ადენი
ადენი (არაბ. عدن) — საპორტო ქალაქი იემენში. მდებარეობს წითელი ზღვის აღმოსავლეთით, ბაბ-ელ-მანდების სრუტიდან 170 კილომეტრში. ამ ტერიტორიაზე პირველი ნავსადგური ძვ. წ. აღ. VII-V საუკუნეებში ანტიკური აუსანის სამეფოს დროს გამოიყენებოდა. თანამედროვე ნავსადგური ნახევარკუნძულის მეორე მხარეს, ადენის ყურეშია განთავსებული.
ქალაქი | |
---|---|
ადენი عدن | |
ადენის ძველი ქალაქი | |
ქვეყანა | იემენი |
მუჰაფაზა | ადენი |
კოორდინატები | 12°48′00″ ჩ. გ. 45°02′00″ ა. გ. / 12.80000° ჩ. გ. 45.03333° ა. გ. |
ფართობი | 760 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 6 მ |
ოფიციალური ენა | არაბული ენა |
მოსახლეობა | 1,760,923 კაცი (2017) |
სიმჭიდროვე | 2,300 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 967 |
საფოსტო ინდექსი | 967 |
1990 წელს სამხრეთი იემენის და იემენის არაბული რესპუბლიკების გაერთიანებამდე წარმოადგენდა სამხრეთი იემენის დედაქალაქს. 2014-2015 წლების გადატრიალების და ჰუტისების მიერ სანას დაკავების შემდეგ,[1] პრეზიდენტმა აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადიმ ის დროებით დედაქალაქად გამოაცხადა. 2015 წლის ადენის ბრძოლის შემდეგ ქალაქში შეიქმნა საკვების და სამედიცინო საშუალებების კრიზისი.[2] 14 ივლისს კონფლიქტში ჩაერთო საუდის არმია და ქალაქი ჰუტისებისგან გაათავისუფლეს.[3]
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებაქვეყანა | ქალაქი |
---|---|
ჯიბუტი | ჯიბუტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 88.
- Norris, H.T.; Penhey, F.W. (1955). „The Historical Development of Aden's defences“. The Geographical Journal. CXXI part I.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Aden, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Aden Free Zone დაარქივებული 2012-02-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Yemen's President Hadi declares new 'temporary capital'“. Deutsche Welle. 21 March 2015. ციტირების თარიღი: 21 March 2015.
- ↑ Fahim, Karim; Bin Lazrq, Fathi (10 April 2015). „Yemen’s Despair on Full Display in ‘Ruined’ City“. New York Times Company. New York Times. ციტირების თარიღი: 11 April 2015.
- ↑ „Proxies and paranoia“. The Economist. Economist Group. The Economist. 25 July 2015. ციტირების თარიღი: 30 July 2015.