აბას ალი ხალათბარი
აბას-ალი ხალათბარი (სპარს. عباسعلی خلعتبری, დ. 4 ივნისი, 1912 — გ. 11 აპრილი, 1979) — ირანელი დიპლომატი, ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაციის (CENTO) გენერალური მდივანი 1962-1968 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი 1973-1978 წლებში. [1]
აბას ალი ხალათბარი | |
სპარს. عباسعلی خلعتبری | |
ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ბაღდადის პაქტი) მე-3 გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1962 – 1968 | |
წინამორბედი | ოსმან ალი ბეგი |
მემკვიდრე | თურგუთ მენემენჯიოღლუ |
ირანის 21-ე საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 იანვარი1973 – 14 იანვარი1978 | |
პრემიერ-მინისტრი | ამირ აბას ჰოვეიდა (1965-77), ჯამშიდ ამუზეგარი (1977-78) |
წინამორბედი | არდეშირ ზაჰედი |
მემკვიდრე | ამირ-ხოსრო აფშარი |
დაბადებული | 4 ივნისი 1912 თეირანი, ირანი |
გარდაცვლილი | 11 აპრილი 1979 (66 წლის) თეირანი, ირანი |
პოლიტიკური პარტია | რასთარხიზი |
მამა | მირზა ნასრულა ხანი ეთალა ალ მულიქ ხალათბარი |
შვილები | 2 ვაჟი, 2 ქალიშვილი |
განათლება | პარიზის უნივერსიტეტი |
რელიგია | მუსლიმი, შიიტი |
ჯილდოები | ლომის და მზის ორდენი ტაილანდის გვირგვინის ორდენი სამოქალაქო ღირსების ორდენი (ესპანეთი) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა დიპლომატის ოჯახში, რომელიც გახლდათ ფინანსთა მინისტრი და სენატორი სულთან აჰმად შაჰის დროს.
1936 წელს პარიზში მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1938 წელს — იურიდიულ მეცნიერების დოქტორის ხარისხი. 1945 წელს ირანში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, 1947 წლიდან კი საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1950 წლის სექტემბრიდან იყო შვეიცარიაში საელჩოს მეორე მდივანი. შემდეგ მუშაობდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცერემონიების განყოფილების უფროსად, 1954 წლიდან — საფრანგეთში საელჩოს მრჩევლად. 1956 წლიდან გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მესამე პოლიტიკური განყოფილების უფროსი.[2]
1960-1961 წლებში გახლდათ ელჩი პოლონეთში. 1962 წლიდან — ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაციის (CENTO) გენერალური მდივანი.
აბას-ალი ხალათბარი ხელმძღვანელობდა CENTO-ს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენის დროს, რომელიც ხდებოდა ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონში: ანტიმონარქისტული რევოლუცია ჩრდილოეთ იემენში 1962 წელს; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა ომანსა და მასკატში, ასევე ადენსა და სამხრეთ არაბეთის ფედერაციაში 1963-1967 წლებში, რამაც გამოიწვია სამხრეთ იემენის დამოუკიდებლობის გამოცხადება; ექვსდღიანი არაბეთ-ისრაელის ომი და ა.შ.
1968 წლიდან — მოადგილე, 1973 წლიდან — საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბას ჰოვეიდას და ჯამშიდ ამუზეგარის მთავრობებში. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება იყო 1975 წლის ალჟირის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც ირანმა და ერაყმა მოაგვარეს თავიანთი ტერიტორიული დავა, დაადგინეს სახელმწიფო საზღვარი მდინარე შატ ალ-არაბის გასწვრივ და შეთანხმდნენ ორმხრივი დივერსიული საქმიანობის შეჩერებაზე. 1975 წლის 30 დეკემბერს თეირანში ხელი მოეწერა შეთანხმებას ირანის გაზის ექსპორტზე საბჭოთა კავშირში, ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.[3]
აბას-ალი ხალათბარი დახვრიტეს ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წლის 11 აპრილს, ისლამური რევოლუციური სასამართლოს განაჩენით, რომელსაც თავმჯდომარეობდა სადექ ხალხალი, კორუფციის, ეროვნული სუვერენიტეტის შელახვის, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროსთან კავშირის, ალჟირის ხელშეკრულების (დაირღვა რევოლუციის შემდეგ) მომზადებისა და ხელმოწერის ბრალდებით. აგრეთვე ბუშირის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით „ქვეყნისთვის არასაჭირო“ კონტრაქტის გაფორმებით. ხალათბართან ერთად დახვრიტეს რამდენიმე ცნობილი შაჰის გენერალი და პოლიტიკოსი, მათ შორის სავაქის ყოფილი დირექტორები ჰასან ფაქრავანი და ნასერ მოყადამი, შაჰის გვარდიის ყოფილი მეთაური ალი ნეშატი, თეირანის ყოფილი მერი ღოლამ რეზა ნიკპეი.[4][5]
აბას ალი ხალათბარი დაქორწინებული იყო საფი ასფიას (ირანის დაგეგმარების და საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ირანის ბირთვულ ამბიციებზე) დაზე, წყვილს ჰყავდა ოთხი შვილი.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ lidad Mafinezam; Aria Mehrabi (2008). Iran and Its Place Among Nations. Westport, CT: Praeger Publishers. p. 36. ISBN 978-0-275-99926-1.
- ↑ "Centers of Power in Iran" (Intelligence Report). CIA. May 1972. Retrieved 25 July 2013.
- ↑ Benjamin Beit Hallahmi (1987). The Israeli Connection: Whom Israel Arms and why. New York: Pantheon Books. p. 10. ISBN 978-1-85043-069-8.
- ↑ "Teheran executes 111 top ex-officials"". The New York Times. Tehran. 11 April 1979. Retrieved 12 August 2021.
- ↑ James A. Bill (Winter 1978–79). "Iran and the Crisis of "78". Foreign Affairs: 326. ISSN 0015-7120.
- ↑ Abbas Milani (2008). Eminent Persians: The men and women who made modern Iran, 1941-1979. Syracuse: Syracuse University Press. ISBN 978-0-8156-0907-0. OCLC 225870858.