ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზიის კულტურა - აზიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის და ეთნიკური ჯგუფის მრავალფეროვანი ტრადიციების ერთობლიობა. აერთიანებს აზიის ხალხების ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს, რომელთა ჩამოყალიბება და განვითარება საუკუნეეების მანძილზე ხდებოდა. გეოგრაფიული მდებარეობის და კულტურის მიხედვით რეგიონი ხშირად იყოფა ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიად.

როგორც მოსახლეობით და ტერიტორიით ყველაზე დიდი კონტინენტი აზია რამდენიმე უძველესი ცივილიზაციის წარმოშობის ადგილია, სამშობლოა მსოფლიოს უძველესი და უმსხვილესი რელიგიების და უძველესი ჩაწერილი მითების, მაგრამ აქ წარმოქმნილი კულტურები ერთმანეთისგან დაყოფილები იყვნენ დიდი დისტანციებით და ბუნებრივი ბარიერებით, მაგ. უდაბნოები და ქედები. მათ შექმნეს სავაჭრო გზების და ინფრასტრუქტურის შექმნის საჭიროება, რომელიც შედეგად აზიაში ისტორიულად საკმაოდ განვითარებული იყო.

აზია გამოირჩევა ენების მრავალფეროვნებით, კონტინენტზე გვხვდება თითქმის ყველა ძირითადი ენობრივი ოჯახის წარმომადგენლები. ქვეყნების უმრავლესობაში ერთზე მეტი ენაა გავრცელებული, მაგ. ინდონეზიაში გავრცელებულია ექვსასამდე ენა, ინდოეთში - ათასამდე, ფილიპინებში - ასამდე, ამავე დროს კორეაში მხოლოდ ერთი ენაა გავრცელებული.

რელიგიები

რედაქტირება

აზია მსოფლიოს უმსხვილესი რელიგიების (ისლამი, ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი, სინთოიზმი, ზოროასტრიზმი, კონფუციანიზმი და სხვა) სამშობლოა. დღეს აზიაში ყველაზე გავრცელებულია ისლამი და ინდუიზმი, ორივე მიახლოებით მილიარდი მიმდევრით. აზიაში ცხოვრობს მსოფლიო მუსულმანების 60%, ქვეყნების მიხედვით მუსულმანების უდიდესი რაოდენობა ინდონეზიაში ცხოვრობს. მიუხედავად იმის, რომ მუსულმანების და ინდუისტების რაოდენობა თითქმის ერთნაირია, ინდუისტების უმეტესობა ინდოეთის სუბკონტინენტზეა კონცენტრირებული, მუსულმანები კი უმრავლესობას ბევრ ქვეყანაში წარმოადგენენ.

აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში გავრცელებულია ბუდიზმი - ინდოეთის ტერიტორიაზე წარმოშობილი მსოფლიოს უძველესი რელიგია. ის ხშირად შერწყმულია ქვეყნის ბუდიზმის გავრცელებულ არსებულ ხალხურ რელიგიებთან. ქრისტიანობა (კათოლიციზმი) დომინანტური რელიგიაა ფილიპინებში. მიუხედავად იმის, რომ ქრიატიანობა აზიაში წარმოიშვა, დღეს ქრისტიანების უმეტესობა დანარჩენ კონტინენტებზე ცხოვრობს. ისრაელის დომინანტური რელიგია იუდაიზმია - ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც იუდაიზმი დომინანტური რელიგიაა.

ფილოსოფია

რედაქტირება

აზიური ფილოსოფიის მთავარი სკოლები ჩამოყალიბდა ინდოეთში და ჩინეთში. მათ ერთობლივად აღმოსავლურ ფილოსოფიას უწოდებენ - ეს ტერმინი აერთიანებს უამრავ მიმდინარეობას აზიის სხვადასხვა კუთხიდან. მათ აერთიანებს არამატერიალური სამყაროს არსებობის და არამატერიალური ბედნიერების პოვნის იდეები.

აღმოსავლურ მსოფლმხედველობაში განსაკუთრებულად დიდი ადგილი უკავია ოჯახს. ოჯახი ითვლება სიამაყის საგნად და პიროვნების ჩამოყალიბების საფუძვლად, რომლის მიმართ ერთგულება და პატივისცემაა აუცოლებელი. აუცილებელია ასევე უფროსების პატივისცემა და დამორჩილება, ზოგ კულტურაში ბავშვებს ევალებათ მოხუცებზე ზრუნვა. ეს კონცეპტი ჩამოყალიბდა ჩინეთში როგორც კონფუციანიზმის ფილოსოფიის ნაწილი. მნიშვნელოვანია ასევე საკუთარი თავის და ემოციების მართვის იდეა, მეტყველება და ჟესტები უნდა გამოხატავდეს პატივისცემას.

სამზარეულო

რედაქტირება

აზიის ზოგი რეგიონის ტრადიციით საკვებს ხელებით ჭამენ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში სულ უფრო გავრცელდა ევროპაში მიღებული დანა-ჩანგალი. კორეაში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაივანში და ვიეტნამში ხმარობენ ჯოხებს, რომლების ფორმა და მატერიალი სხვადასხვაა ქვეყნის მიხედვით. აზიის ბევრ ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტი ბრინჯია, რომელსაც ხარშავენ ან წვნიანში ამატებენ. ჩინეთი მსოფლიოში ბრინჯის უდიდესი წარმოებელი და მომხმარებელია. აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით იაპონიაში და ჩინეთში, გავრცელებულია უმი თევზეული. უმი თევზის ყველაზე გავრცელებული კერძებია სუში და საშიმი. ინდოეთის სამზარეულო გამოირჩევა დიდი რაოდენობებით სუნელების დამატებით, რადგან სუნელების უმეტესობა წარმოიშვა ინდოეთის სუბკონტინენტზე. ინდოეთში ასევე მიღებულია ხელებით ჭამა.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზიის_კულტურა“-დან