1954 — Ромео и Джульетта
  • 1964 — Укрощение строптивой (film performance)

ჯილდოებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Шебалин Виссарион Яковлевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. SNAC — 2010.
  4. IMSLP — 2006.
  5. Find a Grave — 1996.
  6. Inna Barsova, "Shebalin, Vissarion Yakevievich," New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. (London: Macmillan Publishers, 2001). Accessed January 11, 2016, http://www.oxfordmusiconline.com/subscriber/article/grove/music/25617
  7. Kholopov, Tsenova and Kohanovskaya's Biography of Edison Denisov Google წიგნებში
  8. See Laurel Fay - Shostakovich: A Life Google წიგნებში.
  9. Hees, Richard (1995). „East-West Relations and Therapy Music“. Jurrien Sligter. Ton de Leeuw. Luxembourg: Harwood Academic Publishers. pp. 122. ISBN 3-7186-5695-7. https://books.google.com/books?id=bTpzT3uHK4EC&pg=PA122&lpg=PA122&dq=shebalin+aphasia&source=web&ots=b4Pg0ZqfkU&sig=oL00Rx3DOuG4apXYUFvfmqoITDE&hl=en#PPA122,M1. წაკითხვის თარიღი: 2008-06-11.