დაოსიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან დაოიზმი)

დაოსიზმი — რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში. თავდაპირველად, ძვ. წ. VI საუკუნეში, წარმოადგენდა მხოლოდ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო-ძი („მოხუცი მასწავლებელი“), რომელმაც დაწერა წიგნი „დაო დე ძინი“.

დაო
ინი და იანი

ახ.წ. II საუკუნეში ეს მოძღვრება საფუძვლად დაედო რელიგიას, რომელმაც იგივე სახელი - დაოსიზმი მიიღო. მისი ძირითადი პრინციპებია დაო - ყოველი არსის დასაბამი კანონი, „საგანთა დედა“, ქვეყნიერების მარადიული ცვლა, რაც არ ემორჩილება არც ღმერთებს, არც ადამიანურ ძალას. ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს, დანებდეს, არ იმოქმედოს, იყოს პასიური, აშენოს მცენარეები და ცხოველები, თაყვანი სცეს კულტს, რომლის მთავარი საზრუნავი დემონთა და ავსულთა განდევნაა, მკითხაობა. უზენაესი ღმერთია შინ-დი, ცის ღმერთი, იმპერატორთა („ცის შვილთა“) მამა, შემდეგ მოდის ლაო ცზი და პან-გუ (სამყაროს შემოქმედი, ღვთაების რანგისა). ბოლო დროს თითქმის მთლიანად შეავიწროვა ბუდიზმმა, კონფუციანობამ და ქრისტიანობამ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება