აზიური ცივილიზაციების მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზიური ცივილიზაციების მუზეუმი (ინგლ. Asian Civilisations Museum,[1] მალ. Muzium Tamadun Asia, ჩინ.: 亚洲文明博物馆 ტამილ. ஆசிய அருங்காட்சியகம், ACM) — სინგაპურის ოთხ მუზეუმში შემავალი დაწესებულება (დანარჩენი სამია: პერანაკანის მუზეუმი, ძველი ტაო-ნანის სკოლა, სინგაპურის ეროვნული მუზეუმი და სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი).

აზიური ცივილიზაციების მუზეუმი
1°17′15″ ჩ. გ. 103°51′04″ ა. გ. / 1.28750° ჩ. გ. 103.85111° ა. გ. / 1.28750; 103.85111
დაარსდა 22 აპრილი, 1997
ქვეყანა სინგაპურის დროშა სინგაპური
მდებარეობა Downtown Core
კლასიფიკაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიის, აღმოსავლეთ აზიისა და დასავლეთ აზიის კულტურული მემკვიდრეობა
ოფიციალური საიტი [[2] [3]]
Map

აზიის ცივილიზაციების მუზეუმი ერთ-ერთი პირველი მუზეუმია მთელს რეგიონში, რომელიც აზიის კუტურისა და ცივილიზაციების მიმართულებითაა სპეციალიზებული. მუზეუმში წარმოდგენილია ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიისა და დასავლეთ აზიის ისტორიის ნიმუშები, რაც, თავის მხრივ, სინგაპურში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ისტორიისა და მათი წარმომავლობის შესახებ მეტყველებს.[2]

აზიური ცივილიზაციების მუზეუმი პირველად ძველი ტაო-ნანის სკოლის შენობაში გაიხსნა 1997 წლის 22 აპრილს, სომხეთის ქუჩაზე. ამ პერიოდში მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების უმრავლესობა ძველი ჩინური ცივილიზაციის შესახებ იყო. იმპერატორის სასახლის რესტავრაციის დასრულების შემდეგ, 2003 წლის 2 მარტს ამ შენობაში აზიური ცივილიზაციების მუზეუმის ახალი განყოფილება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აზიის სხვა ნაწილების ისტორიის ამსახველი ექსპონატები. 2006 წლის 1 იანვარს, სომხეთის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი სარესტავრაციო სამუშაოების გამო დაიხურა და ხელმეორედ გაიხსნა 2008 წლის 25 აპრილს, როგორც პერანაკანის მუზეუმი. მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები მთლიანად პერანაკანების კულტურას წამროადგენდა.

2006 წლის 16 სექტემბერს ოფიციალურად გამოქვეყნდა მუზეუმის ახალი ლოგო და სლოგანი: აზიური ცივილიზაციების მუზეუმი — ადგილი სადაც აზიური კულტურა ცოცხლდება! (The Asian Civilisations Museum – Where Asian Cultures Come Alive!). ლოგო ასახავს მუზეუმის მდებარეობას მდინარე სინგაპურის მიმართ.[3]

2013 წლის ბოლოს, რებრენდინგის შემდეგ, ჩამოყალიბდა მუზეუმის ახალი ლოგო და სლოგანი: სინგაპურის აზიის მუზეუმი (Singapore's Museum of Asia).

2014 წლის 16 სექტემბერს TripAdvisor-ის მოგზაურთა არჩევანის ჯილდოზე, აზიური ცივილიზაციების მუზეუმი დასახელდა სინგაპურის საუკეთესო მუზეუმად, ხოლო აზიაში მან მეცხრე ადგილი დაიკავა. მუზეუმი სინგაპურში მდებარე დაწესებულებებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც აზიის საუკეთესო მუზეუმების 10-ეულში მოხვდა.[4]

2015 წლის 15 ნოემბერს მუზეუმში მიმდინარე განახლებების გამო აზიური ცივილიზაციების მუზეუმის ექსპონატები ახალ დარბაზებში განთავსდა. განახლებები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა: პირველი ეტაპი 2015 წლის 14 ნოემბერს დასრულდა, ხოლო მეორე 2016 წლის აპრილში.

 
აზიური ცივილიზაციების მუზეუმი, იმპერატორის სასახლე

კოლექციები

რედაქტირება

აზიური ცივილიზაციების მუზეუმში ჩინური კოლექცია წარმოდგენილია დეჰუას ფაიფურის ფიგურებით, ასევე დაოისტური და ბუდისტური ქანდაკებებით, ჩინური კალიგრაფიითა და დეკორაციული ხელოვნების სხვა ნიმუშებით.

 
განდჰარან ბოდჰისატვას თავი, დაახ. IV საუკუნე

აზიური ცივილიზაციების მუზეუმის სამხრეთ აზიის გალერეებში წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდის ქანდაკებები, მათ შორისაა ჩოლას დინასტიის პერიოდის ბრინჯაოს ნაკეთობებიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩოლის პერიოდში დამზადებული შივას მეუღლის, უმას ქანდაკება. ინდოეთის ადრეული ბუდისტური ხელოვნება ასევე წარმოდგენილია მათურასა და განდჰარას სკოლების ნამუშევრებით. მათ შორისაა უიშვიათესი ქვიშაქვის ბუდის ქანდაკება მათურადან, რომელიც კანიშკა I-ის პერიოდით თარიღდება (I-II საუკუნე). ასევე აღსანიშნავია განდჰარან ბოდჰისატვას თავი. სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატებია: სამხრეთ ინდური ხის ნამუშევრები, ნეპალურ-ტიბეტური ბრინჯაოს ნაკეთობები, ქსოვილები, გვიანდელი შუა საუკუნეების მინიატურები და კოლონიალური ნაწარმოებები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კოლექცია მდიდარია ეთნოლოგიური მასალებით. ის წარმოადგენს ძველი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის არისტოკრატიულ ხელოვნებას. აზიური ცივილიზაციების მუზეუმის ამ განყოფილებაში წარმოდგენილ ექსპონატებს შორისაა: ქხმერული ქანდაკებები, იავური ტაძრის სკულპტურები (ზოგიერთი მათგანი მუზეუმში დროებით არის განთავსებული), გვიანი ბუდისტური ხელოვნების ნიმუშები მიანმარიდან და ტაილანდიდან, ასევე ვიეტნამური ბუდისტური ტაძრებიდან. მუზეუმში ასევე არის წარმოდგენილი პერანაკანური ოქრო, ქსოვილები, ტომური ორნამენტები და თეატრალური ნიღბები.

ხოო-ტექ პუატის გალერეა ტანგის ჩაძირული გემიდან ამოღებული ობიექტების მუდმივ სამყოფელს წარმოადგენს. ეს იყო IX საუკუნეში ჩაძირული სავაჭრო გემი, რომელიც ირანსა და ერაყში მიემგზავრებოდა. ის აღმოაჩინეს 1998 წელს კუნძულ ბელიტუნგის მიმდებარედ, იავის ზღვაში. გემიდან მოპოვებულ ობიექტებს შორისაა: ჩინეთში, ტანის დინასტიის პერიოდში (618–907) წარმოებული 60 000-ზე მეტი კარგად შემონახული კერამიკული ნაკეთობა, ასევე ვერცხლისა და ოქროსაგან დამზადებული ნივთები.

აზიური ცივილიზაციების მუზეუმში ზოგიერთი გალერეა გამოყოფილია დროებითი გამოფენებისთვის. ერთ-ერთი ასეთი გამოფენა მოიცავდა ბრინჯაოს ხანის ნიღბებს სანსინდუიდან, სიჩუანის პროვინცია, ჩინეთი.

2021 წლის 25 ივნისს აზიური ცივილიზაციების მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით: #SGFASHIONNOW. გამოფენა წარმოადგენდა ლასალის კოლეჯის ხელოვნების სკოლისა და ტექსტილისა და მოდის ფედერაციის (TaFF) ერთობლივ ნამუშევარს. ეს სინგაპურის მუზეუმისთვის პირველი თანამედროვე მოდის ნიმუშების გამოფენას წარმოადგენდა.[5][6]։

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. TripAdvisor.ru
  2. [1]
  3. Asian Civilisations Museum.
  4. „Asian Civilisations Museum ranked top museum in Singapore: TripAdvisor“. MediaCorp. TODAY. 17 სექტემბერი 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2014.
  5. Asian Civilisations Museum turns the spotlight on Singapore fashion en-US (2021-06-24). ციტირების თარიღი: 2021-06-29
  6. აზიური ცივილიზაციების მუზეუმი