ადრეულა აგროციბე
ადრეულა აგროციბე (ლათ. Agrocybe praecox) — სოკოს სახეობა სტროფარიასებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
ადრეულა აგროციბე | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Agrocybe praecox (Pers.) Fayod, 1889 | |||||||||||||||
|
დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. იზრდება ნიადაგზე, ისევე როგორც დამპალი ხეების ნარჩენებზე, ტყეებში, გაკაფულ ადგილებში, საძოვრებზე, მდელოებზე, ბაღებსა და პარკებში.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1800 წელს როგორც Agaricus praecox.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება 1889 წელს მიანიჭა შვეიცარიელმა მიკოლოგმა ვიქტორ ფაიომ.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებასოკოს ქუდის დიამეტრი — 10 სმ, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ამოზნექილი, ბოლოს — ბრტყელი, გლუვი, შუაში ახასიათებს ბორცვაკი, დახეთქილი ზედაპირით, შიშველი, თეთრი ან მოყავისფრო, ზოგჯერ მოყვითალო ელფერით.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილი, ღია-ნაცრისფერი, მომწიფებისას ყავისფერი. ნორჩობაში ფირფიტები დახურულია კერძო საბურველით, რომელიც საბოლოოდ საყელოს სახით რჩება ფეხზე.
ფეხის სიგრძე — 10 სმ, სისქე — 1-2 სმ, თეთრი, ძირში ზოგჯერ მურა ელფერით. ბოჭკოვანი კონსისტენციით, თავიდან მყარი, შემდეგ ფუყე. სიმწიფეში ფეხზე ახასიათებს ღია-მურა საყელო, რომელიც მოგვიანებით ხშირად ქვრება. ძირში ზოგჯერ გამსხვილებულია.
რბილობი — თხელი, რამდენადმე ბოჭკოვანი, თეთრი ან მოყვითალო, ფქვილის სუნითა და გემოთი.[3] გაჭრისას ფერს არ იცვლის.
სპორები — კვერცხისებრ-ელიფსისებრი, გლუვი, 7,5–10 × 5–6 მკმ, მუქი-ყავისფერი.
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებაფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში,[4] ევროპაში,[5] აზიასა[6] და ჩრდილოეთ აფრიკაში.[3] სოკო დაფიქსირებულია ახალ ზელანდიაში, არგენტინასა და კოლუმბიაში.[7]
საპროტროფია. იზრდება ნიადაგზე, ისევე როგორც დამპალი ხეების ნარჩენებზე, ტყეებში, გაკაფულ ადგილებში, საძოვრებზე, მდელოებზე, ბაღებსა და პარკებში.
სეზონი — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებადაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა.[8] ერთი ნაწილი მას გემრიელ სოკოდ თვლის, ხოლო მეორე ნაწილი კი — პირიქით. როგორც ჩანს, მისი გემო და სუნი ვარირებს გარემო-პირობების მიხედვით.[9]
იხმარება ახალი, ასევე ცხიმში ან ძმარში დაკონსერვებული.[10] ხმარობენ სოუზებშიც. ზოგჯერ გადაბერებულ ეგზემპლარებს ცხარე გემო ახასიათებთ.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ადრეულა აგროციბე“ ვიკისაწყობში.
- ადრეულა აგროციბე Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- ადრეულა აგროციბე MycoBank-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ D. Christian Hendrik Persoon: Synopsis methodica fungorum. sistens enumerationem omnium huc usque detectarum specierum, cum brevibus descriptionibus nec non synonymis et observationibus selectis. Hrsg.: Henricum Dieterich. Gottingae 1801 (Latein, bnf.fr).
- ↑ Victor Fayod: Prodrome d'une histoire naturelle des Agaricinés. In: Annales des Sciences Naturelles, Botanique. Band 9, Nr. 7. Paris 1889, S. 358 (französisch, csic.es).
- ↑ 3.0 3.1 (1994) Guide des champignons de France et d'Europe. Delachaux et Niestlé, გვ. 360. ISBN 978-2-603-00953-6. Also available in English.
- ↑ Kuo, M. (2006, September). Agrocybe praecox. See the MushroomExpert.Com article.
- ↑ Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2021-08-20.
- ↑ Asef M.R. (2020). Field guide of Mushrooms of Iran. Tehran: Iran-Shanasi Press, გვ. 360. ISBN 9786008351429.
- ↑ See the Global Biodiversity Information Facility map, which provides hyperlinks to records with geographical location.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 170, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Der Tintling, წვდომის თარიღი 26 სექტემბერი, 2021
- ↑ Fritz Martin Engel, Fred Timber: „Pilze: kennen – sammeln – kochen”, Editura Südwest, München 1969, p. 172-174