თამარ აბაშიძე
თამარ ასლანის ასული აბაშიძე (დ. 3 (15) მაისი, 1892 15 მაისი, ზესტაფონი, საქართველო ― გ. 16 მაისი, 1960, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1950).
თამარ აბაშიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | თამარ ასლანის ასული აბაშიძე |
დაბადების თარიღი |
15 მაისი, 1892 ზესტაფონი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
16 მაისი, 1960 (68 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | კინომსახიობი, თეატრის მსახიობი |
აქტიური | 1913–1960 |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი (1950) |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა დონის როსტოვის დრამატულ სტუდიაში. მოღვაწეობა დაიწყო ჭიათურის თეატრში (1913), იყო გორის დრამატული თეატრისა (1939–1940) და ჭიათურის დრამატული თეატრის (1949–1960) მსახიობი. განასახიერა ხანუმას (აქვსენტი ცაგარელის „ხანუმა“), რიფსიმეს (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოშო“), მელანოსა და ელენეს (დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), კრუჩინინას (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ვასა ჟელეზნოვას (მაქსიმ გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), კატარინას (უილიამ შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულობა“), ბერსენიევას (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), იოკასტეს (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) და სხვა როლები.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1954: „ჭრიჭინა“ (ელპიტე) რეჟ. სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1956: „ჩვენი ეზო“ (დათოს ბებია) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1945 : მედალი „სამამულო ომში თავდადებული შრომისთვის“
- 1945 : მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
- 1950 : საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 20.
- ცუცქირიძე, შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 22.