ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნასერ მოყადამი (სპარს. ناصر مقدم‎; დ. 24 ივნისი, 1921, თეირანი11 აპრილი, 1979, თეირანი) — ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, სავაქის მე-4 და ბოლო ხელმძღვანელი (1978 წლის ივნისი —  1979 წლის თებერვალი). ირანის შაჰის სპეცსამსახურების ლიდერი. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტი (Sepahbod). [1][2][3]

ნასერ მოყადამი
ნასერ მოყადამი
სპარს.  ناصر مقدم
სავაქის —ირანის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მე-4 დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი 1978 – 12 თებერვალი 1979
მონარქი  მუჰამედ რეზა ფეჰლევი
წინამორბედინემათოლა ნასირი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმებულია

დაბადებული24 ივნისი 1921
თეირანი, ირანი
გარდაცვლილი11 აპრილი 1979 (57 წლის)
თეირანი, ირანი
განათლებათეირანის სამხედრო ლიცეუმი
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი
პროფესიაირანის სპეცსამსახურების თანამშრომელი
რელიგიაისლამი, შიიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

ნასერ მოყადამი დაიბადა 1921 წელს თეირანში. სწავლობდა სამხედრო ლიცეუმში, რის შემდეგაც შევიდა სამხედრო სკოლაში. 1930-იანი წლების ბოლოს მოყადამი სამართალს სწავლობდა თეირანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

„ინფორმაციის სპეციალური ბიურო“ და სავაქის მე-3 განყოფილების უფროსი

რედაქტირება

1958 წელს, საიდუმლო სამსახურის "ინფორმაციის სპეციალური ბიუროს" ("Daftar-e Vijeh") შექმნის დროს,  ჰოსეინ ფარდუსთმა  ოფიცერთა წრიდან აირჩია ნასერ მოყადამი  ხსენებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში შესაყვანად.

1963 წელს, რუჰოლა ხომეინის მეთაურობით ანტიმონარქისტული აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გენერალ ფარდუსთის თანხმობით, გენერალი მოყადამი დაინიშნა „სპეციალური ინფორმაციის ბიუროს“ დირექტორად. ნასერ მოგადამი პარალელურად აგრძელებდა სავაქის კონტრდაზვერვის განყოფილებაში მსახურობას, ფაქტობრივად გახდა სავაქის მეორე პირი. პარალელურად შაჰმა დანიშნა „III განყოფილების“ დირექტორად, რომელიც პასუხისმგებელი იყო შიდა ოპოზიციის საქმიანობაზე და აკონტროლებდა ირანის შიდაპოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტს. 1971 წელს გენერალი ნასერ მოყადამი შაჰის არმიის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მე-2 ბიუროს უფროსი გახდა.

მოყადამი სავაქის სათავეში (1978 წლის ივნისი —1979 წლის თებერვალი)

რედაქტირება

1978 წლის აპრილში გენერალ-ლეიტენანტმა ნასერ მოყადამმა (ირანის არმიის გენერალური შტაბის II ბიუროს უფროსმა) გაუგზავნა კონფიდენციალური წერილი შაჰს, რომელშიც ის მოუწოდებდა:

 
„დღევანდელ პირობებში, ქვეყნის კეთილდღეობისთვის, აუცილებელია გავწიროთ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი,  შაჰის ოჯახთან და სასახლის კართან დაახლოებული  კორუმპირებული პირები.   ასევე დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი  უმაღლეს შიიტურ სამღვდელოებასთან.“

დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მიზნით შაჰი დათმობაზე წავიდა ირანის საზოგადოებასთან (ვაშინგტონის გადაუდებელი მოთხოვნით) და 1978 წლის ივნისში ყოვლისშემძლე ნემათოლა ნასირი გადააყენა სავაქის დირექტორის პოსტიდან. შაჰმა საიდუმლო პოლიციის ახალ უფროსად დანიშნა გენერალ-ლეიტენანტი ნასერ მოყადამი, რომელსაც კარგი კავშირები ჰქონდა ოპოზიციური ბანაკის რიგებში, მათ შორის შიიტ სასულიერო პირებთან.

გენერალი მოყადამი ადრე სამხედრო კონტრდაზვერვის მეთაური იყო, წამების მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და მისი დანიშვნაანამდებობაზე უზრუნველყოფდა ჯარის საიდუმლო სამსახურთან  უკეთეს ინტეგრაციას.

1978 წლის ივნისამდე გენერალი მოყადამი მეთვალყურეობდა "III განყოფილება" სავაქს (შიდა დაზვერვის და უშიშროების სამსახური).

1978 წლის აგვისტოდან, როდესაც ირანი უკვე რევოლუციის ქარცეცხლში გაეხვა, სავაქელები  მძვინვარებდნენ ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში — თეირანში, ქერმანშაჰში, ისპაანში, მეშჰედში, თავრიზში, შირაზში, აჰვაზში და ა.შ., გაანადგურეს ათობით ისლამისტი აქტივისტი და აგიტატორი.

1978 წლის 20 აგვისტოს აბადანში, სადაც გიგანტური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობდა, კინოთეატრ „რექსში“ მომხდარი ხანძრის დროს 500-მდე ადამიანი დაიღუპა. სავაქის ოფიციალური პირების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა შიიტი სასულიერო პირების კავშირი ამ ინციდენტთან. თუმცა, ეს განცხადება ფართო საზოგადოებამ არ მიიღო, იმის გამო, რომ იმ დროისთვის შაჰის სისტემისადმი უნდობლობა ძალიან მაღალი იყო.

1978 წლის 29 დეკემბერს შაჰმა მუჰამედ რეზა ფეჰლევმა ბურჟუაზიული ეროვნული ფრონტის ერთ-ერთ ლიდერს შაპურ ბახთიარს დაავალა მთავრობის შექმნა. 31 დეკემბერს 6 ნოემბერს ხელისუფლებაში მოწვეული გენერალ აზჰარის სამხედრო მთავრობა გადადგა.

შაჰმა თავის გენერლებს შაპურ ბახთიარის მთავრობის მორჩილებისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

11 იანვარს შირაზში მშვიდობიანი დემონსტრაციები გაიმართა. შემდეგ ატმოსფერო დაიძაბა: დემონსტრანტებმა კვარცხლბეკებიდან შაჰის ქანდაკებების სროლა დაიწყეს, თავს დაესხნენ სავაქის ადგილობრივ შტაბს. სავაქის შტაბიდან საპასუხო ცეცხლი გახსნეს, თავდამსხმელებს შორის იყვნენ დაიღუპულები და დაჭრილები, მაგრამ ბრბო მაინც შეიჭრა შენობაში და ცეცხლი წაუკიდა. იქიდან გამოიტანეს ტელექსი, ფოტო და რადიოკამერები, ამოიღეს დოსიეების გროვა — ეს ყველაფერი მოედანზე დაწვეს. ასევე დაიწვა 19 მანქანა. სავაქის სამხარეო ოფისის უფროსის მოადგილე   ბრბომ  ნაკუწებად აქცია. სასულიერო პირებმა ხალხს წესრიგისკენ მოუწოდეს, მაგრამ მძვინვარე ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს.[4]

1979 წლის 16 იანვარს შაჰმა ოჯახთან ერთად ირანი დატოვა. 1 თებერვალს ხომეინი დაბრუნდა გადასახლებიდან და პირადად ხელმძღვანელობდა რევოლუციურ პროცესს. მთლიანობაში (9 თებერვალს შეიარაღებული აჯანყების დაწყების მომენტიდან) ისლამისტებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად რამდენიმე დღე დასჭირდათ. სამი დღის განმავლობაში აიათოლას მომხრეები იბრძოდნენ  შაჰის იმპერიული გვარდიის „უკვდავების“, სავაქელების და მონარქის ერთგული სამხედრო ნაწილების წინააღმდეგ.[5][6]

შაჰის რეჟიმის დამხობაში ირანელი მემარცხენეებმა, უპირველეს ყოვლისა, მემარცხენე რადიკალებმა ირანელი ხალხის მოჯაჰედების ორგანიზაციიდან და ისლამის ფედაინებიდან, ითამაშეს არანაკლები (და უფრო პირდაპირ თეირანში) როლი, ვიდრე ისლამისტებმა.

1979 წლის 12 თებერვალს ირანში მთელი ძალაუფლება გადავიდა დროებითი რევოლუციური მთავრობის ხელში, რომლის უკან იდგა რუჰოლა მუსავი ხომეინი.

12 თებერვალს, დილით ადრე, ირანის რადიომ გამოაცხადა ისლამური რევოლუციის გამარჯვების შესახებ. ავტორიტარული მონარქია ჩაანაცვლა „თურბანის ტირანიამ“. გამარჯვებულებმა დაიწყეს ნადირობა ყოფილი რეჟიმის მხარდამჭერებზე. რევოლუციურმა კომიტეტებმა და ტრიბუნალმა მოკლე დროში ათიათასობით სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს. ქალები, რომლებიც ბედავდნენ ჩადრის გადაგდებას, საჯარო დაცინვას, წამებასა და სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდნენ. მუსლიმური ტრადიციის თანახმად, ისინი ჩაქოლეს. დააპატიმრეს შაჰთან დაახლოებული ცნობილი წარჩინებულები, მათ შორის სავაქის ყოფილი დირექტორი გენერალი ნასერ მოყადამი.[7][8][9]

სიკვდილით დასჯა

რედაქტირება

1979 წლის 11 აპრილს გენერალი ნასერ მოყადამი, ისლამური რევოლუციური ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, სადექ ხალხალის თავმჯდომარეობით, დახვრიტეს (მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს შაჰის გენერლებისა და პოლიტიკოსების ჯგუფი, მათ შორის სავაქის ყოფილი დირექტორი ჰასან ფაქრავანი, ყოფილი მეთაური, შაჰის მცველი ალი ნეშატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აბას-ალი ხალათბარი, თეირანის ყოფილი მერი ღოლამ რეზა ნიკპეი). სავაქის ყველა ლიდერი (ჰასან ფაქრავანი, ნემატოლა ნასირი და ნასერ მოყადამი) სიკვდილით დასაჯეს. ბევრი ირანელი ემიგრანტი გენერალ მოყადამს ფეჰლევების დინასტიის გამყიდველად და მოღალატედ მიიჩნევს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ირანში ისლამისტები მოეყვანა ხელისუფლებაში.[10][11][12]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Treaty Concerning the State Frontier and Neighbourly Relationships between Iran and Iraq (Done 6 March 1975 in Baghdad; in force 22 June 1976)
  • Answer to History by Mohammad Reza Pahlavi ISBN 0-8128-2755-4
  • Issa Pejman, Assar-e Angosht-e Savak vol. 1, Nima Publishing, Paris, février 1994.
  1. The Rise and Fall of the Pahlavi Dynasty: Memoirs of Former General Hussein Fardust. Translated and Annotated by Ali Akbar Dareini. First edition: Delhi, 1999. P. 306.
  2. Hazem Kandil. "The Power Triangle: Military, Security, and Politics in Regime Change". (2016), p. 99.
  3. პაპავა ვ.ა. "სავაქი— მუჰამედ რეზა ფეჰლევის საიდუმლო პოლიცია (1957—1979)". გამომცემლობა "ბერიკა", საქართველო, (2016).
  4. Otto von Habsburg, Nematullah Nassiri. In: Der Spiegel. Nr. 24, 1978. (გერმ.)
  5. Keine Mehrheit mehr für den Schah. In: Der Spiegel. Nr. 34, 1978. (გერმ.)
  6. "Ebrat Museum/Lieutenant General Nasser Moqaddam".[მკვდარი ბმული] ebratmuseum.ir. Retrieved 24 August 2017.(სპარს.)
  7. Waheed-uz-Zaman. "Iranian Revolution: A Profile". Institute of Policy Studies, (1985 ), p. 58.
  8. Gholam R. Afkhami. "The Iranian Revolution: Thanatos on a National Scale". Middle East Institute, (1985), p. 124.
  9. he New York Times (8 June 1978): "Chief of Intelligence Gets Iran Police Post".
  10. Zoltan Barany. "How Armies Respond to Revolutions and Why". (2016), p. 68.
  11. Former officer of SAVAK, interview by Vasili Papava, 14 May 2016. (See: Papava V.A. "SAVAK – the secret police of Shah Mohammed Reza Pahlavi (1957–1979)")
  12. Tahereh Shokuhi. Lieutenant General Nasser Moqaddam (the last chief of SAVAK).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნასერ_მოყადამი“-დან